12 votes
0 comments
0 shares
Save
4 views
გიორგი ღვინიაშვილი
Tbilisi · 11 months ago

ჩვენი თბილისი


გიორგი ღვინიაშვილი
Tbilisi · 11 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
Spectator: საქართველო ცდილობს ნატოში გაწევრიანებას, რათა უსაფრთხო დისტანციაზე ჰყავდეს „რუსი დათვი“
„სამეფო ხარისხი - რუსეთის მეფეებისა და კომუნისტების მმართველობის დროს რუსები გასართობად საქართველოში ჩადიოდნენ“, - ამერიკულ გამოცემა Spectator-ში ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში უილიამ კუკი წერს. „ეს რეგიონები არ ექვემდებარება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს“, - ამ გაფრთხილებას ვკითხულობთ საქართველოს დედაქალაქის - თბილისის სიცოცხლით სავსე ცენტრის გამოკრულ რუკაზე, - მოგზაურობა ამ რეგიონებში არ არის რეკომენდებული. ერთ-ერთი ასეთი რეგიონია აფხაზეთი - მანქანით სულ რამდენიმე საათის სავალ გზაზე. მეორე რეგიონია სამხრეთ ოსეთი - სულ რაღაც 1 საათი თბილისიდან. 2008 წლის შემდეგ ორივე რეგიონი ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ სქართველოს ხელისუფლების სრული იგნორირებით. მიუხედავად ამისა, აქ - თბილისში ნამდვილი ტურისტული ბუმია და ტურისტების დიდი რაოდენობა რუსეთიდანაა. ეს ნატიფი ირონია აჯამებს ყველაფერს, რაც აქცევს თბილისს ესოდენ მომნუსხველ ქალაქად - მეტროპოლიას, სადაც, კალეიდოსკოპის მსგავსად, ყველაფერი სულ სხვა ფერებში გვეჩვენება. სახელისუფლებლო შენობებზე და შიგნით საქართველოს დროშებს გვერდს უმშვენებს ევროკავშირის დროშები, არა იმიტომ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, არამედ იმიტომ, რომ მას წევრობა სურს. გარდა ამისა, შარშან, ჩემი სტუმრობის დროს ლამპიონი მორთული იყო ნატოს დროშებით - და ისევ, არა იმიტომ, რომ საქართველო ნატოს წევრია, არამედ იმიტომ, მას ალიანსში შესვლა სურს. საქართველო არის ევროპის „სადაო ტერიტორია“, მოქცეული აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ქვეყნის მზერა ყოველთვის იყო და არის მიმართული ევროპისკენ, მაგრამ რუსეთი მარწუხებს არ ადუნებს. თავდაპირველად რუსეთის მეფემ განახორციელა საქართველოს კოლონიზაცია. შემდეგ იყო დამოუკიდებლობის პერიოდი 1917-1921 წლებში, რომელსაც ისევ მოჰყვა კოლონიზაცია, ამჯერად საბჭოეთის მიერ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველებმა აღიდგინეს დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთს მათი გაშვება არაფრის დიდებით არ სურდა. საქართველო ცდილობს ნატოში გაწევრიანებას, რათა უსაფრთხო დისტანციაზე ჰყავდეს „რუსი დათვი“, მაგრამ სამხრეთის საზღვარზე ნატოს წევრის ყოლას ვლადიმერ პუტინს ყველაფერი ურჩევნია. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული მოძრაობები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პუტინს აძლევენ შესაძლებლობას, ჰყავდეს საქართველო ახლოს. ნატო ვერ მიიღებს საქართველოს, სანამ რუსული ჯარები რჩებიან საქართველოს მიწაზე. შესაბამისად, ამ ჯარების გაყვანა უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი. ერთხელ მომიწია ნატოს წვრთნებზე დასწრება, რომლებიც (პირველად ისტორიაში) საქართველოს წინამძღოლობით იმართებოდა. ამ წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის ბრიტანეთის, წარმომადგენლებთან ერთად. მე შევხვდი საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასვე გავხდი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის მოწმე ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიების ქართველ ვეტერანებთან - ეს იყო ინვალიდების სევდისმომგვრელი შეკრება. შეხვედრებს შორის დავეხეტებოდი თბილისის ქუჩებში და ვტკბებოდი დასავლურისა და აღმოსავლურის კოლორიტული ნაზავით. ფართო ბულვარებზე სეირნობისას შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პარიზში ხართ. მეორე მხრივ, ჩაუყვებით თუ არა მიხვეულ-მოხვეულ შუკებს, უმალ აღმოსავლეთში აღმოჩნდებით. კიდევ უფრო დიდი განსხვავება იგრძნობა უძველესსა და თანამედროვეს შორის: კლდის სიღრმეში ნაკვეთი სამიკიტნოები და ამერიკული სწრაფი კვების ობიექტები ხშირად გვერდიგვერდ არის განლაგებული. თუმცა ყველაზე დიდი კულტურული დაპირისპირება თაობების თვალსაზრისით არის თვალშისაცემი - ერთი მხრივ, ინგლისურად მოსაუბრე ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც თავისუფალ ქვეყანაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, გონებაგახსნილნი და ოპტიმისტურნი და, მეორე მხრივ, უფროსი თაობის რუსულად მოსაუბრე ქართველები, რომლებიც აღიზარდნენ საბჭოთა კავშირის პირობებში. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს დაბადებულთათვის ეს იყო ფანტასტიკური შესაძლებლობა - ცხოვრებამ მათ გზა გაუხსნა. მეორე მხრივ, ეს იყო კატასტროფა მათთვის, ვისაც ასაკი ახალ ცხოვრებაზე მორგებაში თუ თავიდან დაწყებაში ხელს არ უწყობდა. მართალია, პუტინის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს „კლანჭებში ყოლას“, არსით გეოპოლიტიკური შეიძლება იყოს, მაგრამ რიგით რუსებს უფრო სენტიმენტალური გრძნობები აკავშირებთ ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან. რუსეთის მეფისა და კომუნისტების მმართველობის დროს სწორედ აქ ჩამოდიოდნენ რუსები დროის სატარებლად. საქართველოში საუკეთესო ღვინოა, საუკეთესო კლიმატი, საუკეთესო პლაჟები, საუკეთესო სამზარეულო. „საბჭოთა კავშირის ქალაქებს შორის თბილისი ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან მას იმდენად არ შეხებია საბჭოთა ცხოვრების უფერულობა და მონოტონურობა, - აცხადებს არტურ კესტლერი, - ამ ქალაქს აქვს თავისი უნიკალური მომხიბვლელობა, არც ევროპული და არც აზიური, არამედ ორივეს სვებედნიერი ნაზავი“. ეს სვებედნიერი ნაზავი დღესაც შეიმჩნევა, მიუხედავად თბილისის კარზე მომდგარი რუსი ჯარისკაცებისა. საქართველოში ჩემი „ნატოელი“ გზამკვლევი გახლდათ ისლანდიელი ქალი, რომელიც აქ შარშან ჩამოვიდა სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად. ცხადია, რომ მას აქ ძალიან მოსწონს. ერთხელ მან „ძველი მეტეხის“ რესტორანში წამიყვანა, რომელიც მიხვეულ-მოხვეული მდინარის თავზე წამომდგარ კლდეზე იწონებს თავს და ზევიდან დასცქერის ხელისგულზე გაშლილ ქალაქს. ატყდა სიმღერა და ცეკვა-თამაში, რაც მოგვიანებით უეჭველად აისახებოდა ჩემს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ასევე იყო უთვალავი კერძი, რომლებსაც ცეცხლივით წითელ ღვინოს ვაყოლებდით. ისევე, როგორც [ქართული] კულტურა მთლიანობაში, ადგილობრივი სამზარეულოც წარმოადგენს რუსულისა და თურქულის კომბინაციას. ხემსი იმხელა ჯამით მოგვართვეს, რომ მთავარი კერძი მეგონა. და როცა მთავარი კერძი შემოაბრძანეს, მე უკვე საკმაოდ დანაყრებული გახლდით. ფიცროი მაკლინი (როგორც ამბობენ, ჯეიმს ბონდის პერსონაჟის პროტოტიპი) ბევრჯერ ყოფილა თბილისში. „ქალაქმა უმალ მომნუსხა, - წერდა იგი, - ეს სახლები, გიჟმაჟური სტრუქტურები წინ გამოშვერილი, ფერდობის გვერდზე მერცხლის ბუდესავით დაკიდებული ვერანდებით. ქვევით მთის ნაკადი თქარუნით მიექანება. შორს ფერდობზე კი ისევ სახლები მოჩანს“. შეიძლება ვცდები (და, ალბათ, ვცდები კიდეც), მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მაკლინი სწორედ იმ რესტორანს აღწერს, მე რომ ვისადილე წუხელ. გავჩერდი „თბილისი მარიოტში“, რაც ჩემში თავიდან დიდ აღფრთოვანებას არ იწვევდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს იყო საუკეთესო „მარიოტი“, სადაც ოდესმე გამიტარებია ღამე - თითქოს „ოქროს ხანიდან“ გადმოტანილი, სასახლესავით დიდებული მარგალიტი თბილისის ყველაზე ფეშენებელურ ქუჩაზე - რუსთაველის გამზირზე, აშენებული რუსეთში მონარქიის დაისის პერიოდში. ასეთი ქარიშხლიანი ისტორიის მქონე ქალაქში ყველა შენობა თავის ისტორიას გვიყვება. გზის გაყოლებაზე მდებარე „ბილტმორი“ კიდევ უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე „მარიოტი“. ნეოკლასიკურ სტილში გადაწყვეტილი თაღიანი პორტიკის თავზე შეამჩნევთ საბჭოთა პერიოდის ფრიზებს ბედნიერ მშრომელთა გამოსახულებებით, რომლებიც პარტიის კეთილდღეობისთვის იღვწიან. მეორე დილით ვეწვიე ეროვნულ მუზეუმს, რათა თვალი გადამევლო საქართველოს რთული ისტორიისთვის. სწორედ აქ ჩამოსულან იასონი და არგონავტები ოქროს საწმისის საპოვნელად. ყოველთვის მეგონა, რომ ოქროს საწმისი ოდენ მითი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართველები მას იყენებდნენ ოქროს მოსაპოვებლად. „კავკასიონის მთებიდან მოედინება ბევრი მდინარე. ამ მდინარეების წყალი კი შეიცავს უხილავ ოქროს მტვერს, - წერდა აპიანე ალექსანდრიელი ჩვ. წ. მე-2 საუკუნეში, - ადგილობრივები ამ მდინარეებში ავლებენ საწმისს და ასე აგროვებენ მოტივტივე ნაწილაკებს“. საქართველოს თანამედროვე ისტორია შემაძრწუნებელი მოვლენებით არის აღსავსე: პირველ რიგში, აღსანიშნავია ქართველი დისიდენტების ამოჟლეტა სტალინის მიერ, რომელიც, - ო, ირონია! - თავად ქართველი იყო. 1920-იან და 1940-იან წლებს შორის დახვრიტეს 70 000 ქართველი და გადაასახლეს 200 000. „ქართველი მხატვრები და წითელი ტერორი“ - ამ გამოფენაში ერთმანეთის გვერდით განთავსებულია დისიდენტი მხატვრების ნაშრომები და მათ წინააღმდეგ რეპრესიების ამსახველი დეტალები. შრომით ბანაკებში (საიდანაც ადამიანები აღარ ბრუნდებოდნენ) გადაყვანილი „მოღალატეების“ შვილები კი სახელმწიფოს მეურვეობაში გადადიოდნენ. „მათი იზოლირება გარდაუვალი იყო, - აცხადებდა სტალინისტი დიპლომატი ვიაჩესლავ მოლოტოვი, - ისინი ხომ ჯოჯოხეთს დაატრიალებდნენ საჩივრების წერით“. არის თუ არა საბჭოთა რეპრესიები მხოლოდ ისტორიის წიგნების მასალა? არ მგონია. „კგბ ისევ გითვალთვალებს“, - გვამცნობს წარწერა კედელზე. მლოცველებით და ხატებით დახუნძლულ მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც შევედი და სანთელიც დავანთე - კონკრეტულად არავისთვის. როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა მსოფლიოში, საქართველო ცნობილია თავისი ეკლესიებით. თბილისის ცენტრშიც კი, სადაც ამერიკული კულტურის შემოჭრა აშკარად იგრძნობა, ეს დახვეწილი მარადიული მონუმენტები დღესაც ინარჩუნებენ მისტიკურ ელფერს. გახდება თუ არა საქართველო დასავლური სახელმწიფო, როგორც ეს მას ყოველთვის ეწადა, თუ მას პუტინი შთანთქამს? შეინარჩუნებს თუ არა თბილისი იმ სამხრეთულ მომხიბვლელობას, იმ სიმსუბუქეს, ოდესღაც ფიცროი მაკლინი - შოტლანდიელი საიდუმლო აგენტი რომ მონუსხა? სტუმრობის დროს გაკეთებული ჩანაწერების გადაკითხვისას შევნიშნე ციტატა, რომელიც, ჩემი აზრით, აჯამებს საქართველოს პოზიციას: „ რა შეგვიძლია შევთავაზოთ ევროპულ სახელმწიფოებს? ჩვენი 2 000-წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული სისტემა და მდიდარი ბუნება. რუსეთმა შემოგვთავაზა სამხედრო მოკავშირეობა, რომელზეც ჩვენ უარი განვუცხადეთ. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. ისინი აღმოსავლეთისკენ მიიწევენ, ჩვენ კი მზერა დასავლეთისკენ გვაქვს“. თავიდან მეგონა, რომ ეს სიტყვები ჩემთან საუბარში ერთ-ერთმა ქართველმა მინისტრმა წარმოთქვა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ ეს სიტყვები მუზეუმში მქონდა წაკითხული. ეს არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის, ნოე ჟორდანიას ციტატა. ეს სიტყვები მან 1921 წელს წარმოთქვა - სულ რამდენიმე კვირის შემდეგ წითელი არმია თბილისში შევიდა.
