0
2 კვირის განმავლობაში საავადმყოფოების კომპლექსური შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა უკანონო საექიმო საქმიანობასთან, კლინიკების სანებართვო და სალიცენზიო პირობებთან, უნებართვო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის უკვე შემოწმდა 30 კლინიკა და მათ შორის გამოვლინდა 3 ისეთი დარღვევა, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის რისკები იკვეთება. ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შემოწმდება ქვეყნაში რეგისტრირებული 2800-მდე სამედიცინო დაწესებულება.
0