პოეტის სიკვდილი

0
ვენებს გადავიჭრი ბლაგვი სამართებლით, ცოტა გაიწელოს დრო და გავმართლდებით. დანიშნულების წერტილი გადის სადაც სხეული თოვლივით ბარდნის. მიდიხარ იქ სადაც არავის არასდროს, ზუსტად იცი რომ არავის ხვდებიან... იქ სადაც წასული უცნობი ტიპები, როგორი იყო ვეღარ ყვებიან. დამშეულ სახეზე ტუჩები ჩაკბიჩე, მოლოდინს შიმშილი როგორი სცოდნია და ცისფერ ქუჩებზე ძალიან ლამაზად შუქნიშნის წითელი ფერები მღერიან. ტანში გაციებს შიშველი ტკივილი, ან მარტოობის არ გათბობს მანტია აწი არასდროს დარჩები მარტოო ანგელოზების ხმები არ მაცლიან. ცისფერი ქუჩები გაიხსნა ზეიმით ასე არავის აქ არ ელიან თვალებში ნეტარი გაგირბის ლანდები პოეტები ხომ ასე კვდებიან.
#ხელოვნება
#ლექსები
#პოეზია
#პოეტი
#ვინდაეძებსვინდაწერა
#სიკვდილი
0