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi, Georgia · 3 days ago
მირიან ნიკოლაძის თქმით ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს
გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას გააცნო ოჯახის პოზიცია ახლად გამოქვეყნებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესახებ. „ამ ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომში გადააგდეს მდინარე არაგვში“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე. ადვოკატის თქმით, ყველა, დაახლოებით 12 დაზიანება გიორგის მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც, მისი თქმით, უტყუარად ადასტურებს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება. „წარმოუდგენელია, გამორიცხულია ის, რომ ეს დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, თუნდაც იმ ფერდობზე ჩაგორებით, სირბილის, წაქცევის დროს. დაზიანებები არის მიყენებული დაწყებული სახის არიდან დამთავრებული ტანის არეში. ხელების მიდამოებში და ყველგან“, - განმარტა ნიკოლაძემ. გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე გიორგი შაქარაშვილის ოჯახის კატეგორიული პოზიციაა, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო. „კვალიფიკაცია, რომელიც პროკურატურამ შემოგვთავაზა, ბუნებრივია, კარგია, ეს არის სისხლის სამართლის სწორი კვალიფიკაცია, თუმცა ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას ამ მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით“, - დაამატა ადვოკატმა. შაქარაშვილის ბიძამ დააზუსტა: „მე არ მითქვამს, რომ მოკლეს და გადააგდეს, არამედ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში. ამ დასკვნით ბავშვის დახრჩობის უშუალო მიზეზი არის ასფიქსია, რომელიც განვითარდა წყალში. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი არის წყალში დახრჩობა, მაგრამ ვინაიდან დაზიანებები არის სიცოცხლის დროინდელი, ეს იმავდროულად ნიშნავს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, რის შემდგომაც გადააგდეს მდინარეში და დადგა ლეტალური შედეგი". 10 ივლისს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნის გამოქვეყნებისთანავე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმადვე, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.#ახალი_ამბები#twitter
Gvantsa Gadelia
Tbilisi, Georgia · 2 days ago
ბეტონის ჯუნგლები ( ეკოლოგია)
ბეტონის ჯუნგლები. 4,5 მილიარდი წლის წინ დედამიწაზე აპოკალიფტური სიტუაცია იყო. 100 მილიარდი წლის შემდეგ, ის გამწვანდა, თუმცა მეტეორიტების წვიმამ, ლავამ და გამყინვარებებმა სიცოცხლე მასობრივად გადააშენა. თუ მსოფლიოს პანდემიის გამოჩენით გამოწვეულ დიდ მინუსს გვერდზე გადავდებთ, ვდგავართ საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე, რომლის მიზეზი არ სახელდება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. გარემოს დაბინძურება ტექნოლოგიური პროგრესის შედეგია და საფრთხეს უქმის მთლიანად დედამიწის სიჯანსაღეს, ანგრევს მის ეკოსისტემას და ხელს უწყობს კლიმატურ ცვლილებებს. პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრებათ 200 000 წლის წინ გაჩენილ არსებებს - ადამიანებს. ჩვენივე ხელით ვამცირებთ სიცოცხლის ხანგრძლივობას, რადგან მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება წელიწადში სამი მილიონი ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი მიზეზია. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ მიიჩნევა: უმთავრესად ტოქსიკური ნივთიერებები და ტრანსპორტის გამონაბოლქვი. ჩვენი უძველესი და ულამაზესი დედაქალაქი გადაიქცა „ბეტონის ჯუნგლებად.“ როგორ არ გავიგუდოთ „ბეტონის ჯუნგლებში“?! გააქტიურებული მანქანების სიმრავლიდან გამომდინარე, ჟანგბადი საგრძნობლად შემცირდა. იმისთვის რომ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიო, ჩვეულებრივ ცხოვრებაში თუ დაგვჭირდებოდა 10-15 წუთი, ჩვენ ვხარჯავთ 2 საათს, რაც გვართმევს ბოლო ძალებს. ჯერ კიდევ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. არადა სინამდვილეში, სიტუაციას „ბეტონის ჯუნგლები“ აკონტროლებს. უსულო არსება, რომელიც აიძულებს ადამიანებს თავისი წესების შესრულებას. თბილისი პატარა, თუმცა დიდი ენერგიის მატარებელი ქალაქია. ერთი შეხედვით, ისეთი თბილია, აქ ჩამოსული სტუმარი, გულგრილი ვერასდროს რჩება. იგრძნობა სასწაული ისტორია, ამას ემატება დედაქალაქის ირგვლივ შემორჩენილი გამწვანებული გარემო, შეიგრძნობ აურას, აღიქვამ ფერებს. თუმცა ტურისტის სტატუსიდან გამოსვლას ვერ ასწრებ და ეგრვე გრძნობ სიმკაცრეს. ხეების ადგილას მყარ ცათამბრჯენებსა და ჩამწკრივებულ მაღალსართულიან სახლებს, პოლიეთილენისა და ქაღალდის პარკების სიმრავლეს, დაუმთავრებელ მანქანების რიგსა და პლასტმასის ბოთლებით აკრაჭუნებულ ასფალტს. იგრძნობა უდიდესი ქედმაღლობა და უფრო მეტი ადამიანური ამბიციები. იმისთვის