9 votes
0 comments
0 shares
Save
9 views
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 11 months ago

ანდრო ჭედია - კიდევ ერთი საამაყო ახალგაზრდა

https://www.mshoblebi.ge/ganathleba/siakhleebi/15857-qskolis-zhurnalshi-sami-tselia-ar-chamikhedavsq-abiturienti-romelmac-qarthulsada-inglisurshi-umaghlesi-shefasebebi-miigho.html?fbclid=IwAR1TBDJ1RodXppXR3M4VREhivXR6r21hbVp227ofVp16P7o_X_76LKG4eL8&page=page_2


Giorgi Gvajaia
Tbilisi · 11 months ago
Similar Posts
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ვინ არიან კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები
საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა. როგორც ირკვევა ორი მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული, მესამე კი ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას. აქედან ერთი ახალგაზრდა ქალია, რომლიც 20 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაიყვანეს, მეორე კი იუნკერი, რომელიც საქართველოში 16 მარტს ჩამოვიდა, ჰოსპიტალში კი ორი დღის შემდეგ, საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. პაციენტების ასაკი 20-25 წლამდეა და ორივეს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. რაც შეეხება მესამე პაციენტს, ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებული ახალგაზრდაა, იგი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მისი კონტაქტები ცნობილია. რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან 21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 47 ადამიანს. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს. შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიაბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან. მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 month ago
თბილისელ მუშათა პირველი მანიფესტაცია - ძმობა, ერთობა, თავისუფლება !
22 აპრილის დილით ალექსანდრეს ბაღის განაპირას სალდათის ბაზარში ლურჯბლუზიანი და გრუზათმიანი მუშების ნაწილი ინტერესით ათვალიერებდა თითქოს გასაყიდად გამოტანილ გათლილი შინდის ჯოხების გროვას, ნაწილი კი შეჯგუფულიყო და თვალებით ბურღავდა ხალხში არეულ პოლიციელებს, შენობების კუთხეებში მოფარებულ ცხენოსან კაზაკებს და კონკის ვაგონიდან მომზირალი ჟანდარმთა შეფობის - ლავროვის, ცისის და ზასიპკინის ნაცნობ სიფათებს. 12 საათისთვის ერთ-ერთ ჯგუფში ნერვიული ფუსფუსი ატყდა - არაქელა ოქუაშვილმა ცოლისძმას - კარაპეტა ბელოევს პალტოს შიგნიდან ტანზე დახვეული, კოლა მაჭარაძის მიერ სამი წლის წინათ მოხატული წითელი ბაირაღი შემოაცალა და იქვე სიახლოვეს, აღელვებისგან აკანკალებული ხელით გაბო ოქოევის მაღაზიიდან გამოტანილი ჭერის საწმენდი „ჩოთქის“ ტარზე აბმა დაიწყო. ამასობაში ერთ-ერთმა მუშამ გასაყიდად გამოტანილი „ტაბურეტკაც“ მოიხელთა და ზედ შემდგარი ტანმორჩილი გიორგი თელიას პირველი სიტყვებისა და „ვაშას“ ყვირილის ფონზე ბაზრის მოლივლივე თავების ზემოთ წითელი, ნაქარგი დროშა გაიშალა. ეფექტი იმდენად მოულოდნელი გამოდგა, რომ იქვე მდგარმა „გოროდოვოიმ“ მეწამულ ბაირაღზე ამოქარგული მარქსის, ენგელსის და ლასსალის სახეების დანახვაზე ქუდი მოიშვლიპა და პირჯვარი გადაიწერა - კვირა დილით, სათნო წვეროსნების სახეების და უცხო ოქროსფერი წარწერების გამო დროშა საეკლესიო ბაირაღად აღიქვა. „8 საათიანი სამუშაო დღე! ძმობა, ერთობა, თავისუფლება!!!“-ს ყვირილით დაძრულ გუნდს ხალხში არეული პოლიციის რაზმი დაეძგერა და ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა - პოლიცმაისტერი გედევანოვი დროშას მისწვდა და დაითრია, რომელიც გაწევ-გამოწევაში შუაზე გაიფხრიწა; სანამ მუშების მეორე გუნდმა შინდის კეტები მოიმარჯვა და მთავარ ჯგუფს მიეშველა, შევიწროებული მედროშეები პოლიციელების დაწოლას მუშტით და მითვისებული „ტაბურეტკით“ იგერიებდნენ, რომელიც გმირულად დაიფშვნა გედევანოვის ნეკნებზე; ვლასა მგელაძე შინდის კეტით დაუნდობლად სცემდა გარს შემოხვეულ პოლიციელებს და კაზაკებს, არაქელამ ხანჯალი იშიშვლა, მწარედ ნაცემმა ლეონტი მამალაძემ კი ვეღარ გაუძლო ყოველი მხრიდან დეზიანი ჩექმების ცემას და რევოლვერიდან უწესრიგო სროლა ატეხა, რომლის ბრმა ტყვიამ ერთ-ერთ პოლიციელს ზურგში გაუარა. მასობრივ ცემა-ტყეპაში გარდატეხა სასულიერო სემინარიის მხრიდან ჩამოქანებულმა კაზაკი ცხენოსნების რაზმმა შეიტანა, რომელმაც ბრალიან-უბრალოს მათრახით აუჭრელა ზურგი, მეამბოხეების ჯგუფები დაშალა და შებოჭა. „იარმუკის“ ირგვლივ ბრახუნით დაიხურა დუქნების დარაბები და გოლოვინსკზე მოძრაობა ჩაკვდა. სანამ გოროდოვოები ძირს დაყრილ „ბუნტოვშიკებს“ ხელებს უკრავდნენ და ქარავანივით ამწკრივებდნენ, გამარჯვების აღსანიშნავ აკორდად პოლიცმაისტერის მოადგილე ცხენიდან ერთ-ერთ გოროდოვოის გადასწვდა და მოტვლეპილ თავზე ეამბორა. ჩამქრალი შეტაკების საბოლოო წერტილი სამმა ახალგაზრდა ბარიშნამ დასვა, რომლებიც გაწიწმატებული ეცნენ ხელ-ფეხის შეკვრაში გართულ რამდენიმე პოლიციელს, დაუნდობლად დაკაწრეს და ულვაშები დააგლიჯეს. პეტერბურგიდან რევოლუციონერობის გამო გამოსახლებული „კურსისტკები“ - ნინა ნოსარი, სარა ფინკელშტეინი და ალექსანდრა შაკოლი გაბაწრულ და დასისხლიანებულ მომიტინგეებს დაუყენეს გვერდში და ქალაქელი ავარების ლანძღვა-გინების თანხლებით მეტეხის გზას გაუყენეს. ნაგვიანევმა კორესპონდენციამ ტფილისური პირველმაისობიდან ჟენევაში მაისის ბოლოს ჩააღწია და რუსულენოვანი „ისკრას“ ფურცლებიდან ევროპულ პრესაში გადაინაცვლა. საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის რუკაზე ტფილისმა წითელი დროშა დამსახურებულად დაამატა, რევოლუციის მედროშეების სახელებმა კი ინტერნაციონალური მასშტაბი შეიძინეს. სამი ათწლეულის შემდეგ, როცა საბჭოთა ტფილისის მუშათა საბჭოსა და აღმასკომის ფუნქციონერებს, ასევე ძველ რევოლუციონერ-ბოლშევიკებს მოედნის სახელის გამოცვლისას წესით ეს თავბრუდამხვევი და საამაყო მოვლენა უნდა გახსენებოდათ, მედროშე და დამრტყმელი რაზმელებიდან - ვლასა მგელაძე (1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური დასავლეთ საქართველოში) არც ისე დიდი ხნის გასული იყო არალეგალურად საბჭოთა საქართველოს საზღვრებიდან; ლეონტი მამალაძე, რომელსაც ციმბირის ფასად დაუჯდა რევოლვერის გასროლა, ახალი დაბრუნებული იყო უკვე საბჭოთა ციმბირული გადასახლებიდან; კოლა მაჭარაძე კი ამაოდ ითხოვდა დაპატიმრებისას ჩამორთმეული მემუარების დაბრუნებას. 