4 votes
0 comments
0 shares
Save
8 views
ელი სალაძე
Batumi · 11 months ago

ბათუმს ქათქათას🤘


ელი სალაძე
Batumi · 11 months ago
Similar Posts
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi, Georgia · 6 days ago
ბათუმს ქათქათას?
ბათუმს ქათქათას? 🌊
Ketevan Gogosashvili
Tbilisi, Georgia · 1 year ago
ბათუმს ქათქათას😍❤❤
ელი სალაძე
Batumi, Georgia · 11 months ago
ბათუმი❤️
Batumi Daily
Batumi, Georgia · 1 month ago
როგორია ბათუმი კარანტინის შემდეგ?
კარანტინიში ყველა ჩვენგანს ალბათ, ერთი და იგივე შეგრძნება გვეუფლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლის სარეცხ თოკზე ისევ შრებოდა სამოსი, აქა-იქ შეინიშნებოდა ხალხის გადაადგილება ან მანქანის ძრავის გრუხუნი, ქალაქი დაცარიელებული იყო, სამუშაო პროცესები გაჩერებული და ყველაფერი ბევრად უფრო სევდიანი ვიდრე აქამდე. თითქოს სამყარომ მოგვცა შანსი, რომ გვეფიქრა და ყველაფრის დასრულებას განახლებული ცხოვრების სტილით შევგებებოდით. და აი, როცა ბათუმის პატარა ქუჩებში საგზაო მოძრაობის გაუსაძლისმა არეულობამ იფეთქა, მაშინ დაიწყო ცხოვრება კარანტინის შემდეგ. ამან კი რამდენიმე მკაფიო დადებითი, რამდენიმე კი უარყოფითი ცვლილება მოიტანა ჩვენთვის: შეიცვალა ტრანსპორტი ბათუმი ის ქალაქია, რომელიც ყველაზე დიდ შესაძლებლობას გაძლევს ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიო. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კი, ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრმა ადამიანმა გააცნობიერა. მივხვიდით, რომ ველოსიპედების ტრანსპორტად გამოყენება არც ისე ურიგო აზრია. მეტიც, ძალიან მარტივი, სწრაფი და იაფი გადაადგილების საშუალებაა. მას არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი ქალაქისთვისაც დიდი სარგებელი მოაქვს. ბათუმის ბუნებას კი, მოგეხსენებათ, გამოცოცხლება ნამდვილად სჭირდება. ახლა, როცა გარეთ გადიხარ გრძნობ, სუნთქვის საშუალება მეტად გაქვს და აღარც საცობებში დგახარ დაუსრულებლად. ველოსიპედებთან ერთად, გაიზარდა ქვეითთა რაოდენობაც. იმის გამო, რომ ქალაქი პატარაა, აქ თითქმის არასდროს გეჩქარება და არასდროს აგვიანებ. ახლა, როცა ადამიანები სამარშურუტო ტრანსპორტით მოძრაობასაც ამცირებენ, ფეხით გადაადგილება ერთ-ერთი ოპტიმალური ხერხი გახდა. თუმცა რთულია, წინასწარ საუბარი იმაზე, თუ შევძლებთ ამ მიდგომის შენარჩუნებას და საბოლოოდ თუ ჩავანაცვლებთ მანქანებს, სხვა უფრო მარტივი და ჯანსაღი ტრანსპორტით? შემცირდა ტურისტთა რაოდენობა აღარ მახსოვს როდის ვნახე ბოლოს ბათუმი ასეთი ცარიელი და ერთფეროვანი. ცხოვრება შენელდა და პირველად, ამდენი წლის მანძილზე ზაფხული მოსაწყენმა აურამ მოიცვა. ახლა, როცა, როგორც იქნა, წვიმიანი ამინდები დროებით მაინც გავისტუმრეთ და ცხელი დღეების ფონზე ზღვის ტალღების მყუდროება კვლავ შევიგრძენით, ქალაქს ტურისტები აღარ ჰყავს. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენს განწყობაზეც დიდ გავლენას ახდენს, ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობაც ძალიანი დიდი საფრთხის ქვეშაა. წარმოუდგენელია, ზაფხულის ბათუმი ტურისტების , იმ მძვინვარებისა და ამაღელვებელი განწყობის გარეშე, რაც ცხელ ბათუმს ახასიათებს ყოველწლიურად. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, იგი მაინც სახელდება 2020 წლის აუცილებლად სანახავ ტურისტულ ქალაქად, რომელიც უცხოელ დამსვენებლებს უსაფრთხო, გამწვანებულ და გამოცოცხლებულ გარემოს სთავაზობს. მართალია, ამ მხრივ, სხვა წლებთან შედარებით, სეზონი გვიან გაიხსნება, მაგრამ თუ აღნიშნულ სიტუაციას გავითვალისწინებთ, წლევანდელი ზაფხული იქნება და აუცილებლად, ტურისტებთან ერთად. ##ბათუმი ##ტურიზმი ##ჯანსაღიცხოვრება ##batumidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 2 months ago
ბათუმში შესვლა-გამოსვლის აკრძალვა ყველას არ შეეხება