რომ სიცოცხლე გაიხანგრძივო, საჭიროა დაუპირისპირდე არა მხოლოდ შენს სისუსტეებს, არამედ გამუდმებით ებრძოლო“ ბეტონის ჯუნგლებს“. ეს პატარა ქალაქი უმოწყალოა. დასავლური ტექნოლოგიების კონცეფცია ასწავლის როგორ გახდე ყველაზე ძლიერი მონადირე, როგორ დაიპყრო სიმაღლეები. ის ხომ აბიციურია და არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება. ცუდი ეკოლოგიის პირობებში, კონკურენტების ფონზე, თბილისის მოსახლეობა მაინც მიიწევს წინ მიზნისკენ. ისინი საცხოვრებლად ეკოლოგიურად სუფთა უბნებს არჩევენ. ერთიანი ძალისხმევა სასურველ ეფექტს მოიტანს. დედამიწაზე სტუმრად მოსულებმა უნდა ავიმაღლოთ შეგნება და არ დავაბინძუროთ გარემო სხვადასხვა სახის ნაგვით, რომელსაც ბუნება დიდი ხნის მაძილზე ვერ ამუშავებს. მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის შემცირება, ჩანაცვლება ჰიბრიდული და ელექტრო მანქანებით. ფაბრიკა-ქარხნების მიერ გამფილტრავი მექანიზმების დაყენება. თითოეული ახალი ტექნოლოგიები უნდა იყოს ერთიან მოთხოვნათა სისტემაში. ამ სისტემის უმთავრესი ამოცანა კი, ეკოლოგიური უსაფრთხოება გახდეს. ყველაზე მთავარი და საინტერესო გამოწვევა „ბეტონის ჯუნგლებისგან“ არის ერთობა, იმის მოხერხება, თუ როგორ დააბალანსო ერთად სიმწვანე და განვითარება. გახდე ეკო-მეგობრული. მასზე გამარჯვება გაძლევს თავისუფლებას. შენ მოახერხებ ქალაქზე მაღლა აფრენას, ჩაისუნთქავ ჟანგბადს, რაც აქ გაკლია, დაინახავ ნამდვილ მზეს და რაც მთავარია ძალებსაც დაზოგავ. ვისწავლოთ ერთად გარემოზე ზრუნვა, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. #feedc #feedcgrant #ჯანსაღიცხოვრება #მეცნიერება #ტექნოლოგიები #ახალიამბები
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
27 და 28 აპრილს, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაბრუნდნენ თავიანთი რეგისტრაციის ადგილებში
27 და 28 აპრილს, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაბრუნდნენ თავიანთი რეგისტრაციის ადგილებში. გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებულია საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და დიდი ქალაქებისთვის, რუსთავი, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. „ეს შეზღუდვები შენარჩუნდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე იყო გასული საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში ან თავისი სამუშაო ადგილიდან. ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს, ორი დღით. ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე. ორი დღის შემდეგ შეზღუდვები აღსდგება, ამას ვაკეთებთ, რათა მოქალაქეებს მოვუხსნათ დისკომფორტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. #კორონავირუსი #რეგისტრაციისადგილი #შეზღუდვები #tbilisidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
"ჯორჯიან ეარვეისმა" ათენიდან 125 პირი ჩამოიყვანა საქართველოში (ფოტო)
"ჯორჯიან ეარვეისმა" ათენიდან კიდევ 125 ქართველი ჩამოიყვანა სამშობლოში, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები და მძიმე პაციენტები იყვნენ. აღნიშნულ რეისზე დაბრძანებული იყო ასევე საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მე-2-ის მიერ ნაჩუქარი ხატი, რომელიც ამიერიდან ავიაკომპანიის ყველა იმ რეისზე იქნება, რომელიც უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციას ითვალისწინებს. "ეს ადამიანები საქართველოში დაბრუნებას COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის შეწყვეტილი ავიარეისების გამო ვერ ახერხებდნენ. მათი ტრანსპორტირება საქართველოში Georgian Airways-ის კუთვნილი Boeing 737-800-ით მოხდა. აღნიშნულ რეისზე დაბრძანებული იყო ასევე საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ხატი, რომელიც ამიერიდან ავიაკომპანიის ყველა იმ რეისზე იქნება, რომელიც უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციას ითვალისწინებს. რეისის შესრულებისას Georgian Airways-ის ეკიპაჟის წევრები მაქსიმალურად შეეცადნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით ეხელმძღვანელათ. ფრენისას ყველა მგზავრი და თავად ეკიპაჟის წევრები აღჭურვილნი იყვნენ ნიღბებით. როგორც არსებული გამოცდილებიდან ირკვევა, სპეცრეისებზე არის შემთხვევები, როდესაც მგზავრი აეროპორტში არ ცხადდება, ასეთ შემთხვევაში კი საელჩოს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და მგზავრების ჩანაცვლება უწევს. “წინა რეისებზე იყო შემთხვევები, როდესაც მგზავრების რაღაც გარკვეული რაოდენობა, ეს არ იყო ბევრი, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ცხადდებოდნენ დაგეგმილ ფრენაზე. ამიტომ, ყველა ასეთ შემთხვევაში, მოგეხსენებათ ჩვენს საკონსულო სამსახურებს აქვთ მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს მოქალაქეებთან, პრაქტიკულად ყველა, ვინც იმყოფება კონკრეტულ საკონსულო ოლქში მით უმეტეს ამ მდგომარეობის გათვალისწინებით აღნიშნული არიან და ჩვენი საელჩოები და საკონსულოები ახდენდნენ გაფრთხილებას, გადამოწმებას, შეხსენებას. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გადაიფიქრებდა რეისზე გამოცხადებას, უნდა მომხდარიყო ალტერნატიული სარეზერვო კონტინგენტით ჩანაცვლება, რომ თვითმფრინავის ადგილები არ გაცდენილიყო. ეს რეისზეც იყო ასეთი შემთხვევა, რომ არ გამოცხადდა ადამიანები გარკვეული რაოდენობას. საკონსულოს ჩართულობით, მყისიერი რეაგირებით მოხდა სხვა მოქალაქეების ინფორმირება, რომლებიც შემდეგ უკვე მოხვდნენ რეისზე. ათი ადამიანი არ გამოცხადდა და შვიდი ადამიანით ჩანაცვლდა. ამ რეისზე იყო ძალიან ბევრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი, სამწუხაროდ, გვყავდა ონკოლოგიური პაციენტებიც. იყო რვა მცირეწლოვანიც. შესაბამისად, ძირითადად ამ კატეგორიის ადამიანებს გაუწიეს დახმარება“, – აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კოსტანტინიდიმ გააკეთა. მგზავრებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში გაიარეს სქრინინგი და ამის შემდეგ განთავსდნენ საკარანტინო ზონებში, სადაც 14 დღეს დაჰყოფენ. შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი ახალი რეისები შემდეგი მიმართულებით: 10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი 16 აპრილი – პარიზი-თბილისი 18 აპრილი – თელავივი-თბილისი 21 აპრილი – რომი-თბილისი 24 აპრილი – ბარსელონა-თბილისი 27 აპრილი – ვარშავა-თბილისი აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია Georgian Airways-ი. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს. მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ისტორიული მატიანე
Tbilisi, Georgia · 1 week ago
1918 წლის სომხეთ - საქართველოს ომი, რომელზეც ისტორიის წიგნებში არაფერი წერია!
ჩვენი ქვეყნის ისტორიას მრავალი პარადოქსი ახსოვს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარადოქსი მაინც 1918 წლის დეკემბერში დაწყებული ომია საქართველოსა და სომხეთს შორის. მაშინდელი დაპირისპირების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ სომხეთის იმჟამინდელ მესვეურებს ჩვენს მიწა-წყალზე ეჭირათ თვალი. ჯერ კიდევ 1830 წელს სომხებმა 2 მილიარდი რუპია შეაგროვეს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველისთვის გადასაცემად, სანაცვლოდ კი მოითხოვეს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში შექმნილიყო სომხური გუბერნია, რომლის ცენტრიც იქნებოდა თბილისი(?!). არადა, რუსებმა სპარსელებს ერევანი 1828 წელს წაართვეს, მიუხედავად ამისა, სომხებს მაინც თბილისის დასაკუთრება ჰქონდათ გულში ამოჭრილი. სხვათა შორის, ნიკოლოზ პირველმა კატეგორიული უარი განაცხადა ასტრონომიულ თანხაზე და სომხებს ერევნისკენ მიუთითა – იქ არის თქვენი მიწა-წყალი და ის იმყოფინეთო. მეოცე საუკუნის დასაწყისში სომეხმა დაშნაკებმა გამოსცეს რუკები, სადაც „დიდი სომხეთის“ შემადგენლობაში მოაქციეს აღმოსავლეთ საქართველო, ნახევარი აზერბაიჯანი, ჩრდილოეთ ირანი და ოსმალეთის იმპერიის უდიდესი ნაწილი. ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე ვიქტორ ნოზაძე წერდა: „სომხებმა გაამზადეს სომხეთის რუკა პარიზის საზავო კონფერენციისათვის წარსადგენად და ამ რუკაზე, როგორც სომხეთში შემავალი ტერიტორიები, აღნიშნული იყო თბილისი, ბორჩალოს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, მცხეთა, გორი, ბათუმი და ბათუმის ოლქი“. ჩვენი მეზობლები ამას არ დასჯერდნენ და სიტყვა საქმედ რომ ექციათ, ხელები დაიკაპიწეს. ამ დროს ქართული ჯარი რამდენიმე ფრონტზე იბრძოდა. სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობდა აფხაზეთსა და შიდა ქართლში აჯანყებული აფხაზი და ოსი ბოლშევიკების წინააღმდეგ. თურქთა აგენტურამ შექმნა ე.წ. „ყარსის სეპარატისტული მთავრობა“ და იქაც საომარ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. ამ დროს სომხებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ დასუსტებულ საქართველოს ადვილად დაიპყრობდნენ და შავ ზღვაზე გასასვლელს მოიპოვებდნენ. არადა, ჩვენზე უკეთეს დღეში არც თავად სომხები იყვნენ: პირველ მსოფლიო ომში სომხებმა სცადეს ესარგებლათ ხელსაყრელი ვითარებით და ოსმალეთისთვის წაერთმიათ აღმოსავლეთი ანატოლია, მაგრამ მათი მცდელობა კრახით დასრულდა. აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს. უამრავი სომეხი დაიღუპა ამ ბრძოლაში, ასობით ათასი კი სხვაგან გადაასახლეს. და ასეთ უმძიმეს დროს საქართველოს თავშესაფრის მძებნელი 120 ათასი სომეხი და 15 ათასი ბერძენი მოადგა. მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია თავის ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნავდა: „განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ერის ტრაგედიას, რომლის ერთი ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობს, ხოლო მეორე ნაწილი – მის გარეთ... ეს არის სომხობა. ძველ ანდერძს დღევანდელი ქართველობაც გაიხსენებს და სომხის ერი იმავე მფარველობას ჰპოვებს ჩვენში, რომელსაც ჰპოვებდა იგი ქართველ მეფეთაგან“. ძალიან მალე მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებას რეალური სახე მიეცა — ლტოლვილ სომეხთა დასახმარებლად ოპერატიულად შეიქმნა საგანგებო კომიტეტი, ხელისუფლებამ გამოყო ფულადი სახსრები 100 ათასი მანეთის ოდენობით, რაც იმ დროისათვის საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა. უმოკლეს დროში მოხდა ათობით ათასი ლტოლვილის დაპურება და დაბინავება. სომხებმა აზერბაიჯანისკენაც სცადეს გაჭრა და ყარაბაღის დაკავება, მაგრამ ხელი მოეცარათ. და, ოსმალებთან და აზერბაიჯანელებთან რომ ვერაფერს გახდნენ, 1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს გამოუცხადეს ომი. ამ ფაქტს საქართველოს მთავრობაში ხარხარით შეხვდნენ. სანამ ქართველები ვხარხარებდით, სომხეთის არმიამ თითქმის უბრძოლველად დაიკავა ლორე-ტაშირი (რომელსაც ადრე თავად სომხები „ვრაც დაშტს“, ანუ „ქართველთა მიწას“ უწოდებდნენ), ქვემო ქართლი და თბილისს მოუახლოვდა. ბოლოს, როგორც იქნა, „გატოკდა“ საქართველოს ხელისუფლება და პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ საპროტესტო ნოტა გაგზავნა სომხეთში. ქაღალდის გაგზავნას ჯარის გაგზავნა აჯობებდაო, აყვირდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, თუმცა გულუბრყვილოებს კიდევ სჯეროდათ, რომ ეს „გაუგებრობა“ დიპლომატიით მოგვარდებოდა სხვათა შორის, არც მოსახლეობაში იგრძნობოდა სერიოზული დამოკიდებულება ამ „უცნაური ომისადმი“. მაგალითად, თბილისში, დღევანდელ კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობაში თბილისელ სომხებს გახსნილი ჰქონდათ შტაბი, სადაც მოხალისედ ეწერებოდნენ სომხურ არმიაში(!). მთელმა ქალაქმა იცოდა ეს ამბავი, მაგრამ ხელის შემშლელი არავინ იყო. 1918 წლის 21 დეკემბერს, მაშინ, როდესაც თიანეთში ადგილობრივი მოსახლეობის სამხედრო მობილიზაცია მიმდინარეობდა, დაბის ცენტრში თავშეყრილ ხალხთან მივიდა სომეხი მღვდელი ტერ-ოვანეს გირგიდიანცი და ქართველებს მოუწოდა, არ მიეღოთ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში. საუბედუროდ, ბევრმა დაუჯერა კიდეც ტერტერას და თანამოძმეთა დახმარება გადაიფიქრა. იმ პერიოდში დუშეთში მოხდა აჯანყება, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ლტოლვილი სომხები. ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის ზურგში მახვილის ჩაცემა, მაგრამ ახლად შექმნილი რესპუბლიკის მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დუშეთის აჯანყება უმოკლეს დროში ჩააქრეს. როდესაც მავანთა სიავეს ვიხსენებთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ დიდი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ერთგული შვილის ოვანეს თუმანიანის მართლაც ღირსეული საქციელი. ქართველთა და სომეხთა შორის მიმდინარე ომის დროს ოვანეს თუმანიანის შვილებიდან რამდენიმე ერევანში ჩარჩა. მწერალმა შვილებს შეუთვალა: „თუ ქართველების წინააღმდეგ იბრძოლებთ, შეგაჩვენებთ და თქვენზე უარს ვიტყვი!“ რაც შეეხება „უცნაურ ომს“, საქართველოს მთავრობამ მობილიზაცია მხოლოდ 18 დეკემბერს გამოაცხადა და ამის მერეღა დაიწყეს შეკრება მაშველმა ჯარებმა. 23 დეკემბერს ფრონტზე განლაგდა სამტრედიის რაზმი გენერალ ჩხეტიანის მეთაურობით. მთავარსარდალმა გიორგი მაზნიაშვილმა ამ რაზმს უბრძანა, იერიში მიეტანა ქალაქ შულავერზე. 24 დეკემბრის ღამით გვარდიელებმა, თანახმად ბრძანებისა, ერთ-ერთ მაღლობს შეუტიეს, ხელჩართული ბრძოლით გარეკეს მტერი შულავერიდან და ხელთ იგდეს ორი ტყვიამფრქვევი. მაგრამ საღამოს გვარდიელებმა დაკავებული პოზიციები მიატოვეს და სოფელში დაბრუნდნენ. ამ საქციელს გვარდიელები მოგვიანებით იმით ხსნიდნენ, რომ ციოდა და იფიქრეს, ჩავალთ სოფელში, ჩაის დავლევთ, ღამეს გავათენებთ და მაღლობს გათენებისას კვლავ დავიკავებთო. 25 დეკემბერს გვარდიელებმა, ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ, ისევ დაიკავეს მაღლობები, მაგრამ საღამოს კვლავ მიატოვეს დაკავებული პოზიციები და სოფელში დაბრუნდნენ. მესამე დღეს ჩვენმა სახელოვანმა მეომრებმა არა მარტო მიტოვებული პოზიციები დაიბრუნეს, წინაც წაიწიეს. ასე გამეორდა რამდენჯერმე და, როგორც იქნა, „ცეცხლთან მიმჯდარი ბრძოლის ტაქტიკით“ ქართველები სომხეთის კუთვნილ ტერიტორიაზე გადავიდნენ — 1919 წლის იანვრის დასაწყისში ლამის სევანის ტბას მიაღწიეს. თუმცა, მიუხედავად ასეთი დიდი წარმატებებისა, ჟორდანიას მთავრობამ უკან გაიწვია ლაშქარი. საერთაშორისო ჩარევის (ინგლისი, აშშ, საფრანგეთი) შემდეგ კი დამარცხებულმა სომხეთმა მიიღო სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი ლორე-ტაშირის ოლქი, რაც საბოლოოდ კავბიუროს (ამიერკავკასიის მაშინდელი ბოლშევიკური ხელისუფლება) 1921 წლის 7 ივლისის დადგენილებით სომხეთს დაუკანონდა...l დიტო შავდათუაშვილი!