1935 წელს ლავრენტი ბერიამ საბჭოთა მოქალაქეებს ამიერკავკასიაში სოციალისტური მოძრაობის ახალი „სახარება“ წარუდგინა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ფაქტი ახლებურად, სტალინურად იყო ინტერპრეტირებული (როგორც ბოროტი ხმები ჩურჩულებდნენ, თავად ბელადის რედაქციით). მაისობის ცოცხლად დარჩენილმა მონაწილეებმაც საკუთარი მოგონებები სასწრაფოდ ოფიციალურ თარგს მოარგეს - როგორ დაგეგმა და უხელმძღვანელა პირველ საჯარო სამაისო დემონსტრაციას ამხანაგმა კობამ, რომელიც როგორც „ინტელიგენტი“ დემონსტრაციაზე არ უნდა მისულიყო და სულაც ამ დროს ბათუმში იმყოფებოდა. წყარო: archive.ge
Zugdidi Daily
Zugdidi, Georgia · 2 months ago
ზუგდიდელი თვითნასწავლი მხატვარი - ანდრო ვეკუა.
ზუგდიდელი თვითნასწავლი მხატვარი - ანდრო ვეკუა. ანდრო ვეკუა თვითნასწავლი მხატვარია, რომელსაც ხატვა ბავშვობიდან იტაცებს. ბავშვობაში ხშირად ხატავდა მულტფილმის გმირებს, 14-15 წლის ასაკიდან კი პორტრეტების ხატვა დაიწყო. პროგრესი ყოველი ნახატის შემდეგ იგრძნობოდა. ახლა ჰიპერრეალიზმის სტილში ხატავს. ჰიპერრეალიზმი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს არის მიმდინარეობა რომელიც ანდროს ყურადღებას ყველაზე მეტად იპყრობს. ანდროს ნამუშევრებში ძირითადი აქცენტი თვალებზეა გაკეთებელი, ამაზე ახალგაზრდა მხატვარი თავისებურ ახსნას პოულობს და ამბობს: ”თვალებს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ადამიანის თვალებში ვკითხულობ მთელ მათ ცხოვრებას და უფრო მეტად სევდიან თვალებს ვხატავ, რადგან, როგორც ამბობენ “art never comes from happiness”. მხატვარობაში ყველაზე მნიშვნელოვანია, გადმოსცე ის, რასაც სიტყვები ვერ გადმოსცემს. სწორედ აუხსნელ ემოციებს გადმოვცემ თვალების მეშვეობით ჩემს ნახატებში.” ”პროფესიულად რომ გავყოლოდი ხატვას, საქართველოში წარმატებას მაინც ვერ მივაღწევდი, ჩვენთან მხატვრობას თითქმის არავინ აფასებს, ხალხს უჭირს და ხელოვნებაზე ფიქრისთვის არავის სცალია, მხოლოდ ათასში ერთი ადამიანი თუ ინტერესდება. - ამბობს ხელოვანი. მისი ნახატები სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობდა. სწორად სოციალურ ქსელში არსებულმა ნახატებმა მიიპყრო ხალხის ყურადღება და ანდროს შემოქმედება უფრო ცნობილი გახადა საზოგადოებისთვის. ”ხატვის დროს დავფრინავ ცაში და ამ ფრენით არასდროს ვიღლები.”#ზუგდიდი #ხელოვანი #მხატვარი #ნამუშევრები #zugdididaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
ღამე დამარხული სამი შვილის დედა
23 წლის მადინა უმაევას უეცარ სიკვდილსა და ღამე დამარხვას საზოგადოებაში ფართო რეზონანსი მოჰყვა. მადინა ჩეჩნეთის მოქალაქე და სამი არასრულწლოვანი შვილის დედა იყო. ჩეჩნეთში ეჭვობენ, რომ მადინა ძალადობის მსხვერპლი გახდა და შესაძლოა ცოცხლადაც დამარხეს. გარდაცვალებიდან ერთი კვირის თავზე ადგილობრივმა მთავრობამ გვამის ექსჰუმაციის ნებართვა გასცა. საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზის დასადგენად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას ჩაატარებს. 12 ივნისის საღამოს ქალაქ გუდერმესში (დაბა დრუჟბა) მეზობლები რამდენჯერმე შეცვივდნენ ხამიდოვების სახლში, საიდანაც ყვირილის ხმა გამოდიოდა. დიასახლისი, გუმსეტ ხამიდოვა, მეზობლებს ისევ გარეთ ერეკებოდა. ბოლოს რომ მიირბინეს, მადინა კიბეზე იწვა. ხამიდოვამ განაცხადა, არაფერი სჭირს, თვალთმაქცობსო. იმ დღეს მადინა უმაევამ დედისგან ფული მიიღო. შინ დაბრუნებულმა დედამთილს ახარა, ტელევიზორი და ბავშვებისთვის ტანსაცმელი შევიძინეო. დედამთილმა ამგვარი საქციელი ფულის ფლანგვად მიიჩნია და მადინას თავს დაესხა, მოვარდა მამამთილიც. შეშინებული მადინა აბაზანაში ჩაიკეტა. დედამთილმა შვილს სამსახურში დაურეკა და უთხრა, შინ დაბრუნებულიყო. მას შემდეგ მადინა ცოცხალი არავის უნახავს. დედამთილი გუმსეტ ხამიდოვა ამტკიცებს, რომ მადინა ეპილეფსიით იყო ავად და კიბეზე დაეცა, თუმცა არანაირი საბუთი, რომელიც გარდაცვლილის ავადმყოფობაზე მიუთითებდა, არ არსებობს. ხუტმატ დავლეტმირზაევა, მადინას დედა, დაავადების არსებობას უარყოფს და ამბობს, რომ მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. უკვე 12 ივნისს ჩეჩნები ერთმანეთს უზიარებდნენ ვიდეოს, რომელზეც მადინას უცნაური დაკძალვა იყო გადაღებული. ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დამარხეს, მაშინ როცა მუსლიმებში მიცვალებულის ღამით დაკრძალვა მიუღებელია. მეჩეთის იმამმა, აბდულ-კარიმ რაშიდოვმა, რომელიც დაკრძალვას ხელმძღვანელობდა, მედიასთან განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ვირუსისა და სიცხის გამო მიიღო. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ მადინა ოჯახურ ძალადობას შეეწირა და ნაჩქარევი დასაფლავებაც ამით იყო განპირობებული. ამასთან დაკავშირებით გარდაცვლილის მეუღლე, ვისხაჯი ხამიდოვი, ამბობს, რომ როდესაც მისი ცოლი დაიღუპა, ის სახლში არ იყო. შსს-ს თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ მადინა არაძალადობრივი გზით გარდაიცვალა, თუმცა კითხვაზე, ჩატარდა თუ არა გვამის ექსპერტიზა, მათ პასუხი არ გაუციათ. გარდაცვალების მოწმობა, რომელშიც გარდაცვალების მიზეზი უნდა ეწეროს, არავის შეუდგენია. მეზობლები აცხადებენ, რომ ვისხაჯი ხამიდოვი რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელია. ამბობენ იმასაც, რომ ახალგაზრდა ქალს არც მამა ჰყავდა და არც ძმა, ქალების ეს კატეგორია კი ჩეჩნეთში ყველაზე მოწყვლადია. მადინას ოჯახში ეს პირველი კონფლიქტი არ ყოფილა. გარდაცვლილის დედა ჰყვება, რომ მის შვილს ქმარი სცემდა, დედამთილი კი ათასგვარ პროვოკაციას უწყობდა. ქმარსა და მის ნათესავებთან უთანხმოების გამო 12 ივნისამდე მან დედის სახლში სამი დღე გაატარა. შვილიშვილების ხათრით ხუტმატმა შვილი ისევ ქმრის სახლში გაუშვა. იმავე საღამოს მას სიძის ნათესავებმა დაურეკეს და აცნობეს, რომ მადინა ცუდად გახდა და გარდაიცვალა. დედა შვილის ნეშტთან არ მიუშვეს და ანახვეს, როცა მიცვალებული უკვე განბანილი და შესუდრული იყო. ხუტმატის სიტყვებით, ერთ-ერთმა შვილიშვილმა უთხრა, „რომ გენახა, რამდენი სისხლი წამოუვიდა დედასო“... მისივე თქმით, გარდაცვლილს სისხლი ექსჰუმაციის შემდეგაც ეტყობოდა. „დავესწარი ექსჰუმაციას. შვილის ნეშტი მორგში ვნახე და მასზე ჭრილობა იყო, ზედ სისხლით“, - განაცხადა ხუტმატ დავლეტმირზაევამ. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა მადინა ცოცხლადაც კი დამარხეს. ეჭვის საფუძველი, პირველ რიგში, ის არის, რომ დაკრძალვის წინ ის ექიმს არ გაუსინჯავს; ამასთან, საფლავის გახსნის შემდეგ სუდარას სიხლი ეტყობოდა, სისხლისდენა კი ცოცხალი ორგანიზმისთვის უფრო არის დამახასიათებელი. „შესაძლებელია ცოცხლად დაემარხათ. ასეთი რამ ხდება, როცა ადამიანს სამედიცინო შემოწმების გარეშე ასაფლავებ. სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებულა, მხოლოდ პარამედიკოსმა დაათვალიერა სხეული, ის კი ექიმი არ არის“, - ამბობს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის იურისტი, აბუბაქარ აინგულბაევი. მადინა უმაევას სამი შვლი - ორი გოგო და ერთი ბიჭი - დარჩა. გოგონები ამჟამად ბებიასთან, ხუტმატ დავლეტმირზაევასთან, იმყოფებიან. რადიოთავისუფლება
Black Catmeowl
Tbilisi, Georgia · 1 month ago
gulis tkivili anu martosuloba
agar vici riti daviwyo pirvelad imit rom dzlierad minda guli amoviglijo da mokvde ...xo sikvdili minda radgan mteli arsebit mdzuls chemi tavi da es sidzulvili mabrmavebs irgvliv veravis da verapers vamchnev ... rodesac ki vcdilob cota tavi bednierad vigrdzno mashinve isev tkivili mibyrobs mgonia rom urchxuli var da mindeba rom garegnuladac urchxuls sheuxedavs vgavde ...mindeba rom sakutari tavi ise davisaxichro ro irgvliv yvelas shevezizgo ogond amjerad marto sulierad ki ara aramed garegnuladac ... mindeba rom sastiki tkivili mivayeno sulieradac xo isedac mtkiva barem garegnuladac chandes ... minda rom am simaxinjem ort kedelshi gamomamwvdios isedac xom egre var ... mindeba rom ert otaxshi gamoviketo da mteli darchenili sicocxle iq gavataro ... magram ratom gaisma kitxva chem gonebashi ... modi vupasuxeb imitom rom sakutari tavi vdzuls chemi mteli cxovreba mdzuls sawyisidan dgemde ... vici dadgeba dge is dge roca martosulobit amomxdeba suli ... zogjer vpiqrob rom sadac var iqidan gaviqce da sadgac shors gadavikargo ... chemtvis lamazi samotxe vipovo da nelnela davtkbe sikvdilis bolo wutebit ... ras gavipiqrebdi bolo darchenil or saatshi sanam sxeuli sisxlisgan daicleboda ... amboben rom sikvdilis dros mteli cxovreba gitivtivdeba tavis shecdomebiamado ... me ki esec ar damchirdeboda radgan isedac yoveldge vpiqrob chems warsulze ... erti rasac gavixsenebdi yvelaze xshirad es is iqneboda rom am samyarostvis erti kargi mainc gavakete da chems magivrad davtove vici rom is angelozia me ki mistvis cudi deda var ... aqamde ar mixsenebia xo rom deda var ... chems tavs dedasac ver vuwodeb ... imitom rom amavdroulad shvilebis mkvleli dedac var .... da isic imitom rom materialurad ar shemedzlo amdenis gadarchena... materialurobis bindzuri pulis gamo ... chem warsuls esec aklda da aman sruliad gamagija icit wamlebmac ki ar mishvela ... atasi nigbit davdivar atasnairad viqcevi ... maviwydeba bevri rame ... gonebac mebindeba ... zogjer realobashic ar var dakarguli var sadgac shors da dejavuebivit atas kadrebs vxedav ... ukve ori tvea qaosshi vcxovrob yovel game atas sizmebs vxedav ... sxva samyaroshi gadavdivar da realobas didxans ver vubrumdebi radgan im cxovrebashic gavichine iseti megobrebi romlebic aqaur cxorebashi ar myolia ... iqauri cxovreba erti imit momwons rom suicidis survilic agar maq ... ratomgac es wamlebis bralic aris mgoni rom or samyaros shoris varsebob ... tumca realobashi roca vbrundebi titqos sicocxlis wyurvils vkargav ... radgan vezizgebi yvelas garda ertisa romelmac jer kidev ar icis rom dedamisi urchxulia ... da tu gaigebs mteli cxovreba ar mapatiebs ... radgan me misi ori ( da an dzma ) gavwire mis gamo ramac misdami damokidebuleba shemacvlevina tumca ara siyvaruli is sakutar tavze metad miyvars ... tumca am shecvlil damokidebulebastan ertad vxedav bevr plius rac isaa rom is bevrad damoukidebeli gaxda ... da cdilobs yvelaperi tviton gaaketos ... rac mteli misi cxovreba gamoadgeba chems garda cota tu atyobs rom is imaze bevrad chkviania vidre ggoniat ubralod taviseburia da ar cdilobs gamoavlinos dadzalebit ... is angelozia da mas dzalian didi mparveli yavs ... radganac is gamorcheulia radgan vici masze simartle ... romelic aravistvis arasdros gamimxelia garda mcire nawili sizmrebisa masze dabadebamde ...
