3 votes
0 comments
0 shares
Save
3 views
Paata Bakanidze
Batumi · 11 months ago

ბათუმი


Paata Bakanidze
Batumi · 11 months ago
Similar Posts
Paata Bakanidze
Batumi · 9 months ago
ბათუმი სექტემბერი
Paata Bakanidze
Batumi · 11 months ago
😀😀😃😃
Paata Bakanidze
Batumi · 11 months ago
Batumi panorama
Paata Bakanidze
Batumi · 11 months ago
Batumi 26.07.2019. 20:09
Paata Bakanidze
Batumi · 11 months ago
Batumi
Paata Bakanidze
Batumi · 11 months ago
Batumi
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
სად იქნება პირბადის გარეშე გადაადგილება დასჯადი
პირბადის გარეშე გადაადგილების შესახებ ახალი რეგულაციები უკვე დაწესდა. მის გარეშე მოძროაბა რამდენიმე შემთხვევაში დასჯადი გახდა: თუ თქვენ პირბადის ტარების წესებს დაარღვევთ დახურულ სივრცეში, დაჯარიმდებით 20 ლარით. იურიდიულ პირებზე ეს ჯარიმა 500 ლარს შეადგენს. კანონპროექტი ასევე შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას, იქნება ეს ტაქსი თუ მეტრო. პირბადის გარეშე მგზავრობა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით. სანქციები 15 ივლისამდე მაინც იმოქმედებს.#პირბადე #ჯარიმა #პანდემია #ბათუმი #batumidaily
Paata Bakanidze
Batumi · 11 months ago
Hi
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
როგორ იხსენებენ ბათუმში ასლან აბაშიძეს დღეს?
”ასლან აბაშიძე წავიდა, აჭარა თავისუფალია” - ამ სიტყვებმა აჭარაში 2004 წელს წერტილი დაუსვა იმ ისტორიას, რომლის წერაც 1991 წელს დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველმა. ახლა, თითქოს, მარტივია სიტუაცია შეაფასო და თქვა, რომ ასლან აბაშიძე ამ ისტორიას ერთპიროვნულად წერდა, თუმცა, როგორც ყველფერი, მოსაზრება აქაც ორად იყოფა. Batumi Daily დაინტერესდა, რას ფიქრობდნენ ადგილობრივები ე.წ ბაბუს შესახებ დღეს და როგორ აფასებენ ისინი ცხოვრების იმ პერიოდს უკვე 2020 წლის გადმოსახედიდან. ამისთვის, ჩვენ შევარჩიეთ იმ თაობის წარმომადგენელი რამდენიმე რესპონდენტი და მათ ვთხოვეთ, საკუთარი გამოცდილებების ფონზე გაეხსენებინათ როგორი იყო ცხოვრება მაშინ. ც. მეტრეცელი ბათუმში 1993 წელს ჩამოვიდა დევნილის სტატუსით, იხსენებს, რომ ასლან აბაშიძემ მაშინ დევნილები ძალიან კარგად მიიღო. “მე პირადად მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან ჩვენ მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდნენ. ადგილიც გამოგვიყეს სასტუმრო “მესხეთში” და ვისაც მკურნალობა გვჭირდებოდა, გვეხმარებოდნენ.” - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა საუბრისას. როცა ვკითხეთ, შეძლებდა თუ არა მისი მმართველობის კონკრეტული დეტალების გახსენებას, რესპონდენტმა მაშინდელი სიტუაციის ფონზე აჭარაში არსებული სიმშვიდე გამოარჩია. “ომი იყო და ეს ნამდვილად საშინელებაა, მაგრამ ამ კაცმა ძალიან კარგად დაიცვა აჭარა. თურქებს აქ საერთოდ ვერ ნახავდით, ერთიც კი არ იყო ჩაწერილი და მგონია, რომ ეს მისი მმართველობის პლუსი იყო.” აწმყოსთან შედარებისას, კი ც.მ-მ გაიხსენა, როგორი დაძაბული დამოკიდებულება ჰქონდათ მაშინ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ და აღნიშნა, რომ ადამიანური ურთიერთობების მხრივ ცვლილებები ნამდვილად არის. “დღევანდელობასთან შედარება არ შეიძლება, რადგან მაშინ, რომ გვიჭირდა ისე ხალხს ახლა ნამდვილად არ უჭირს და ჩვენი დამოკიდებულებაც შეიცვალა ერთმანეთის მიმართ. ახლა უფრო მეგობრულად ვართ განწყობილნი. ადრე საერთოდ არ ვენდობოდით ერთმანეთს. მაშინ ძალიან ცუდი ის იყო, რომ ნეპოტიზმი მეფობდა. ყველგან თავისი ხალხი ჰყავდა და უბრალო ადამიანს არ შეეძლო სადმე მოხვედრილიყო.” - გვიყვება ჩვენი რესპონდენტი. მ. მახარაძე 73 წლისაა და როცა ვთხოვეთ, “ბაბუს” დრო გაეხსენებინა, გვითხრა, რომ რთულია კონკრეტული მაგალითებით საუბარი, რადგან ამ მხრივ, ყველა ადამიანს ინდივიდუალური გამოცდილება აქვს. საბოლოოდ, საკუთარი გადმოსახედიდან შეაფასა მაშინდელი პერიოდი და აღნიშნა, რომ ასლან აბაშიძის მმართველობას სეპარატისტული გამოვლინებები ახასიათებდა. “იგი დამოიკიდებელად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად საქმიანობდა. მისი მმართველობა არ ექვემდებარებოდა ქართულ კანონმდებლობას და ვითომდა ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე ბევრ საკითხს ისე წყვეტდა, როგორც ეს თავად სურდა.” - იხსენებს მ.