0
საქართველო საერთაშორისო პლატფორმა Condé Nast Traveller-ზე! საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის შემდეგ, Condé Nast Traveller-მა Instagram-ზე თბილისის, ბათუმის, სვანეთის, ღვინის და ქართული სამზარეულოს შესახებ „სთორი“ შექმნა. 1 მილიონზე მეტ მნახველს საშუალება ჰქონდა, გამოკითხვაში მიეღო მონაწილეობა, თუ რომელ მიმართულებას აირჩევდა საქართველოში მოგზაურობისას. კამპანიის მთავარი მიზანია საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილებისა და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს გაცნობა.  Conde Nast Traveler-ის ონლაინ პლატფორმებზე, როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, მილიონობით მნახველს მიეცა საშუალება, გაიცნოს საქართველო უნიკალური სტუმარმასპინძლობით, უსაფრთხო ტურისტული გარემოთი, მრავალფეროვანი ბუნებით, ოთხსეზონიანიკურორტებით, არქიტექტურით, სათავგადასავლო ტურიზმით და ღირსშესანიშნაობებით გამორჩეული ქვეყანა.
0