დღეიდან, საღამოს 9 საათიდან, ბათუმში შესვლა-გამოსვლა იზღუდება. ქალაქს მოქალაქეები ვერ დატოვებენ და ვერ შემოვლენ, თუმცა ამ წესიდან გარკვეული გამონაკლისები არსებობს. შეზღუდვა არ შეეხება ბათუმში რეგისტრირებულ პირებს. თუ ბათუმში ხართ რეგისტრირებული, ქალაქში შესვლას შეძლებთ, თუმცა ვეღარ დატოვებთ. ქალაქში შემოსვლას შეძლებენ ბათუმში რეგისტრირებული ის პირებიც, ვინც სხვა "ჩაკეტილ" ქალაქში იმყოფება. თუ სხვაგან ხართ რეგისტრირებული და ბათუმის დატოვება გსურთ, ამ შემთხვევაში ბათუმს თავისუფლად დატოვებთ, თუმცა ვეღარ შემოხვალთ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სამედიცინო პერსონალზე, თუკი ისინი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ. არ შეიზღუდება სატვირთო გადაზიდვებიც. არ შეიზღუდება ჟურნალისტების გადაადგილებაც პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზნით. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუკი მაინც საჭიროა ქალაქის დატოვება ან შემოსვლა, მოქალაქეები 144 (ცხელ ხაზს) უნდა დაუკავშირდნენ. ამასთანავე, დღეს სოციალურ ქსელში რამდენიმე მოქალაქემ განაცხადა, რომ 144 უკვე ნახევარი დღეა, რაც დაკავებულია და ისინი ცხელ ხაზთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.#ბათუმი #აკრძალვები #კორონავირუსი #batumidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 1 month ago
5 არასამთავრობო ორგანიზაცია გახარიას ბულვარის გაშენებაზე მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბათუმში არსებული 5 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს და ითხოვს, შეჩერდეს ბულვარში გარკვეული ფინანსური ჯგუფების ლობირება ტერიტორიის განაშენიანების მიზნით. ორგანიზაციები ამბობენ, რომ ბულვარი საზოგადოებას ეკუთვნის და მიუღებელია გარკვეული ჯგუფების ინტერსებით უკანონო მშენებლობა. განცხადებას ხელს აწერს: საზოგადოება "ბათომი", თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, "დაიცავი ბათუმი" და დემოკრატიის ინსტიტუტი. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "2020 წლის 29 მაისს, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულომ განაცხადა თანხმობა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა, შპს „ამბასადორი ბათუმს“, პირდაპირი განკარგვის წესით, გადასცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ეს უძრავი ქონება არც მეტი არც ნაკლები მდებარეობს ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში. ბათუმის ბულვარი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ბათუმის იდენტობის გამომხატველი და მისი სავიზიტო ბარათი რომაა, ეს არავისთვისაა სადაო. შესაბამისად, ყველასთვის წარმოუდგენელი უნდა იყოს ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობის ხელყოფა კერძო პირების ინტერესების სასარგებლოდ. მით უფრო, რომ ასევე ყველასთვის ცნობილია, შპს „ამბასადორი ბათუმის“ ინტერესების შესახებ ბულვარის ცენტრალურ ნაწილში. ბათუმის საკრებულომ ყოველგვარი სამოქალაქო ჩართულობის გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასევე შესაძლებელია დადასტურებულ ფაქტად მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ ბათუმის მერს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამოძრავებს გარკვეული ინტერესები, რომელიც, ჩვენი შეფასებით, ქალაქის საუკეთესო ინტერესებს არ უნდა წარმოადგენდეს – ვგულისხმობთ მის სმს გზავნილს საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ – „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“. კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ სწორედ ბათუმის ბულვარში (ხსენებული ნაკვეთის მიმდებარედ) ფლობს ყოფილი „ბალნეოლოგიური პოლიკლინიკის“ შენობას, რომლის ადგილას, დამტკიცებული პროექტის მიხედვით, უნდა ააგოს 4–სართულიანი საცურაო აუზი და გამაჯანსაღებელი კომპლექსი. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, გასული წლის ბოლოს, „ამბასადორი ბათუმმა“ განსახილველად შემოიტანა სრულიად ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც ითხოვს არა გამაჯანსაღებელი კომპლექსის, არამედ 15–სართულიანი სასტუმროს მშენებლობას – სასტუმროს მშენებლობას ბულვარის ცენტრში. მას ამ პროექტზე მაშინ და ჯერჯერობით უარი ეთქვა. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, შპს „ამბასადორი ბათუმი“ არ აპირებს დასჯერდეს ამ უარს – ის აპირებს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წინაშე დააყენოს მოთხოვნა, რომ ბულვარის ცენტრალური ნაწილის საკმაოდ მოზრდილი მონაკვეთი ძეგლის საზღვრებიდან ამოიღონ, რაც სერიოზული საფრთხეა ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მთლიანობისთვის. გავლენიანი პირები ღია და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვასა და მიტაცებას ბათუმის ბულვარში, პროტესტის მიუხედავად, მაინც ახერხებენ (მაგალითად, ბოლო წლებში აქ აშენდა სასტუმრო „მერიდიენი“, რაც 2015 წელს ამ ძეგლის – ბულვარის უძველესი ნაწილის საზღვრებიდან ამოიღეს კიდეც). ბოლო წლებში განვითარებულმა პროცესებმა დაგვარწმუნა, რომ ბულვარი კვლავაც სამიზნედ რჩება გავლენიანი ფინანსური ჯგუფებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის ბულვარი წარმოადგენს მნიშვნელოვან და ღირებულ ზღვისპირა პარკს, და საზოგადოებრივ სივრცეს, რომლის დასაცავად არაერთი მოქალაქე არაერთხელ გამოვიდა ქუჩაში. სწორედ ამ პროცესს მოჰყვა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება, რისთვისაც ნახევარ-მილიონამდე ლარია გამოყოფილი აჭარის ბიუჯეტიდან. ბულვარის განაშენიანების გეგმით, რომელზე მუშაობის დასრულება ამა წლის ოქტომბერშია დაგეგმილი, განისაზღვრება ბათუმის ბულვარის მომავალი განვითარება, მისი ტერიტორიის გამოყენება და დაშვებული სახეობები, ისე რომ არ შეილახოს როგორც ძეგლის ღირებულებები და მახასიათებლები, ასევე არ დაირღვეს მისი საზოგადოებრივი, ღია სივრცის ფუნქცია. მოვითხოვთ, არ დაუშვათ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მაღალსართულიანი სასტუმროსა და მსგავსი ტიპის ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება ბათუმის ბულვარის სამომავლო განვითარებასა და ძეგლის დაცვის ინტერესებს. ასევე მოვითხოვთ გადაწყვეტილების მიმღებებმა უზრუნველყოთ ფართო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დახურულ კარებს მიღმა მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ისედაც საკმაოდ დააზარალა ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა და მისი ერთ–ერთი ყველაზე დიდი ფასეულობა – ბათუმის ბულვარი". ბულვარი განცხადება მშენებლობები საზოგადოება batumidaily
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi, Georgia · 5 days ago
შემოდგომიდან ბათუმის ქუჩებში ელექტროავტობუსები გამოჩნდება
შემოდგომიდან ბათუმის ქუჩებში ელექტროავტობუსები გამოჩნდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით,ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი იქნება, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. „ეს არის პირველი ელექტროავტობუსი, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის აიწყო. ჩვენი მიზანია გამართული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწყობა და ამავდროულად, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. ეტაპობრივად მივყვებით ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი ქალაქის მომავალზე პოზიტიურად აისახება” - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ბათუმის მერი. 8 ახალი თეთრი ფერის ელექტროავტობუსი, რომლის სიგრძეც 9.5 მეტრს შეადგენს, 70 მგზავრზეა გათვლილი. ახალი ელექტროავტობუსები არის თანამედროვე სტანდარტების, ადაპტირებული შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებული იქნება თანამედროვე სტანდარტის გათბობა და კონდიცირება. ასევე ექნება ხმოვანი სისტემა და იმუშავებს ვიდეო კამერები. ელექტროავტობუსების დატენვა შესაძლებელი იქნება 10 წუთის განმავლობაში. ტენდერი ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით EBRD-მა გამოაცხადა, სადაც კომპანია ,,BKM”-მა გაიმარჯვა. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს. ბათუმს განახლებული ავტოპარკი აქვს, სადაც უკვე, 40 დიზელზე მომუშავე ვტობუსი ჰყავს.
