ინდოეთმა მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით

0
ინდოეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანაში კორონავირუსის 697 800-ზე მეტი შემთხვევაა. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 700 ადამიანი. ბოლო დრომდე მესამე ადგილზე რჩებოდა რუსეთი, რომელიც ამჟამად მეოთხეა. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში უკვე დაინფიცირდა 681 000-ზე მეტი ადამიანი და 10 000-ზე მეტი გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევების და ლეტალური შედეგების რაოდენობით, პირველ და მეორე ადგილზე არიან აშშ და ბრაზილია. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3 მილიონს უახლოვდება. გარდაცვლილია 132 000-ზე მეტი. ბრაზილიაში კორონავირუსის 1, 6 მილიონზე მეტი შემთხვევაა. გარდაცვლილთა რიცხვი 65 000-ს უახლოვდება. მსოფლიოს 210-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 500 000-ს აჭარბებს. COVID-19-ით გარდაცვლილია 500 000-ზე მეტი ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30709079.html
#ახალი_ამბები
#twitter
0