ხვალიდან კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 1 აგვისტოდან აღნიშნულ ტერიტორიაზე იმუშავებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც მოსახლეობას პარკინგის გადასახადთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევენ. მერის განცხადებით, ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად თბილისის სხვა რაიონებშიც ამოქმედდება.