Batumi Daily
Batumi, Georgia · 1 month ago
Emerging Europe: საქართველოს პირველი მწვანე ზონა ბათუმში იქნება
საქართველოს მთავრობას ჯერ ოფიციალურად არ უთქვამს, რომელი ქალაქი ან დასახლება იქნება "მწვანე ზონა". თუმცა არსებობს ვარაუდები, რომ ბათუმი ერთ-ერთი მწვანე ზონა იქნება. გაკეთებული განცხადებებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ორ საინკუბაციო პერიოდში (სულ 28 დღეში) კორონავირუსის გავრცელება რეგიონში არ დაფიქსირდა, ეს რეგიონი მწვანე ზონად შეიძლება გამოცხადდეს და ტურისტები უსაფრთხოდ მიიღოს. აჭარა რამდენიმე დღეში ზუსტად ასეთი რეგიონი იქნება, რადგან რეგიონში მხოლოდ 2 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსს, სხვები კი გამოჯანმრთელდნენ. სავარაუდოდ, ასეთ ვარაუდებზე აცხადებს Emerging Europe-ს სტატიის ავტორი, რომ ბათუმი საქართველოს პირველ მწვანე ზონად გამოცხადდება. სტატია აღნიშნავს, რომ ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის დონე ყველაზე დაბალია, კორონავირუსის საერთო შემთხვევები კი 800-ზე ნაკლები. ავტორი მოუწდებს მკითხვლეს, ბათუმს ესტუმრონ და თუკი მხოლოდ ერთი რამის ნახვა შეეძლებათ, აუცილებლად იხილონ ბოტანიკური ბაღი. უკვე რამდენიმე დღეა, ბოტანიკური ბაღი გახსნილია და მისი მონახულება ყველა მსურველს შეუძლია. ბაღი ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ბოტანიკური ღირსშესანიშნაობაა, რადგან აქ სხვადასხვა ჰავისთვის დამახასიათებელი მცენარეები ხარობს. ინგლისურენოვანი სტაიტების არსებობამ და მთავრობის პოლიტიკამ, საქართველო უსაფრთხო ტურიზმის ლოკაციად გამოაცხადოს, შესაძლოა, გაზარდოს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა. თუმცა, ეკონომიკის დანაკარგი კორონავირუსისგან მაინც საგრძნობელი იქნება, თუკი საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვებმა ეკონომიკურ საქმიანოაბზე იმოქმედა. ოფიციალური ინფორმაციით, 1 ივლისს ქვეყნის საზღვრები უნდა გაიხსნას. #ტურიზმი #ბათუმი #აჭარა #batumidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 2 weeks ago
როგორ იხსნა ბათუმი თურქებისგან გენერალმა მაზნიაშვილმა?
