სამოთხე და სამოთხის შვილი

0
ჯგალი ლაკადის ერთ-ერთი უმშვენიერესი სოფელია, რომლის სამხრეთით , 7 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ერთ-ერთი უნიკალური კურორტი – სქური. იგი სულ რაღაც 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და მეტად მდიდარია ისტორიული ძეგლებით. სქურის ტერიტორიაზე ერთდროულად მოქმედებს რამდენიმე სამკურნალო ფაქტორი: ბუნების სილამაზე, მზის სხივების სიუხვე, ზომიერი ტემპერატურა, დაბალი ბარომეტრული წნევა და ბრწყინვალე მინერალური წყალი, რომელიც უამრავი დაავადების წამალია. განსაკუთრებულად ლამაზია სქურის ხეობა. მიმდებარე მდინარეები ნოლიმერი და წისქვილარა, რომელიც მდიდარია კალმახით. სიმწვანით გარშემოსილ და მდინარე-ნაკადულებოთ დაქსელილ სქურს ძალიან უყვარს სტუმრები. ზოგადად აქ სტუმართმოყვარე ადამიანები ვცხოვრობთ, მაგრამ თვითონ სქური იმდენად სტუმართმოყვარეა, მხოლოდ ერთხელ ვიზიტიც კი საქმარისია, მის აქტიურ მნახველად რომ გადაიქცეთ!
#spendyoursummeringeorgia
#SpendyoursummerinJgali
Jgali
P.S დღის ბოლოს ულამაზეს ვიდეოს შემოგთავაზებთ!
#ხელოვნება
#ჯანსაღიცხოვრება
#მოგზაურობა
#ახალიამბები
0