საქართველომ შესაძლოა ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლოს.
30 ივლისს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში განაცხადის წარდგენა 2025 წლის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში მასპინძლობის უფლების მისაღებად.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული საქართველოს აქვს შანსი იბრძოლოს 2025 წლის ფესტივალისთვის და ამ გზაზე პირველი ნაბიჯი იქნება შესაბამისი განაცხადის წარდგენა.