Kutaisi Daily
Zeda Simoneti, Georgia · 1 month ago
თეთრი ხიდიდან გადაფრენილი ბიჭის ამბავი - ნანული ცხვედიანის წერილი
ქუთაისელი ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი თავის ფეისბუქ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქუთაისის ამბებსა და ქუთაისელებს იხსენებს: "ის რა ბიჭი იყო, რიონში რომ თეთრი ხიდიდან ვერ გადახტებოდა! იმ დღესაც ერთმანეთთან გასაჯიბრებლად შეიკრიბნენ, ალბათ, ქუთაისის ჩაუქი ბიჭები, იმ დღესაც ცივი იყო და ოდნავ შემღვრეული, ავად მომზირალი რიონი ... სხვებს როგორ ჩამორჩებოდა ლამაზი ანტოშა, მოხდენილი ტანი ხიდის მოაჯირზე შეაყენა და რიონისკენ გაფრინდა... მერე მთელი ქუთაისი ინაწილებდა პოლიციის ქუჩაზე მცხოვრები ცნობილი მასწავლებლის - სტეფანე კომპანიონის ოჯახის სადარდებელს: რიონის ცივ წყალში უხერხულად ჩამხტარ მათ ბიჭს რევმატოიდული ართრიტი განუვითარდა ; ქალაქის ვერც ერთმა სახელგანთქმულმა ექიმმა, ვერც შორიდან საგანგებოდ ჩამოყვანილმა, იმდროინდელი სამკურნალო ტექნოლოგიით, ვეღარ შესძლო მისი შველა: მოწყვეტილი სხეულით სამუდამოდ მიეჯაჭვა საწოლს სტუდენტობაგამოვლილი, უნიჭიერესი ახალგაზრდა კაცი. ვერც დაცოლშვილება მოასწრო, ვერც პროფესიული განვითარება, სრულიად პარალიზებული შერჩა ბუნდოვან მომავალს. იმ საბედისწერო დღიდან დიდი ხნის შემდეგ, როცა ქუთაისელი კათოლიკე სტეფანე კომპანიონი უკვე ირანში , თეირანის დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე განისვენებდა, ხოლო მისი ვაჟი, ანტონი, აწ ასაკოვანი კაცი, თავის მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობდა კუჩ - ე - ბაარის ქუჩაზე, თეირანში 23 წლის ამერიკელი დონალდ სტილო ჩავიდა. ამერიკაში, ქალაქ ნიუ -ჯერსში ცხოვრობდა, თორემ წარმოშობით იტალიელი იყო. პატარაობიდანვე გაეტაცებინა უცხო ენების შესწავლას, კარგად დაუფლებია რუსულ და ფრანგულ ენებს,შემდეგ უსწავლია სპარსული, სომხური და , როგორც კი ეგზოტიკური, უძველესი ქართული ენისა და მისი ურთულესი ზმნების შესახებ შეიტყო, თეირანში ჩასულმა მისი შესწავლაც მოიწადინა. მეგობრების დახმარებით, ასე მივიდა ანტონ კომპანიონთან, როგორც ღიმილით წერს, ფრანგული სახელისა და კორსიკული გვარის მქონე ქუთაისელთან ქართულის შესასწავლად. პირველივე შეხვედრით, მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. გაივლის დრო და დღეს უკვე მსოფლიოში ცნობილი ირანისტი, სპარსული ენისა და არაბული დიალექტების აღიარებული სპეციალისტი, მრავალი წიგნის ავტორი დონალდ სტილო დაწერს არაჩვეულებრივ, თბილ მოგონებას, რომელიც დაიბეჭდება გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ წიგნში"ქართველები თეირანის დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე" (ინგლისურიდან ტექსტი ჩემთვის თარგმნა ქუთაისის ენათა ცენტრის ახალგაზრდა სპეციალისტმა, ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრმა თეონა ქავზინაძემ). - მსგავსი რამ მხოლოდ წიგნში შეიძლება წაგეკითხათ, ან ფილმში გენახათო ,- იხსენებს დონალდ სტილო 2019 წელს გამოცემულ ამ წიგნში,- ბატონი კომპანიონი კისრის ქვემოთ დამბლადაცემული იყო. ის ფიზიკურად დიდი და მაღალი კაცი გახლდათ - ახალგაზრდობაში საკმაოდ ათლეტური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა მთელი მისი სხეული, ხის მსგავსად, უძრავად იდო. ჩემთან შეხვედრისას, 55 წლის ანტონს უკვე 30 წელი, ნახევარი სიცოცხლე გაეტარებინა უსიცოცხლო მდგომარეობაში. მისი ფეხები და მკლავები სრულიად გაშეშებული იყო, ექთნებსა და ექიმებსაც არ შეეძლოთ მათი მოხრა... მაგრამ ის ყოველთვის იღიმებოდა, ჰქონდა იუმორის კარგი გრძნობა, უყვარდა სიმღერა (დონალდ სტილო იხსენებს, როგორ დიდებულად ასრულებდნენ ანტონი და სტუმრად მოსული მისი ქართველი მეგობრები ულამაზეს ქართულ მრავალხმიან სიმღერებს "ხუთკაციანი ჰარმონიით"), უყვარდა