მ ჩვენი მესამე რესპონდენტი ახლა 55 წლისაა და როცა ვთხოვეთ, საკუთარი დამოკიდებულება გაეზიარებინა, გვითხრა, რომ პატარ-პატარა უარყოფითების მიუხედავად, აჭარაში მაშინ სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მშვიდი ცხოვრება იყო, ეს კი, მისი თქმით, იმდროინდელი მმართველის დამსახურებაა. “მაშინ შეიძლება სხვა რეგიონებს შუქი არ ჰქონოდათ, მაგრამ ჩვენთან ერთი-ორი საათით ყოველთვის მოდიოდა. იყო კი რაღაც-რაღაცები, მაგრამ აჭარაში მაინც ყველაზე მშვიდი ცხოვრება იყო. “მხედრიონი”, რომ ვერ შემოვიდა ჩვენს ქალაქში, ეს მისი დამსახურებაა. ერთი მიწაც არ გაყიდულა თურქზე, ესეც მისი მმართველობის წყალობით. აჭარა ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და თავისუფალი რეგიონი იყო საქართველოში. ასლანი აფასებდა აჭარას და აჭარელ ხალხს.” - ამბობს იგი. განსხვავებული მოსაზრება აქვს ამ მხრივ, ჩვენს მეოთხე რესპონდენტს 43 წლის ნ. ბეჟანიძეს. “ჩემთვის ეგ პერიოდი ასოცირდება უშუქობასთან, უწყლობასთან. იყო დრო, როცა ქუჩაშიც საშიში იყო გასვლა, თუმცა მერე, როცა ასლანის მმართველობამ ფესვები გაიდგა, ეს შედარებით გამოსწორდა.” იგი თვლის, რომ ერთპიროვნული მმართველის დროს, მედიაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო: “მისი აზრი უნდა ყოფილიყო ყველგან. მაშინ გიორგი თარგამაძე იყო მისი პრეს-მდივანი და მის გარეშე ვერანაირი ინფორმაცია ვერ ვრცელდებოდა ტელევიზიაში.” ჩვენი რესპონდენტის აზრით, ხალხი მოჩვენებითად კარგად ცხოვრობდა, სინამდვილეში ეს იყო შიში განსხვავებული აზრისა, ამიტომ ყველა თავს იკავებდა და ისე იქცეოდა თითქოს ყველფაერი კარგად იყო. “საზოგადოების დიდი ნაწილი თითქოს, კარგად ცხოვრობდა, რადგან ბევრი მუშაობდა, მაგრამ ძალიან დაბალი ანაზღაურება იყო. მე მაგ დროს ბათუმის გიმნაზიში ვმუშაობდი და ხელფასი 48 ლარი მქონდა. აჭარა მხოლოდ ასლანის ფანტაზიებით ვითარდებოდა და კლანური მმართველობა იყო. ყველგან მისი ცოლის ძმა და სხვა ნათესავები ჰყავდა დასაქმებული. რაც არ უნდა რაღაც არ მოგწონდებოდა ვერაფერს ვერ იტყოდი, იმიტომ რომ შეიძლება მეორე დღეს დაეჭირეთ განსხვავებული აზრის გამო. ამიტომ ყველა ისე იქცეოდა თითქოს ბედნიეირები და კმაყოფილები იყვნენ. ასლანს ბოლომდე სწამდა, რომ ხალხი მის წინააღმდეგ არ გამოვიდოდა, მაგრამ შეცდა.” - გვითხრა ნ. ბ-მ საუბრისას.##ასლანაბაშიძე ##ბაბუ ##ბათუმი ##აჭარა ##batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 week ago
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი - ბათუმი
სამშაბათი, 7 ივლისი შავი ზღვის სანაპიროზე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +33°C იქნება. დღის განმავლობაში კი იგი ძირითადად +27+29°C-ს შორის იმერყევებს. საგრძნობლად აიწევს წყლის ტემპერატურაც წყლის ტემპერატურა: +27°C ოთხშაბათი, 8 ივლისი ჰაერის ტემპერატურა ოთხშაბათს +31°C-ს მიაღწევს, თუმცა დღის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე წვიმაც. წყლის ტემპერატურა: +27°C ხუთშაბათი, 9 ივლისი წინა დღეებთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა ხუთშაბათს დაიკლებს და იქნება +25°C. მოსალოდნელია წვიმაც. წყლის ტემპერატურა: +26°C პარასკევი, 10 ივლისი პარასკევი დღე მეტწილად წვიმიანი იქნება და ჰაერის ტემპერატურა +22+26°C შორის იმერყევებს. წყლის ტემპერატურა: +26°C _____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #ამინდი #ამინდისპროგნოზი #ბათუმი #წვიმა #batumidaily