აკიტა ინუ - ერთგული მეგობარი, ჰაჩიკო

0
აკიტა ინუ, იაპონური დიდი ზომის ძაღლის ჯიშია. სიმაღლე: ძუ - 58/64 სმ ხვადი - 64/70 სმ წონა: ძუ - 23/29 კგ ხვადი - 32/39 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10/15 წ
არსებობს ამერიკული აკიტაც, რომელიც იაპონურ აკიტა ინუზე ცოთათი დიდია.
აკიტა ინუ, ხასიათდება როგორც გამბედავ, ოჯახის ერთგულ, ჭკვიან ჯიშად, რომელიც კარგი მცველის როლსაც ირგებს. აკიტა ინუ, სასურველია ოჯახში ერთადერთი ძაღლი იყოს, რადგან ამ ჯიშის ძაღლები დიდად არ მეგობრობენ სხვა ძაღლებთან, მითუმეტეს იმავე სქესთან რომელსაც ფლობთ.
აკიტა ინუ, ისტორიულად იაპონიის მთიან რეგიონში ცხოვრობდა, ამიტომ მასაც, ორმაგი ბეწვის საფარველი აქვთ, როგორც სხვა ცივ მხარეებში მცხოვრებ ძაღლების ჯიშებს ახასიათებთ. აქვე დავძენ, რომ ძაღლებს, რომელთაც ორმაგი ბეწვის საფარველი აქვთ არაა რეკომენდირებული, დაუშვებელიცკია ბეწვის მოწესრიგებისას საპარსი გამოიყენოთ, ვინაიდან საპარსი აცილებს ორმაგ საფარველს, რომელიც აღარ ამოდის, რის შედეგადაც ძაღლებს თერმული ცირკულაცია ერღვევათ.
ჰაჩიკო ❤
ალბათ ყველას გაუგია ჰაჩიკო და მისი ერთგულების ისტორია. სწორედაც რომ ჰაჩიკო აკიტა ინუ გახლდათ. ჰაჩიკო 1923 წლის 10 ნოემბერს იაპონია, ქალაქ ოდატეში დაიბადა. ჰაჩიკო, ერთგულევის სიმბოლო გახდა იაპონიასა და მთელ მსოფლიოში, რადგან ის მთელი 9 წელი ელოდა გარდაცვლილ პატრონს, უენოს ქალაქ შიბუიას მატარებლის გაჩერებასთან, სადაც ლეკვობიდან ხვდებოდა და ეგებებოდა თავის პარონს. ჰაჩიკო, 11 წლის გარდაიცვალა, მისი ამბავი ყველამ იცოდა, ამიტომ გარშემომყოფები ცდილობდნენ მცირედით მაინც დახმარევოდნენ, აჭმევდნენ, ეფერებოდნენ, მაგრამ ჰაჩიკო არავის მიყვებოდა, რადგან უენოს ელოდა ყოველდღე კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ საათზე.
ჰაჩიკოს ბრინჯაოს მონუმენტი დგას ტოკიოში, შიბუიას სადგურზე.
#ძაღლები
#ცხოველები
0