გალის რაიონში დაკარგული პირები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან

0
გალის რაიონში დაკარგული საქართველოს მოქალაქეები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ მათი ახლობლები აცხადებენ და განმარტავენ, რომ აღნიშნული მოქალაეები თავს კარგად გრძნობენ. დაკარგულიდან ერთ-ერთი, ახალგაზრდა ქალი ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში იმყოფება. როგორც მისი ოჯახის წევრები განმარტავენ, ვ.ბ აფხაზეთის ე.წ საზღვარი 30 ივნისს გადმოკვეთა და შესაბამისად განმუხურში გადის კარანტინს. მეორე დაკარგული ლ.ლ კი თერჯოლის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში გადის მკურნალობის კურსს. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, 60 წლის ქალბატონი, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია მათი დაკარგვის შესახებ, რასაც თავად ახლობლები ადასტურებდნენ და აცხადებდნენ, რომ აღნიშნული პირები გალის რაიონში დაიკარგნენ და რამოდენიმე დღე უშედეგოდ ეძებდნენ. ახლობლების განმარტებით, მათ მხოლოდ დღეს გაიგეს, რომ აღნიშნული მოქალაქეები არა გალის რაიონში, არამედ საქართველოში საკარანტინე სივრცეში არიან მოთავსებული.
0