საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

0
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 880 პირი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 11 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 239 780-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 226 215-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 796 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 551 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარა – 62, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 24, შიდა ქართლი – 14, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5." – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
0