„რაც შეიძლება ნაკლები ხარჯებით მიღებული მაქიმალური სარგებელი“

0
თხა, ერთი შეხედვით ყველასთვის უბრალო, შინაური ცხოველი, რომლის რძეც და რძისგან წარმოებული პროდუქცია, ზოგ ქვეყანაში დელიკატესად არის მიჩნეული. ის ნაკლებად პრეტენზიულია გარემო პირობების მიმართ და მინიმალური ხარჯებით შეიძლება ძალიან ფასეული მეურნეობის შექმნა! თხა ძროხისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ამ ყველასთვის კარგად ნაცნობი, შინაური ცხოველის წინაპრად კი ნიამორი მიიჩნევა. თხა მსოფლიოს ყველა კუთხეშია გავრცელებული, რაც იმით აიხსნება, რომ ის პრეტენზიული არ არის სხვადასხვა გარემო პირობების მიმართ. თხის რძე სპეციალისტები ამბობენ, რომ თხის რძე შეიცავს ისეთ საკვებ ნივთიერებებსა და ვიტამინებს, რომლებიც სხვაგან იშვიათად მეორდება. დარგის ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ამ პროდუქტის ათვისება ორგანიზმს ადვილად შეუძლია. ბასილ ღლიღვაშვილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი: თხის რძეში არსებული ცხიმის ბუშტუკები არის ბევრად უფრო მცირე ზომის ვიდრე ძროხის რძეში. ამიტომ ადამიანის ორგანიზმი მას უფრო ადვილად ინელებს, სწორემ ამიტომაც თხის რძეს ბავშვების რაციონში ხშირად შევხვდეით. თუმცა, როგორც პედიატრები გვაფრთხილებენ. ბავშვთა კვებაში თხის რძის გამოყენებამდე აუცილებელია, გარკვეული ზომების დაცვა. ნატო ხატიაშვილი: ბავშვისთვის წლამდე აუცილებელი საკვები არის დედის რძე, მაგრამ თუ დედის რძე არ არის მაშინ ის იგივე თვისებების მქონე საკვებით უნდა ჩანაცვლდეს, ხოლო, რაც შეეხება უშუალოდ ცხოველურ რძეს. მისი მიღება ერთი წლის შემდეგაა დასაშვები. ნედლი რძის მიღებამდე, აუცილებელია მისი ადუღება. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში რძე გარკვეულ სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს, პარალელურად ისპობა ბაქტერიების უმეტესობა და პროდუქტი უფრო უვნებელი ხდება. თხის რძის შემთხვევაში, თუ ის სანდო ფერმერისგან გვაქვს აღებული, საკმარისია მისი პასტერიზება. პასტერიზება: საკვები პროდუქტის გაცხელება იმდენად, რომ დაიღუპოს მავნე მიკროორგანიზმები, მაგრამ შენარჩუნდეს პროდუქტის გემო, ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. ქართული მეთხევეობის ერთ-ერთ პირველ ამღორძინებელს ქალბატონ ლია ბაღნაშვილს, კახეთიდან ევრონიუსიც კი ესაუბრა და გამოაქვეყნა სტატია სახელად “ ქალი, რომელმაც საქართველოში მეთხევეობა ააღორძინა“ ამ კონკრეტული ინტერვიუდან მხოლოდ ამონარიდს შემოგთავაზებთ: “მიხარია, რომ ასეთი საქმის პირველი მერცხალი ვარ და ქართული მეთხევეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვრილი შევიტანე. ადამიანებმა, საქართველოს ყველა კუთხიდან გამოხატეს დაინტერესება და მე მათ დიდი სიამოვნებით ვეხმარები. მჯერა, რომ ნათელ გზას ვადგავარ და მალე უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევ“ - ლია ბაღნაშვილი ამრიგად, თხა და მეთხევეობა საქართველოსთვის უცხო არ არის, და ჩენს ქვეყანას, კონკრეტული ფერმერების საქმიანობიდან გამომდინარე, ნამდვილად აქვს პოტენციალი ააღორძინოს, მეცხოველეობის ეს დარგი და შესაფერისი ადგილი დაიკავოს მსოფლიოში. შინაურიცხოველები ცოტარამთხაზე თხა მეცხოველეობა
0