ხალხი (სტილოს მოგონებით, საწოლს მიჯაჭვულ მის მასწავლებელთან ზოგჯერ დადიოდა თეირანის ესპანური ეკლესიის 7-8 მონაზონი,კათოლიკე მღვდელიც სწვევია) და იყო მზრუნველი ადამიანი. მისი სხეული პარალიზებული იყო, მისი სული კი თავისუფლად დანავარდობდა. იგი ირანელებისათვის რუსულსა და ფრანგულში ჩატარებული კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს. დონალდ სტილო იმასაც დასძენს, ძალიან მომთმენი იყო, რადგან საკუთარი ხელით წერა არ შეეძლო, მე თვითონ უნდა მესწავლა ანბანიო. იმ დროისათვის (1963წ.) თეირანში არ არსებობდა ქართულის შესასწავლი სახელმძღვანელო, ან ლექსიკონები. ახალგაზრდა ამერიკელი ორი წლის მანძილზე შეკითხვების დასმით სწავლობდა ანტონისაგან ქართულ მეტყველებას, ის კი პასუხობდა თავისი ქუთაისური კილოთი და როგორც დონალდ სტილო კეთილი იუმორით წერს, "მე ქართულს კი არ ვსწავლობდი, ვსტავლობდიო." 77 წლის ბატონი სტილო ირანული ლინგვისტიკის ერთ-ერთ კონფერენციაზე ქართველ მეცნიერთა ჯგუფს შეხვდა, მათ შორის - დოქტორ ნიკოლოზ ნახუცრიშვილს, რომელიც ქუთაისიდან თეირანში გადასახლებული კომპანიონების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, მან ანტონის მამის - სტეფანე კომპანიონის საფლავის ფოტოც უჩვენა. . გაიხარა დონალდ სტილომ, რომელსაც წლების მანძილზე მადლიერებითა და სიყვარულით კი აგონდებოდა თავისი ქართულის მასწავლებელი, მაგრამ, სამწუხაროდ, კავშირი აღარ ჰქონია, არასოდეს მიუწერია მისთვის. იგი თავის ტკბილსევდიან მოგონებას ამ ფრაზებით ასრულებს: "ვგრძნობ, რომ ანტოშამ მაპატია. მე თქვენ მიყვარდით, ჩემო ძვირფასო მასწავლებელო. დიდი მადლობა! არასოდეს დაგივიწყებთ. დონალდ სტილო გახლავართ." მინაწერი მეგობრებისათვის:_______________________________ ზემოხსენებულ წიგნში ანტონ ვაჭარაძის, ნიკოლოზ ნახუცრიშვილის, გიორგი სანიკიძის ძალზე საინტერესო სტატიებია, რომლებიც, საარქივო მასალებზე დაყრდნობით, დაწვრილებით მოგვითხრობენ, თუ როგორ წარიმართა მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ქუთაისში ჩამოსახლებული ანტუან ფრანცისკეს ძე კომპანიონისა და ქართველი ქალის მაკა ივანეს ასული ხითაროვის შთამომავლობის ბედი; დადგენილია მათი შვილების, შვილიშვილების სახელები და მათთან დაკავშირებული თარიღები. სამწუხაროდ, ტრაგიკული ბედის მქონე შვილიშვილის - ანტონ კომპანიონის შესახებ ცნობები საკმაოდ მწირია, მკვლევართა მიერ გაწეული დიდი შრომის მიუხედავად. არა და, როგორ დაეძებს ანტონ კომპანიონის შესახებ დარჩენილ მცირე ცნობებსაც კი ბატონი დონალდ სტილო, როგორ სურს მას, რომ თავისი საყვარელი მასწავლებლის ხსოვნა ამ გვარის დარჩენილ წარმომადგენლებთან ურთიერთობით გაამდიდროს. ოქტომბერში, როცა ფრანკფურტში სტუმრად ვიყავი ჩვენს საამაყო თანაქალაქელთან - ენათმეცნიერ, გოეთეს უნივერსიტეტის დოცენტ ზაქარია ფურცხვანიძესთან, ერთ -ერთ საოჯახო საღამოზე მან სწორედ დონალდ სტილოსა და ანტონ კომპანიონის შესახებ მიამბო, ეს წიგნიც მაჩუქა. ქუთაისში ჩამოსვლისთანავე დავიწყე ძიება და მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო ახალ ცნობას მივაკვლიე კომპანიონების შესახებ. ყველა საარქივო მასალა უკვე საფუძვლიანად ჰქონდათ დამუშავებული ზემოთ ხსენებულ მკვლევარებს. არ ვკარგავ იმედს, იქნებ შევძლოთ ბატონი სტილოს დახმარება? იქნებ, კიდევ არიან ცოცხალი ის მოხუცები, რომელთაც კომპანიონები ახსოვთ? იქნებ,თქვენს ძველ საოჯახო ალბომებში შემორჩენილია მათი ფოტოები, ბარათები? #ქუთაისისამბები #kutaisidaily #თეთრიხიდი #პიკასოსბიჭი
Kutaisipost
Kutaisi, Georgia · 1 week ago
ქუთაისში ეროვნულ გამოცდაზე 40 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ქუთაისში, ერთიან ეროვნულ ეროვნულ გამოცდებზე დღეს 791 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, აქედან გამოცდებზე 40 არ გამოცხადდა.