თაკო ბეროძე
Tbilisi, Georgia · 4 days ago
მიხეილ ცაგარელმა უცხოპლანეტელთა მიზანმიმართულ კამპანიას ფარდა ახადა
ჯერ კიდევ მაშინ, როცა მსოფლიო კოვიდ-19-ის დამარცხებასა და ვაქცინის შექმნას ცდილობდა, უცხოპლანეტელებმა ადამიანთა მოდგმის დამორჩილებისთვის კამპანია დაიწყო. 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთში ოფიციალურად დადასტურდა კორონა ვირუსი, რომელმაც მსოფლიო ასპარეზზე იდეალურად მოიკიდა ფეხი. უამრავი კითხვა გაჩნდა, თუ რამ გამოიწვია უცნობი ვირუსის გავრცელება და 200-ზე მეტი ქვეყნის დაინფიცირება. კორონა ვირუსის დამარცხებამდე სოციუმში მუსირებდა აზრი, რომ სი ძინპინი ადამიანთა მოდგმის გაკონტროლებასა და მათზე ძალაუფლების მოპოვებას უხანის ლაბორატორიაში ხელოვნურად გამოყვანილი კოვიდ-19-ის საშუალებით ახერხებდა, თუმცა კორონა ვირუსის დამარცხებიდან ერთი დღე გავიდა და ეს საკმარისი აღმოჩნდა სიმართლის გასამჟღავნებლად. როგორც მიხეილ ცაგარელი აცხადებს, მან უცხოპლანეტელები ჯერ კიდევ მაია ჯაბუას კონცერტზე ნახა 90-იან წლებში. გამორიცხული არ არის, რომ კოვიდ-19-ის შექმნაში მათი ხელი ერიოს. ერთ-ერთი უცხო პლანეტელი ასტროლოგთან ამბობს: ,,ამოვწურეთ მთლიანი ტერიტორიული რესურსი ჩვენ სამყაროში, დედამიწა ძალიან საინტერესო და კომფორტული ზონაა, თუმცა აქედან წასვლას ვაპირებთ, რათა ცოცხლები გადავრჩეთ“ . როგორც ჩანს, ნიკა გვარამიას მიერ ,,წმინდა ძროხებად“ წოდებულმა გამყრელიძემ, იმნაძემ და ცერცვაძემ შეძლო ადამიანთა მოდგმის გადარჩენა და დედამიწაზე მეოცე საუკუნის ბოლოს გადმოსახლებული უცხოპლანეტელები უკან მოუხედავად გააქცია. ჩვენ კი გამოკარანტინებულები გამოვდივართ გამოქვაბულიდან მზის გულზე. თვეების განმავლობაში ადამიანური საწყისების შენარჩუნებას შეძლებისდაგვარად ვახერხებდით. საგულდაგულოდ ვიკეთებდით მაკიაჟს, ვიცმევდით გამოსასვლელ კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ხელში ვიჭერდით ნაგვის პარკს და რამდენიმე წუთიანი გასეირნება ნაგვის ურნამდე მთელი დღის რუტინას სასიამოვნოდ ცვლიდა. რომ არა სოციალური ქსელი, ჩვენი საკარანტინე მერომელიღაცე დღის გაზიარება ,,ქრუდსების პრეისტორიული ოჯახის“ მსგავსად, ქვაზე პორტრეტების ხატვით შემოიფარგლებოდა, თითქოს ეს რამდენიმე თვე ზეზვასა და მზიას გარეგნობით ყოფნა არ გვაკლდა. როგორც ჩანს, ფემინისტ ქალბატონებს ამ საკითხში იდეალურად გაუმართლათ, თუმცა არც კოვიდ-19-ის გავრცელებამდე წარმოადგენდა დაბრკოლებას ემილი რატაჯკოვსკისთვის თმიანი სხეულით ეპოზიორა კამერის წინ. როგორც თავად დასძენს, თმის გაზრდა თავს სექსუალურად აგრძნობინებს. მაშასადამე, ეს რამდენიმე თვე ემილისთვის სექსუალურად გაბრწყინებისა და თვითშეფასების ამაღლების საუკეთესო პერიოდი ყოფილა, რასაც იმავეს ვერ ვიტყვით მიხეილ ცაგარელზე, რომელიც რამდენიმე თვიან ზამთრის ძილს კოსმიურ გამოცდას უწოდებს. -კოსმიური კანონი დაირღვა-აცხადებს მიხეილ ცაგარელი-შავი მთვარე აგრესიულ პლანეტაში გადავიდა საინტერესოა, ასტროლოგის რომელი მოსაზრება წარმოადგენს რეალობას, კოსმოსის დარღვეული კანონები თუ უცხოპლანეტელების მიზანმიმართული კამპანია. მაგრამ ერთი რამ ცხადზე ცხადია: მიხეილ ცაგარელმა ორივე ვარიანტში ფარდა ახადა. სტატია ყვითელი პრესისთვის მოამზადა თაკო ბეროძემ#ასტროლოგია #საინტერესო #საინტერესოამბები #საინტერესოფაქტები #მეცნიერება #კორონავირუსი #კორონა #კორონაწადი #კორონავირუსი #უცხოპლანეტელები #თბილისიდეილი #თბილისი #ყვითელიპრესა#ასტროლოგია #მეცნიერება #მოდა #ახალიამბები
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ებრაილი ვაჭარი ევას ისტორია
იეთიმ გურჯის ქუჩა ბევრ საინტერესო ისტორიას ინახავს, ახლა კი ერთ-ერთ მათგანზე გიამბობთ. სწორედ ამ ქუჩის "პავაროტში" ცხოვრობდა ებრაელი ევა, რომელთანაც ლამის მთელი თბილისი დადიოდა სავაჭროდ. ეზოში ძველი, ლურჯაივნებიანი სახლი დგას, რომლის ფასადის ერთი ნახევარი ახლად შეღებილია, ხოლო მეორე ნახევარს უკვე დიდი ხანია, რაც ძველებური იერი დაუკარგავს. სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა ჩვენი ისტორიის მთავარი გმირი – ებრაელი ვაჭარი ევა. მას საკუთარი საქმიანობითა და ხასიათით, ძველ თბილისში საკმაოდ ბევრი ადამიანი იცნობდა. ევასგან ტანსაცმელს ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობდა. მსუქანი, კეთილი და თბილი ქალი ყოფილა. არავის მოატყუებდა, ყველას ენდობოდა და ტანსაცმელს ,,ნისიადაც” ატანდა. თურმე მათ ეუბნეოდა ,,ფული როცა გექნებათ მაშინ მომიტანნეთო“. დღეს ევას შთამომავლები ისრაელში ცხოვრობენ. ევასთან სავაჭროდ, საღამოობით დადიოდნენ. როცა მაცხოვრებლები ერთმანეთს გასძახებდნენ, სად მიდიხართო, “ევასთან, პავაროტშიო” - პასუხობდნენ. ასე გაჩნდა ფრაზა, რომელმაც შემდეგ არა მხოლოდ ქალაქი, არამედ მთელი ქვეყანა მოიცვა. რა თქმა უნდა ფრაზამ შინაარსი შეიცვალა და მასობრივი გახდა. ევას პავაროტი”, რომელსაც გაურკვეველი ადგილმდებარეობის კონტექსტში მოვიაზრებდით, სინამდვილეში, კონკრეტული ადგილია, რომელიც ერთ დროს თურმე ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელი ადგილი იყო. #ევასპავაროტი #ისტორია #ძველითბილისი #ისტორია #tbilisidaily
