13 votes
1 comments
shares
Save
2 reads
Current News
Tbilisi · 1 year ago

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მივესალმები და დარწმუნებული ვარ კურსი დასტაბილურებას დაიწყებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის მიერ აუქციონზე 40 მილიონი ლარის გაყიდვასთან დაკავშირებით განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, ეროვნული ვალუტის კურსი ქვეყანაში ყველას აწუხებს.

"ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემა აბსოლუტურად ყველას გვაწუხებს და საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა", - აცხადებს კალაძე.

რაც შეეხება ლარის გაუფასურების გამო გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, კალაძის თქმით, ის დარწმუნებული არ არის, რომ ვალუტის გაუფასურება ფასებზე უკვე აისახა.

თქვენი აზრები კომენტარებში ?⬇️


Current News
Tbilisi · 1 year ago
13
Write a comment