Shalva Berianidze
Tbilisi, Georgia · 4 days ago
რუსეთი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU)
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) რუსეთისა და მისი მოკავშირეების - ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ 2015 წელს დაფუძნდა. მალევე მას ყირგიზეთი და სომხეთი შეუერთდა, ხოლო მოლდოვა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი და საპირწონე საერთაშორისო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მეტწილად გაზისა და ნავთობის ფასებზე და საბაჟო გადასახადების გაუქმებაზე ვრცელდება. მკვლევართა აზრით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის მოპოვება და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიის მოკლე მიმოხილვა, აგრეთვე ფაქტების საშუალებით კავშირის გაფართოებაში რუსეთის, როგორც მთავარი აქტორის მიზნების ობიექტურად წარმოჩენა. ქვემოთ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (მოკლე მიმოხილვა) ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) (ინგ. Eurasian Economic Union; რუს. Евразийский экономический союз) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. მას აქვს საერთაშორისო იურიდიული ძალა და 2014 წლის 29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებით დადგინდა. თავდაპირველად, კავშირის შექმნის კონცეფცია, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. კავშირის შექმნის იდეა, 2000 წელს განხორციელდა, როცა რეგიონალური ორგანიზაცია - ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება (EAEC or EurAsEC)[1] დაარსდა. იგი აერთიანებდა ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს. მოგვიანებით, 2010 წელს ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ მისი ძირითადი ამოცანა - ევრაზიის საბაჟო კავშირი (The Eurasian Customs Union - EACU)[2] - დააფუძნა, რაც წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებდა და თითოეულ საქონელზე საერთო ტარიფს აწესებდა. ამის შემდგომ, 2011 წლის ოქტომბერში ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ და ევრაზიის საბაჟო კავშირმა მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ყურადღება მნიშვნელოვნად მიიქცია. შედეგად, 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 2015 წლისათვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას გულისხმობდა. ხელშეკრულება მომავალი ინტეგრაციისთვის სამოქმედო გეგმას მოიცავდა. მეტიც, ევროკომისიის მოდელის მიხედვით ევრაზიული ეკონომიკური კომისია (The Eurasian Economic Commission - EEC)[3] დაფუძნდა, რომელიც 2012 წლის 2 თებერვლიდან ფუნქციონირებს და იგი დღევანდელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მუდმივ მერეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს. აგრეთვე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაფუძნდა ევრაზიის ეკონომიკური სივრცე (The Eurasian Economic Space or Single Economic Space)[4], რაც ერთიან ბაზარს წარმოადგენს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ადამიანის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2014 წლის 29 მაისს ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის ლიდერებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და 2015 წლის 1 იანვირად იგი[5] ოფიციალურად დაფუძნდა. 2015 წლის 12 აგვისტოს ყირგიზეთი კავშირის ოფიციალური წევრი გახდა. ამავე წელს, მას შეუერთდა სომხეთიც და იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან საერთო საზღვარი არ გააჩნია. 2017 წლის აპრილში მოლდოვა კავშირის ოფიციალური დამკვირვებელი ქვეყანა გახდა, ხოლო 2020 წლის 11 მაისს უზბეკეთის კავშირში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებას პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, მხოლოდ 5 სახელმწიფოს აერთიანებს და იგი წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ აზიის ტერიტორიებზე.[6] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დომინანტი სახელმწიფო და მისი ზოგადი ინდიკატორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კავშირი კონკურენტუნარიანობისა და ეროვნულ ეკონომიკას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად შეიქმნა. აგრეთვე, მას თვითგანახლების უნარი გააჩნია და წევრ-სახელმწიფოთა შორის ცხოვრების დონის ამაღლებასა და სტაბილურ განვითარებას ხელს უწყობს. უნდა აღინიშნოს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რუსეთი აშკარად დომინანტი სახელმწიფოა. მაგალითად, 2018 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთლიანი ვაჭრობის 96.9%-ს რუსეთთან ვაჭრობა შეადგენდა, ხოლო დანარჩენ ოთხ წევრს ქვეყანასთან - 3.1%-ს[7]. მეტიც, 2015 წლამდე, კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობამ პიკს 2012 წელს მიაღწია და 73.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კავშირის დაფუძნებიდან დღემდე არ განმეორებულა.[8] თუმცა, თუ გადავხედავთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგად ინდიკატორებს, მივხვდებით, რომ კავშირის საშუალებით რუსეთის ლიდერი თავის გავლენას რეგიონში საკმაოდ აძლიერებს და რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად ფორმირებაში პოზიციებს უმყარებს. ამავე დროს, იგი ცდილობს, გარკვეულწილად დააკნინოს ევროკავშირის, როგორც წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის სტატუსი. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგადი ინდიკატორები[9] ეკონომიკა მოსახლეობა ენერგეტიკა მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.9 ტრლნ აშშ დოლარი (გლობალური GDP-ის 3.2%); ინდუსტრიული წარმოება (2018) - 103.1% (გლობალური წარმოების 2.2%); საგარეო ვაჭრობა (2018) - 753.8 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური ექსპორტის 2.8%, იმპორტის - 1.7%). მოსახლეობა - 184.3 მლნ ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 2.4%); ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა - 94.3 მლნ ადამიანი (გლობალური მაჩვენებლის 2.8%); უმუშევრობის დონე - 5%[10]. ნავთობი - 647.8 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 14.5%, მსოფლიოში პირველი); გაზი - 781.7 მლნ კუბ/მ (გლობალური წარმოების 20.2%, მსოფლიოში მეორე.) ელექტრო ენერგია - 1 284.8 მლნ კვტ/ს (გლობალური წარმოების 4.8%, მსოფლიოში მეოთხე) წარმოება ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობა ფოლადი - 66.1 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 3.7%, მსოფლიოში მეხუთე); მინერალური სასუქები - 15.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 26.3%, მსოფლიოში მეორე); თუჯი - 55 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 4.4%, მსოფლიოში მესამე). რკინიგზა - 109.3 ათასი კმ (მსოფლიო რკინიგზის 8.4%); ავტომაგისტრალი - 1735.7 ათასი კმ (მსოფლიო ავტომაგისტრალის 4.7%); ინტერნეტი - მოსახლეობის 83.7% სარგებლობს ინტერნეტით (მსოფლიო მომხამრებლების 3.9%). სოფლის მეურნეობა - 109.9 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური წარმოების 5.5%); მარცვლეული - 141.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მეხუთე); რძე - 45.