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi, Georgia · 1 week ago
ნათია თურნავას თქმით, 7 ივლისს პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პოსტ ტვ-“ს ეთერში ილაპარაკა კომპანია „აირზენასთან" ურთიერთობის შესახებ. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ავიაკომპანიასთან შეუთანხმებლობის მიუხედავად, თბილისი-პარიზის რეისი გეგმის მიხედვით შესრულდება. „იმის გამო, რომ პარიზი-თბილისის ავიარეისი დაიგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე, „აირზენამ“ მიიღო საყვედური ჩვენგან, მაგრამ რადგან ბილეთები უკვე გაყიდულია და ვითვალისწინებთ ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემებს, რომლებმაც შეიძინეს ეს ბილეთები და დროულად სურთ ჩამოსვლა, ჩვენ მოვახერხებთ და ეს რეისი, როგორც დაგეგმილი იყო, 7 ივლისს შესრულდება“, - ამბობს თურნავა. მინისტრმა შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, „აირზენას" საქმიანობით მთავრობა, რატომ არის უკმაყოფილო. „კარგად გვესმის „აირზენასიც,“ რომელსაც 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ფრენები არათუ გაუნახევრდა, 20 პროცენტიც არ დარჩა იქიდან, რაც აქამდე ჰქონდა. მას ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ეს ყველაფერი კარგად გვესმის, რადგან კომპანიას ჯერ კიდევ მაშინ მიადგა დარტყმა, როცა შარშან, 20 ივნისის მერე, რუსეთმა შეწყვიტა პირდაპირი ფრენები, სადაც ძირითადი სიხშირეები „აირზენასი“ იყო. შესაბამისად, მეორე წელია, ავიაკომპანიას სერიოზული დარტყმა ადგება პერმანენტულად, ამ დროს კი ჩვენ მას ვაკისრებთ დამატებით პასუხისმგებლობას, რომ იფრინოს ფიქსირებული ფასით, ჩვენი თანადაფინასებით, რაც ასეთ დროს, მიზერულია ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მთავარია, რომ არსებული გამოწვევების დროს რეისები იყოს შეთანხმებული, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მგზავრთა უსაფრთხოება და ინტერესები“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, როდესაც მთავრობამ დაიწყო საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროგრამა, „აირზენამ“ რეისები შეასრულა მთავრობასთან შეთანხმებით, სადაც 200 ევროს არ აღემატებოდა ბილეთის ფასი და ის იყო სუბსიდირებული. „მერე დავუშვით კომერციული ჩარტერები იმისთვის, რომ არ შეწყვეტილიყო მიმოსვლა - გადავდეთ რეგულარული ფრენები, მაგრამ კომერციული ჩარტერების უფლება მივეცით კომპანიებს. ჩარტერი კომფორტულია იმიტომ, რომ აკონტროლებ რაოდენობას, მიმართულებას, დროს და ა.შ. მაგრამ მე ვთვლი და ბევრი თვლის ასე, რომ კომერციული ჩარტერების ბილეთებზე გაუმართლებლად გაიზარდა ფასები, რაც, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას იწვევდა, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ „აირზენამ“ ზოგიერთი რეისი დაგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე“, - თქვა ნათია თურნავამ. მინისტრმა დაამატა, რომ საუბარი უკვე ჰქონდა კომპანიის დამფუძნებელთან და იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება კომპანიის სამომავლო გეგმებში. სააგენტო „ინტრეპრესნიუსთან“ საუბარში „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ კომპანიის ყველა რეისი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანმებულია და რომ, გარკვეულ გაუგებრობას აქვს ადგილი. #ახალი_ამბები#twitter
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi, Georgia · 3 days ago
გიორგი შაქარაშვილის დედ-მამა შეხვდნენ შსს-ს და პროკურატურის ხელმძღვანელობას
გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის დედა და მამა შეხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას. ადვოკატი შეხვედრის შედეგებზე საუბრისას აღნიშნავს: „ჩამოყალიბდნენ ასეთ პოზიციაზე, რომ გამოძიების ვადაში უნდა წარედგინოთ ამ პირებს კონკრეტული მუხლები. არასრულწლოვნების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ვადა იყო 40-დღიანი, უკვე დარჩენილია, არაუმეტეს ორი კვირისა. შესაბამისად, ამ ვადაში ბრალი უნდა წარედგინოთ“. მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ დაზარალებულ მხარეს აქვს ორი შედეგი. „პირველი ის, რომ ჩადენილი ქმედებებისთვის 17 პირი დაპატიმრებულია და მეორე ის, რომ ველოდით ექპერტიზის დასკვნას, რის შემდეგაც უნდა დაგვეყენებინა საკითხი 109-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებაზე“, - თქვა მან. პროკურატურის წინაშე ოჯახის სამომავლო პოზიციაა, რომ „მოხდეს ბრალის ინდივიდუალური შერაცხვა. ყველას წაუყენონ ცალ-ცალკე ბრალდება. ასეთ შემთხვევაში დაზარალებულების მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იქნება შესრულებული. ვიდრე ჯერ სახეზე არ გვყავს ჯერჯერობით კონკრეტული ბრალდებულები, რა თქმა უნდა, ვერ ჩავთვლით, რომ ჩვენი მოთხოვნა ბოლომდე შესრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ საქმე გადაკვალიფიცირდა“. 10 ივლისს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნის გამოქვეყნებისთანავე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმადვე, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.#ახალი_ამბები#twitter