0
პირველი აგვისტოდან შესაძლოა რუსთავი 2, TV პირველი და ერთსულოვნება ანტენით ვეღარ დაიჭიროთ. ამ სამი არხის გათიშვას კომპანია სტერეო პლუსი გეგმავს, რომელიც მათ მაუწყებლობას საქართველოს მასშტაბით ავრცელებს. "პირველ აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, რუსთავი 2-ს, ერთსულოვნებას და ტვ პირველს შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება", — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
0