საქართველოში არ დაიარება ადამიანი, რომელმაც არ იცის გენერალი მაზნიაშვილის შესახებ. სწორედ იმავეს გვეუბნება მისი “მოგონებანის” თავფურცელში რედაქტორისეული წინათქმაც. “ყოფილი გენერალი მაზნიაშვილი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა საქართველოში. მას კარგად იცნობენ დღესაც არა მარტო ისინი, რომლებთანაც ერთად იგი ცეცხლითა და მახვილით ამარაგებდა “დემოკრატიულ საქართველოს” საფუძველს - ყველა ჩვენი ჩინი თუ უჩინო გენერლებიც..” დღეს ყოფილ გენერალს ყველაზე ხშირად მოვიხსენიბთ, როგორც დაუმარცხებელ ან პატრიოტ ქართველ ოფიცრად, მაგრამ ვერც ერთი ფრაზა სრულყოფილად ვერ აღწერს ღვაწლს, რომელიც მაზნიაშვილმა საქართველოსთვის გაიღო. “მოგონებანის” შესავალი, ასევე გარკვეულ სურათს გვიხატავს გენერლის საბრძოლო სულისკვეთების შესახებ. აქ ვკითხულობთ, რომ იგი “ავის სიმკაცრით და სიმტკიცით იცავდა “დემოკრატიულ’ საქართველოს. ინგრეოდა და პარტახდებოდა ისედაც დანგრეული და გაღარიბებული კუთხეები.”- ნათქვამია იქ. მაგრამ, მაზნიაშვილის სახით არსებობდა ადამიანი, რომელიც თითქმის შეუძლებელ პირობებში დარაჯობდა ქვეყნის საზღვრებს. მან შეუფასებელი ამაგი გასწია ბათუმისთვისაც და იგი, თავის დროზე, საქართველოსგან მოწყვეტას გადაარჩინა.. იმ პერიოდში საქართველო, ვიცით, რომ ძალიან მძიმე მდომარეობაში იყო. 1921 წლის 17 მარტს, ბათუმში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ამ დღეს თურქული ჯარების მთავარსარდალმა თვითნებურად ბათუმის ოლქის გუბერნატორად გამოიცხადა თავი, იგი ბათუმის დათმობას არ აპირებდა და ყველაფერზე იყო წამსვლელი. შედეგად, ორი ქვეყანის ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდა და სიტუაციაც კონფლიქტამდე მივიდა. კონფლიქტამდე, სადაც ბათუმის საქართველოში შემადგენლობაში დარჩენის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. „მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს, მთელ სამხრეთ საქართველოს, ჩვენს ოზურგეთს! ჩვენს ჯარს და გვარდიას დახმარება სჭირდება. თოფ-იარაღი და ტყვია-წამალი ჯარისთვის არ გვყოფნის, პურსაც კი ვერ მოგცემთ... ისევ თქვენი მჭადით, ცულითა და ნაჯახით უნდა დავხდეთ მტერს და ვსძლიოთ, თორემ რომ გვაჯობოს, ხორცით სულამდე გაგვცლის, რჯულს წაგვიბილწავს... ქუდზე კაცი უნდა გამოხვიდეთ...“ - უთქვამს გენერალ მაზნიაშვილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მაშინ, როცა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა გემებით საზღვარგარეთ წავიდა და ფაქტობრივად, აღარ შესწევდა საქართველოს ძალა საკუთარი ტერიტორიები დაეცვა, მაზნიაშვილმა ადგილობრივი მოქალაქეებიც შემოიერთა და მთელს საქართველოსთან ერთად იბრძოლა. თავის მოგონებებში მაზნიაშვილი იხსენებს, რომ “ცხადი იყო, ოსმალები თუ გამაგრდებოდნენ ბათუმში, შემდეგში ბათუმის უკან დასაბრუნებლად ჩვენ დაგვჭირდებოდა დიდი ომი, რასაც პატარა საქართველო ვეღარ შეძლებდა. მე ვიცოდი, რომ ოსმალეთს კავშირი ჰქონდა რუსეთთან და რუსეთი ვერ ჩაებმებოდა საქართველოსა და ოსმალეთს შორის ატეხილ ომში. ყველა ამ ფიქრებმა ელვასავით გამირბინეს თავში. მე გადავსწყვიტე, რადაც უნდა დაგვჯდომოდა საბჭოთა ჯარების მოსვლამდე ოსმალები ბათუმის ოქლიდან უნდა გაგვეყვანა.” ამ მტკიცე გადაწყვეტილებით იბრძოლა ბოლომდე გიორგი მაზნიაშვილმა და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან, გრიგოლ ლორთქიფანიძესთან ერთად გაუძღვა ქართულ რაზმს. სხვადასხვა ცნობაში ვკითხულობთ, რომ მაზნიაშვილს თურმე ცალკე ოთახი მოუთხოვია. ქაღალდებთან, საწერ-კალამებსა და ცოტა კონიაკთან ერთად, მთელი ღამე თვალმოუხუჭავად უმუშავია ბრძოლის სტრატეგიული გეგმის შესადგენად. მან ქიაზიმ ბეის, ოსმალთა ჯარის სარდალს, ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა ჯარების ბათუმიდან გაყვანა ერთი საათის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, სარდალმა არაფრად ჩააგდო, ამიტომ ქართველი გენერალი საბრძოლო მოქმედებებზე გადავიდა. ბრძოლა სასტიკი იყო და სამ დღეს გაგრძელდა. 20 მარტს იგი უკვე დასრულდა. მტერი დამარცხებული იყო. თურქებმა ბათუმი დატოვეს და აჭარა ისევ საქართველოს შემადგენლობაში დარჩა. „მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!” - ამ ძალიან ცნობილ ფარაზსთან ერთად, როგორც ვხედავთ, გენერალმა სხვა, ძალიან მნშვნელოვანი ქმედებებით დაგვამახსოვრა თავი. სამწუხაროდ იგი, 1937 წელს დააპატიმრეს და გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მას 2013 წლის 26 სექტემბერს საქართველომ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.#ისტორია #ბრძოლა #თურქეთი #batumidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 2 months ago
სტეინბეკის ბათუმი
ცნობილი ამერიკელი მწერალი, ჯონ სტეინბეკი თვითონაც ზღვისპირა ქალაქიდან იყო. კალიფორნიის პატარა ქალაქი სალინასი, მონტერეისთან ახლოს მდებარეობს. მონტერეი ბათუმს თითქოს რაღაცით გავს, ოღონდ შავი ზღვის მაგივრად წყნარი ოკეანის ახლოს განლაგდება. მონტერეიში სტეინბეკის სახლ-მუზეუმია, მისი მაგნუმ ოპუსის, "მრისხანების მტევნების " წიგნის გმირებიც ოკლაჰომიდან კალიფორნიაში მიემართებიან იმ იმედით, რომ დიდი დეპრესიის პირობებში უკეთეს ცხოვრებას იქ მოიწყობენ. სტეინბეკმა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში 1947 წელს იმოგზაურა, იყო საქართველოშიც და ბათუმიც მოინახულა. საკუთარ მოგზაურობაზე გამოსცა "რუსული ჟურნალი" სადაც რობერტ კაპას ფოტოები განთავსდა. ნაწარმოებში მან დეტალურად აღწერა საბჭოთა ყოფა და უკრაინის სავალალო მდგომარეობა, რომელიც საომარი მოქმედებებისა და სტალინის ტოტალიტარიზმის შედეგად, გადანდგურებული იყო. რამდენიმე ხაზი დაუთმო ბათუმსაც: "უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა, მთელი ცხოვრების პატიოსნად და ზნეობრივად გატრების შემთხვევაში, სიკვდილის შემდეგ სამოთხის ნაცვლად საქართველოში მოხვედრას იმედოვნებდა, იქ, სადაც შესანიშნავი ჰაერი, ბარაქიანი მიწა და საკუთარი პაწია ოკეანე აქვთ“ პაწია ოკეანეში შავ ზღვას გულისხმობს. წყნარ ოკეანესთან და მის მშობლიურ მხარესთან შედარებით, შავი ზღვა მართლაც პატარა ოკეანე, ბათუმი კი პატარა მონტერეი იყო. სტეინბეკის წიგნები მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებებად ითვლება. თუ ჯერ არ გაქვთ წაკითხული, თვითიზოლაციის პირობებში საუკეთესო დროა გეცნოთ "მრისხანების მტევნებს" (პირველი 14 მილიონი წიგნი გამოცემიდან 75 წელიწადში გაიყიდა), ან "ედემის აღმოსავლეთით" - წიგნს, რომელსაც თვითონ სტეინბეკი საკუთარ მაგნუმ ოპუსად, ანუ ყველაზე მონუმენტურ ნამუშევრად თვლიდა. თუ წიგნის კითხვას ფილმის ნახვა გირჩევნიათ, "მრისხანების მტევნების" მიხედვით ფილმიცაა გადაღებული. #სტეინბეკი #ბათუმი #მონტერეი #ლიტერატურა #batumidaily