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მესამე) რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ როგორც უკვე ვიცით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 15-მა სახელმწიფომ ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძო. მათგან, ნაწილი დემოკრატიის გზას დაადგა და დასავლური ორიენტაცია აირჩია, ნაწილმა დემოკრატიას უარი უთხრა და კვლავ რუსეთთან ერთად თანაცხოვრება დაიწყო, ისინი უფრო პრორუსულ სახელმწიფოებად იქცნენ. მათ რიგებს გამოეყო მესამე ტიპის სახელმწიფოები, რომლებმაც უარი ბოლომდე ვერ თქვეს ვერც დასავლეთზე და ვერც რუსეთთან ურთიერთობაზე, ასეთი სახელმწიფოები, ხშირშემთხვევაში, ბუფერები არიან და მათ სატელიტებს[11] უწოდებენ. არაერთი მკვლევარი ამტკიცებს რომ რუსეთს სურს, დაიბრუნოს ,,ძველი დიდება“, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ფლობდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რეგიონში პირველობას ოდესმე დათმობს, პირიქით ის გამუდმებით ცდილობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტრუმენტებით საკუთარი გავლენა და მასზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების რაოდენობა გაზარდოს. მეტიც, რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის (2016) ძირითადი მიზნების მიხედვით რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად, პოზიციების გამყარებას სურს, აგრეთვე - მეზობელ სახელმწიფოებში დაძაბულობის კერებისა და კონფლიქტების აღმოფხვრაში ხელშეწყობა, ახალი კონფლიქტების პრევენცია და რუსული ენის პოზიციების გავრცელება და გაძლიერება.[12] შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რუსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის წყალობითაც მან შეძლო და ბოლო 5 წელიწადში მსოფლიო დონის შედეგებზე გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ, ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად. ამდენად ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, რათა კავშირის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით უფრო გაიზარდოს და ,,საბჭოთა კავშირის ახალი მოდელიც“ შეიქმნას. ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა და მისი საშუალებით რუსეთს რეგიონში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა კავშირში შესვლასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკაც, რათა განვსაზღვროთ, რამდენად რეალისტურია კავშირის გაფართოება. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედის 5 პოსტსაბჭოთა ქვეყანა: რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. ვნახოთ დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების პოლიტიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ უზბეკეთი - 2020 წლის 7 მარტს ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას არ ჩქარობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციაში, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაკმაყოფილდება.[13] აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უზბეკეთს და ცდილბოს, რომ კავშირის წევრი გახდეს. ურთიერთობას აადვილებს, ისიც რომ 2016 წლიდან ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, ახალმა პრეზიდენტმა შავქათ მირიაევმა უარი თქვა ძველ საგარეო პოლიტიკაზე და კავშირების გაზრდა დაიწყო. აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და კავშირში შესვლის შემდგომ ის, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარი გახდება. კავშირში გაწევრიანების შემდეგ უზბეკეთმა შესაძლოა, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში დიდი დაასუსტება იგრძნოს და პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაშკენტს საგარეო-პოლიტიკური მანევრის მრავალფეროვნებას შეუზღუდავს[14], თუმცა 2020 წლის 28 აპრილს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ[15], ხოლო 11 მაისს მას მხარი პარლამენტის ზედა პალატამაც დაუჭირა.[16] ტაჯიკეთი - მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ შეიცვალა და დღესდღეობით, ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება, ამდენად რუსეთს ტაჯიკეთის მიმართ არ აქვს იმდენად დიდი ინტერესი, როგორც - უზბეკეთის მიმართ. ამას ცხადჰყოფს ისიც, რომ ტაჯიკეთი ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წევრი იყო, ბელარუსთან, რუსეთთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან ერთად და მის გარდა, ყველა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია. ამასთანავა, ტაჯიკეთი საკმაოდ პრობლემური რეგიონია და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის გამო შესაძლოა, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნას, განსაკუთრებით კი მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და რეგიონის კონტროლისთვის სამხედრო დაპირისპირება დღესაც მიმდინარეობს.[17] ამას ემატება ისიც, რომ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე მიმდინარეობს და ხშირია სამხედრო დაპირისპირებები.[18] ამდენად, სავარაუდოა, რომ რუსეთი უფრთხილდება ყირგიზეთთან ურთიერთობას, რადგანაც იგი კავშირის მნიშვნელოვანი წევრია და ტაჯიკეთის კავშირში გაწევრიანების მცდელობით მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. თურქმენეთი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში, თუმცა მისი კავშირში გაწევრიანება რუსეთს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, როგორც ვიცით თუქმენეთი საკმაოდ მდიდარია ენერგორესურსებით, 2016 წლის მონაცემებით, თურქმენეთი 17.5 ტრილიონ გაზის მარაგებს ფლობს, რაც მსოფლიო მარაგების 9.4%-ია. 1990-იანი წლების დასაწყისში თურქმენეთი გაზის ექსპორტს ერთადერთი მარშრუტით, ცენტრალური აზია – ცენტრის გაზსადენის სისტემით ახორციელებდა. თურქმენეთი შემდგომი წლების განმავლობაში რუსეთის მარშრუტზე და რუსეთის ფასის დიქტატზე დარჩა დამოკიდებული[19]. შედეგად, დღემდე რუსეთი თურქმენულ გაზს საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობს და საკმაოდ ძვირად ჰყიდის. რადგანაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი წევრ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებულ შეთავაზებებს, მათ შორის პროდუქტის საერთო ფასის დაწესებას ითვალისწინებს, სავარაუდოა, რომ რუსეთს არ უნდა სურდეს თურქმენეთის კავშირში გაწევრიანება, რადგანაც მას თურქმენულ გაზში უფრო ძვირის გადახდა მოუწევს და გარკვეულ დათმობებზეც წავა. აზერბაიჯანი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდეს, რადგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანი იმ მილსადენების აშენებით გაძლიერდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების შემთხვევაში საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს, თუმცა ისინი აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და რუსული ოკუპაციით გამოწვეული რუსეთ-საქართველოს არამეზობლური ურთიერთობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა რომ აზერბაიჯანი კავშირში გაწევრიანდეს. საქართველო და უკრაინა - ორივე ქვეყანას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ორივე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შედეგად, ქვეყნის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ გამოვა და ამ ორი სახელმწიფოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. მოლდოვა - მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი მოლდოვას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს ცალსახად უჭრს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოლდოვა 2017 წლის აპრილში ამ კავშირის დამკვირვებელი ქვეყანა გახდა. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ დოდონი მოიგებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება და მოსალოდნელია, რომ მოლდოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - მოსკოვი ყველაზე ნაკლებად მოიაზრებს, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან, რადგანაც ისინი ევროკავშირში არიან და მათი კავშირის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა. დასკვნა ზემოთაღნიშნული ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრი ქვეყნებიც ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის გაზრდა და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა.[20] ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, თუმცა კავშირის არაწევრი 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, მხოლოდ ორი - უზბეკეთი და მოლდოვა შესაძლოა შუერთდეს კავშირს და წევრთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდოს, ხოლო სხვა სახელმწიფოები, რამდენად გაწევრიანდებიან და 27-წევრიან ევროკავშირს რეალურ კონკურენციას რამდენად გაუწევენ, ეს უფრო მეტად დროში გადასასინჯი საკითხია. გარდა ამისა, კავშირის ბოლოდროინდელი პრობლემები, გვაფიქრებინებს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არასტაბილური კოლაბორაცია მიმდინარეობს, რაც არაჯანსაღ ურთიერთობებს იწვევს და კონსოლიდირებული დემოკრატიის აუცილებლობას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 31 მარტს სომხეთის ვიცე-პრემიერმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ფასის შემცირების თაობაზე ახალი მოლაპარაკების დაწყების წინადადებით მიმართა.[21] აგრეთვე, 19 მაისს კავშირის უმაღლესი საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსმა გაზის ფასის ფორმირების საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა. ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეფასებით კი ზენაციონალურ სამართლებრივ აქტებს არ უნდა ჰქონდეთ უპირატესი იურიდიული ძალა ნაციონალური სამართლებრივი სისტემების მიმართ, მეტიც, ევრაზიის ეკონომიკური კომისია წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს და კომისიაში საკადრო კვოტირების სისტემის ფორმირებისას რუსეთს ორგანიზაციის სტრუქტურებში მეტი წარმომადგენელის დანიშვნის საშუალებას არ უნდა აძლევდეს. ამდენად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების უკმაყოფილება გვაფიქრებინებს, რომ წევრი სახელმწიფოები რუსეთის გარდა, საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე უფრო ღრმა ინტეგრაციის წინააღმდეგები არიან. ის თუ, რამდენად ჯანსაღია ამგვარი მიდგომა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონირებისათვის და რამდენად კარგია, მხოლოდ რუსეთის დომინირება ამას მომავალი გვიჩვენებს. ავტორი: შალვა ბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი [1] ЕВРАЗИЙСКОЕ ЭКОНОМИЧЕСКОЕ СООБЩЕСТВО; About EurAsEC; Basic Documents Collection - ; [2] Dreyer L.; Popescu N.; The Eurasian Customs Union: The economics and the politics; European Union Institute for Security Studies; March 2014 - ; [3] About the Eurasian Economic Commission - ; [4] Schneider U.; A Single Economic Space: From Lisbon to Vladivostok; RUSSIA BRIEFING; Issue 15; November 2015 - ; [5] About the Eurasian Economic Union – EAEU - ; [6] Busygina I.; Filippov M.; Russia and the Eurasian Economic Union: Conflicting Incentives for an Institutional Compromise; Higher School of Economics Research Paper No. WP BRP 31/IR/2018 - ; [7] Bhutia S.; Russia dominates Eurasian Union trade. Here are the numbers; Trade between members of the EAEU was higher before the free-trade bloc was formed; Oct 18, 2019 - ; [8] იქვე.; [9] About the Eurasian Economic Union – EAEU; General Information; General Indicators; Official Website of EAEU - ; [10] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ მათი უმუშევრობის დონე 2.2%-ით ნაკლებია ევროკავშირის უმუშევრობის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა; იხ.: -; [11] Satellite Nations: Definition & the Cold War - ; [12] FOREIGN POLICY CONCEPT OF THE RUSSIAN FEDERATION; Approved by President of the Russian Federation Vladimir Putin on November 30, 2016 - ; [13] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 4; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2020 - ; [14] იქვე.; [15] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 7; მიმოხილვის პერიოდი: 16-30 აპრილი, 2020 - ; [16] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 8; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მაისი, 2020 - ; [17] მთიანი ბადახშანი: ტაჯიკეთის მივიწყებული რეგიონი - ; [18] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 9 - ; [19] კომახია მ.; ,,ახალი დიდი თამაში“ ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის; ექსპერტის აზრი 97; 2018 - ; [20] ჩერჩელაშვილი ვ.; ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები, 2017 - ; [21] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 6; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აპრილი, 2020 - ;#პოლიტიკა
+2
Keso Bigvava
Tbilisi, Georgia · 2 months ago
10 პერსონაჟი კაცი სერიალიდან, რომელიც არ უნდა მოგვწონდეს, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებთ
1. ჯეიმი ლანისტერი Game Of Thrones-დან მართალია, ჯეიმი მეფისმკვლელია და კიდევ მრავალი დანაშაულია მის კისერზე, თუმცა მაყურებლების არც ისე მცირე ნაწილში ის მაინც იწვევს აღფრთოვანებას თუნდაც თავისი სიყვარულის მიმართ სამუდამო ერთგულების გამო. მართალია, მისი სიყვარულის ობიექტი თავისივე ღვიძლი დაა, მაგრამ მაინც... 2. ტეიტ ლენგდონი American Horror Story-დან უნდა ვაღიაროთ, რომ რაიან მერფის ყველაზე საზარელ პერსონაჟშიც კი შეუძლია ადამიანური ხასიათის გამოკვეთა, რის გამოც ცალსახად უარყოფითად ვეღარ განეწყობი ხოლმე მათ მიმართ. თორემ სხვანაირად როგორ შეიძლება ისეთი საშიში დამნაშავე მოგეწონოს, როგორიც ტეიტ ლენგდონია. 3. მისტერ ბიგი Sex and the City-დან მიუხედევად იმისა, რომ მისტერ ბიგს ნამდვილად უამრავი უარყოფითი თვისება აქვს, მან მაინც მოახერხა, რომ კერი ბრედშოუსთან ერთად ბევრი მაყურებლის გული მოეგო. 4. სოიერი Lost-დან შევთანხმდეთ, რომ ზოგადად რთულია, ვინმე ამ სერიალიდან არ გიყვარდეს. მათ შორისაა სოიერიც, რომელიც საწყის სეზონებში არც ისე საამაყო თვისებებით იწონებს თავს, თუმცა მაყურებლების უმეტესობას მაინც შეაყვარა თავი. 5. ნოა სოლოუეი The Affair-დან იმ ყველაფრის მიუხედავად, რასაც ეს პერსონაჟი მთელი სერიალის განმავლობაში აკეთებს, თავისი ქარიზმით მაინც ბევრს ხიბლავს. 6. მორიარტი Sherlock-დან მერე რა, რომ მორიარტი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბოროტმოქმედია — მთავარია, ის ენდრიუ სკოტის მიერ შესრულებული იხილოთ და მაშინვე ჩაგივარდებათ გულში. 7. ჯო გოლდბერგი You-დან თუ ეს სერიალი გინახავთ, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ვინც საფრთხეს არ ეძებს, პირველ რიგში ის უნდა ინატროს, რომ ჯოსნაირი ადამიანის სიახლოვესაც კი არ აღმოჩნდეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი მანიაკალური აკვიატებები ბევრს იზიდავს კიდეც. 8. ადამი Sex Education-დან მაყურებლები ადამს თავდაპირველად როგორც ჰომოფობს, ბულერსა და მოძალადეს იცნობენ, მაგრამ ერიკი ერთადერთი სულაც არ არის, ვინც მის ამ წარსულ გამოცდილებას ივიწყებს და მის მიმართ სიმპათიას გამოხატავს. 9. ნიგანი The Walking Dead-დან აპოკალიფსის დროსაც რომ ახერხებს და ცუდი ტიპია, ნამდვილად რთულია ასეთ პერსონაჟზე რაიმე დადებითის თქმა, თუმცა ნიგანი მაინც არაერთი მაყურებელს მოსწონს. 10. პერი რაითი Big Little Lies-დან ნიკოლ კიდმანის მიერ ეკრანებზე საოცარი ოსტატობით გაცოცხლებული სელესტის ისტორიის შემდეგ, ალბათ, წარმოუდგენელია, რომ პერის პერსონაჟი ვინმეში სიმპათიას იწვევდეს. თუმცა, მოდი, ეს მხოლოდ ალექსანდრ სკარსგარდის ღვთაებრივ გარეგნობას დავაბრალოთ. თქვენ კიდევ ვის დაამატებდით ამ სიაში?#10პერსონაჟი #სერიალი #პერსონაჟები #ცუდიპერსომაჟები Tbilisi
+3
Primetime
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ქართველი ექთანი ბარსელონაში COVID-19-ით დაავადდა და გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ საქმიანობას დაუბრუ
ქართველი ექთანი ბარსელონაში COVID-19-ით დაავადდა და გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ საქმიანობას დაუბრუნდა - Primetime
ქართველი ექთანი ბარსელონაში COVID-19-ით დაავადდა და გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ საქმიანობას დაუბრუნდა - Primetime
ქართველი ექთანი ბარსელონაში COVID-19-ით დაავადდა და გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ საქმიანობას დაუბრუნდა - Primetime