ქირონი ზოდიაქოს ნიშნებში

0
ქირონი ვერძში ეს არის თაობა დაბადებული 1919 - 1925 წლებში ასეთ ხალხს უნდა რომ გამოჩნდეს იმაზე ძლიერი, ვიდრე სინამდვილეშია. მათ ხშირად ახასიათებთ აქტიურობის და ხასიათის ცვალებადობა, მათ ხშირად ვერ გაურკვევიათ იმოქმედონ აქტიურად, თუ სჯობს მიყუჩდნენ. რაც უფრო დიდ სიფრთხილეს იჩენენ, მით უფრო მეტად ღიზიანდებიან. ასეთი პიროვნებები ერთდროულად ეჭიდებიან რამოდენიმე საქმეს და შემდეგ ტოვებენ დაუმთავრებელს. ყველაზე საუკეთესო ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ ნახტომის ფორმით, ე.ი. კეთდება, ეგრეთ წოდებული “კურდღლის მარყუჟი”, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით ვერძი ხომ კურდღელია. ქირონი კუროში ეს არის თაობა დაბადებული 1926 - 1933 წლებში ასეთი ადამიანები შესანიშნავად გეგმავენ თავის ქმედებებს. ისინი ნიჭიერები არიან ტაქტიკასა და სტრატეგიაში. ამ ადამიანებს შეუძლიათ გათვალონ შესაძლო პრობლემების სხვადასხვა ვარიანტები და შეუძლიათ მოქნილად მანევრირება. ისინი მეცნიერებაში, საყოფაცხოვრებო საქმეებში და შემოქმედებაში აღწევენ დიდ წარმატებებს. მაგრამ მათ შეიძლება გამოავლინონ სიხარბე და შური სხვისი წარმატების გამო. ხშირად ისინი წინ მიაბიჯებენ, შემდეგ კი უხვევენ გვერდზე. ქირონი ტყუპებში ეს არის თაობა დაბადებული 1933 - 1937 წლებში ასეთი პირები ყველას ამეგობრებენ, აკავშირებენ, თავად კი რჩებიან მარტოსულები. ისინი ვერ იტანენ დისციპლინას. კარგად ეთვისებიან ყველანაირ პირობებს. ისინი ცდილობენ, რომ ყველაფერი იცოდნენ, ამიტომ ცოტ-ცოტა ვითარდებიან ყველა სფეროში. ასეთ ადამიანებს შესაძლოა კარგად ჰქონდეთ განვითარებული ლიტერატურული ნიჭი. ისინი ობიექტურად აფასებენ სიტუაციას, მაგრამ ამასთან არ გამოხატავენ თავიანთ პირად აზრს. ისინი ექცევიან შეკრებილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ყვებიან სხვადასხვა ისტორიებს, თუმცა შეუძლიათ ამავე დროს იფიქრონ საკუთარზე. ამ ხალხს შეუძლია გამოავლინოს ცრუ აქტიურობა, ანუ დაკავდნენ იმით რისი ინტერესიც არ გააჩნიათ. ასეთი ხალხის ბოლომდე ნდობა არ შეიძლება, რადგან მათ შეუძლიათ აჩვენონ თავიანთი ქამელეონობა. ქირონი კირჩხიბში ეს არის თაობა დაბადებული 1937 - 1940 წლებში ასეთი ხალხისთვის დამახასიათებელია მოხეტიალე ბუნება, ისინი ხშირად ხდებიან “გზააბნეული შვილები”. რაც უფრო კარგად ცხოვრობენ, მით უფრო ძლიერ უნდათ მოიპოვონ თავისუფლება. ხშირად ასეთი ხალხი ცხოვრობს ორმაგი ცხოვრებით და ჰყავთ ორი ოჯახი. ისინი შეიძლება იყვნენ ძალიან ჭირვეულები და ცვალებადები. ქირონის გაორების თვისება შეიძლება გამომჟღავნდეს ისე, რომ მას ერთდროულად იზიდავდეს ოჯახიც და თავისუფლებაც. მაგრამ მათ აქვთ უნარი შინაგანად შეიცვალონ უკეთესობისაკენ. ხშირად ისინი ხდებიან არქეოლოგები და აცოცხლებენ უძველეს ტრადიციებს. ისინი კარგად ეცნობიან უცხო კულტურასა და ზნე-ჩვეულებებს. უარეს შემთხვევაში მათში ვლინდება ვერაგობა, ცბიერება, ტყუილისკენ მიდრეკილება. შეიძლება წარმოიშვას გაუგებრობა ოჯახურ ცხოვრებაში. მათ ისიც კი შეუძლიათ, რომ ჰყავდეთ ორი ოჯახი და ჰქონდეთ რამდენიმე სახლი. ქირონი ლომში ეს არის თაობა დაბადებული 1940 - 1943 წლებში ასეთი პირები აგებენ ილუზიებს და ცდუნდებიან გამარჯვებით. ხშირად ისინი არ არიან დარწმუნებულნი თავიანთ თავში და თვითდამკვიდრებისთვის თავის პოზიციას თავს ახვევენ ირგვლივ მყოფთ. ამ ადამიანებს შეუძლიათ შეიცვალონ ორიენტაცია და გადაეწყონ ცხოვრების ახალ ნირზე. ზოგჯერ არ უნდათ იმის ჩვენება, რომ მათთვის ყველაფერი დასაშვებია, თუმცა ამით ისინი ფარავენ თავიანთ კომპლექსებს. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ კარგად შეესისხლხორცონ ნებისმიერ შემოქმედებით სახეს. მათ ურჩევნიათ იცხოვრონ თავისუფალი ცხოვრებით. ისინი შესანიშნავად ებრძვიან თავიანთ ნაკლოვანებებს, რადგან შეუძლიათ თავიანთ თვს შეხედონ გვერდიდან. ეს ადამიანები ვერ იტანენ ღია პირფერობას, მათზე არ მოქმედებს შექება, პირიქით, შექებამ შეიძლება განუვითაროს კომპლექსები და თავის თავში დაურწმუნებლობა. მისი ხასიათის უარყოფითი მხარე ვლინდება პოზიორობასა და თამაშში. ქირონი ქალწულში ეს არის თაობა დაბადებული 1943 - 1945 წლებში მათ შეუძლიათ საკმაოდ ობიექტურად შეაფასონ განსხვავებული სიტუაციები. თუმცა ხშირად ეს არის მხოლოდ საქმიანი ხალხის მიბაძვა, რადგან ჩინური კალენდრის მიხედვით ქალწული - მაიმუნია. ისინი ეჭიდებიან წვრილმანებს და არ უდგებიან სიტუაციას გლობალურად. ეს ხდემა იმ წინააღმდეგობის გამო, რომელიც ჩნდება ნიშნის მიწიერებასა და პლანეტის სიდიადეს შორის. მათ ხშირად შეიძლება გამოუვლინდეთ მაგიური შესაძლებლობები, რომელსაც ქირონიელები მოიხმარენ სიკეთისათვის ჯანმრთელობის და საზოგადოებრივ სფეროებში. მათ შეიძლება გამოუმჟღავნდეთ პუნქტუალურობის და მოვალეობის გრძნობის გაძლიერება. მიუხედავად იმისა, რომ არიან კარგი ტაქტიკოსები, მათ არასდროს არ იზიდავთ თამაში. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ კარგი სწავლულები, სამეცნიერო მოღვაწეები და პედაგოგები. უარეს შემთხვევაში ისინი შეიძლება გახდნენ ინტრიგანები და ანგარებიანი მაცდუნებლები. მათ ღლით ცხოვრება, რადგან წვრილმანების უკან ვერ ამჩნევენ უმაღლეს აზრს. თუ ისინი უზრუნველყოფილნი არიან მატერიალურად, შეიძლება მუშაობის სურვილი არც კი ჰქონდეთ. ქირონი სასწორში ეს არის თაობა დაბადებული 1945 - 1946 წლებში ქირონი არის სასწორის მთავარი პლანეტა ესენი არიან საკუთარი თავისადმი მომთხოვნი და მკაცრი პიროვნებები. ისინი ირჩევენ ისეთ პროფსიებს, როგორიცაა: ადვოკატი, იურისტი, ჟურნალისტი ან სახელმწიფო მოხელე. ისინი არიან ძალიან გულღიები და კარგად ალაგებენ ურთიერთობებს გარშემო მყოფებთან. ასეთი ადამიანები ამჟღავნებენ კარგ დიპლომატიურ უნარს და შეუძლიათ შეარიგონ მოდავე მხარეები. ისინი ისწრაფვიან სამართლიანობისაკენ. უარეს შემთხვევაში ასეთი ადამიანები შეიძლება გახდნენ მერყევები და დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა. მათ შეიძლება არ გააჩნდეთ შინაგანი ღერძი და ხდებიან არადისციპლინირებულები. რაც უფრო მშვიდია მათი ცხოვრება, მით უფრო მეტად შეიძლება მოუნდეთ გაანადგურონ ყველაფერი თავიანთ გარშემო. ასეთი ადამიანები შეიძლება გახდნენ ძალიან ნერვიული და შარიანი. ასევე მათ ქცევაში შეიძლება გამოვლინდეს გაორება, მათ ენდომებათ ერთდროულად ორ სკამზე ჯდომა. ეს მიიყვანს ახლობლების ღალატამდე. მათთვის უმჯობესია განავითარონ თავიანთ თავში სტაბილური პლანეტების, სატურნისა და ვენერას თვისებები, და უკვე სტაბილიზაციის შემდგომ - ქირონის საუკეთესო თვისებები. ქირონი მორიელში ეს არის თაობა დაბადებული 1946 - 1948 წლებში მორიელის მფარველი პლანეტები არიან მარსი და ურანი. ეს რთული კავშირია, რადგან მარსი - ეს არის ბრძოლა და ვნება, ქირონი კი - თანხმობა და სიმშვიდე, ურანი - ეს არის რბევა და ქაოსი, ხოლო ქირონი- გაწონასწორებულობა. ამ წინააღმდეგობების შდეგად ასეთ ადამიანებს ახასიათებთ შინაგანი კონფლიქტები და სულიერი შფოთვები. თვითმოტყუების მდგომარეობას მიყავთ იქამდე, რომ გარშემო მყოფნი მტრებად ეჩვენებათ. უკეთეს შემთხვევაში ასეთი ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ მატერიალურ კეთილდღეობას და ყურადღებას უთმობენ პრაქტიკულ ოკულტურ საქმიანობას. მაშინ ისინი მთლიანად გარდაიქმნებიან და თითქოს თავიდან იბადებიან. ასეთი პიროვნებები დაჯილდოვებულნი არიან ფსიქოლოგიური ნიჭით, ისინი საუკეთესოდ ერკვევიან ადამიანებში და მუდმივად აუმჯობესებენ თავის შინაგან სამყაროს. მაგრამ თუ ეს ადამიანები ვერ გადალახავან პლანეტების წინააღმდეგობრივ გავლენას, მაშინ მათ ეწყებათ სულიერი დაავადებების განვითარება. ისინი ესწრაფვიან ცხოვრებაში ცვლილებებს. რაც უფრო მეტი აქვთ, მით უფრო მეტად იწყებენ ფლანგვას, ან საერთოდ არაფერს ხარჯავენ. მათთვის ძალიან ძნელია შინაგანი კონფლიქტის დაძლევა. ქირონი მშვილდოსანში ეს არის თაობა დაბადებული 1948 - 1951 წლებში ასეთი პიროვნებების ხასიათში კარგად ერწყმის ერთმანეთს შმაგი ავანტიურიზმი სიფრთხილეს. ისინი ჰგვანან აისბერგს - გვაჯადოებენ თავისი სიმშვიდით და სიდიადით, სიღრმეში კი ფარავენ თავის არსს. მათ უმჟღავნდებათ გონების ფილოსოფიური წყობა, ისინი არ ახვევენ ხალხს თავის აზრს, მაგრამ თავისუფლად შეუძლიათ გავლენა იქონიონ მათზე. ისინი ძალიან მოწიფული ადამიანები არიან, რომლებიც ადვილად აღწევენ დასახულ მიზნებს. მათ შეუძლიათ ადვილად იგრძნონ საუკუნის იდეები, გააკეთონ აღმოჩენები, რომლებიც უკვე მწიფდება. მშვილდოსნის მფარველები არიან იუპიტერი და ნეპტუნი. ნეპტუნი - შემოქმედებითი ნიშანია, ამის წყალობით მშვილდოსნებს შეუძლიათ გათვალონ საყოველთაო საინფორმაციო ველი. იუპიტერის წყალობით მშვილდოსნების ყელანაირი საქმიანობა იძენს კანონიერ სტატუსს. მაგრამ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გამოავლინონ გაორება თავიანთ ხასიათში. მიზნის მისაღწევად შეუძლიათ დაჩაგრონ სუსტი, ანუ შეუძლიათ გადაიარონ თავებზე. ისინი ჯერ მოქმედებენ ცბიერებით, შემდეგ კი ძალითაც. მიზნის მისაღწევად თავიანთ გზაზე სჩადიან უამრავ გადაცდომებს და უაზრო ქმედებებს. ქირონი თხის რქაში ეს არის თაობა დაბადებული 1901 - 1905, ასევე 1951 - 1955 წლებში ისინი ფლობენ საუკეთესო ტაქტიკურ უნარებს. ისინი ფარულად აწარმოებენ თავიანთ საქმეს, ამასთან ერთად ჭკვიანურად ცვლიან თავიანთ სტრატეგიას. რადგან თხის რქა მიწის ნიშანია, მას მიზნის მისაღწევად დიდი შრომა სჭირდება. ძლიერი ქირონის მქონე ადამიანები ყველა საქმეში იჩენენ ოსტატობას და პროფესიონალიზმს. შრომისმოყვარეობის გამო ასეთი პიროვნებები აღწევენ ნებისმიერ სიმაღლეებს. მათ შეუძლიათ გონება მოიკრიბონ გადამწყვეტი ნახტომის წინ და დაიპყრონ საჭირო სიმაღლე. ისინი ძალიან იოლად აღწევენ მიზანს, ეს ყველაფერი ხდება მარსის წნეხის და ქირონის სიფრთხილის წყალობით. მათ ყოველთვის აქვთ სურვილი, რომ შეიცნონ სიახლეები. ისინი არიან კარგი სტრატეგები, ფხიზელი და ცივი ანალიზის უნარით. თუ მათ სურთ, რომ მიაღწიონ თავისას, მოქმედებენ მოულოდნელად და წამიერად. ამასთან ისინი არ ექვემდებარებიან ფანატიზმს. მაგრამ შეიძლება მოხდეს ისეც, რომ ეს ადამიანები ზედმეტად გადაჰყვნენ თამაშს, მაშინ თავიანთი მიზნისკენ მიდიან ნებისმიერი გზით. მათ შეუძლიათ ჩაიდინონ ისეთი ქმედებები, რომლებსაც მათგან არ ელიან. მაგრამ ასეთ მდგომარეობას მათთვის სიხარული არ მოაქვს, აღწევენ რა თავიანთ მიზნებს, მათ ეუფლებათ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ქირონი მერწყულში ეს არიან ადამიანები, დაბადებულნი 1905 - 1910 და 1955 - 1960 წლებში მათთვის უბრალოდ აუცილებელია თავისუფლება. ასეთი პირები ეძებენ ალტერნატივას, რადგან მათ უნდათ ერთმანეთს შეუთავსონ დაპირისპირებულობები. მერწყულებზე ურანის გავლენის გამო, როგორც წესი, ისინი არიან სულიერად განვითარებული ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ შეიცნონ აბსოლიტური სრულყოფილება. ყოფით სიტუაციებში მათ ყოველთვის არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. სერიოზულ სიტუაციებში მათ შუძლიათ გამოავლინონ მასხრობა. ამ ხალხს შეუძლია ერთდროულად იცხოვროს აწმყოში, იფიქროს მომავალზე და არ დაივიწყოს წარსული. ეს მათ საშუალებას აძლევს არ დაკარგონ ნიადაგი ფეხქვეშ. ესენი არიან მოგზაურები დროსა და სივრცეში. მაგრამ სიტუაცია შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს: თავისუფლების მოთხოვნილებამ მიიყვანოს ცხოვრების მიმართ უშაბაშო დამოკიდებულებამდე. ამ შემთხვევაში ეს ადამიანები შიძლება გახდნენ სრულიად უმართავნი, დაიწყონ დაუფიქრებელი მოქმედება. ისინი ჩაიდენენ ცუდ საქციელს და შემდეგ ეცდებიან მის დავიწყებას. ქირონი თევზებში ეს არიან ადამიანები, დაბადებულნი 1911 - 1916 და 1960 - 1968 წლებში ამ დროს ქირონი მეტად საიდუმლოებით მოცული ვლინდება. ასეთი ადამიანები შეიძლება იყვნენ იმდენად მგრძნობიარენი, რომ იგრძნონ კოსმიური ვიბრაციები. მათ შეუძლიათ გახდნენ მედიუმები და ექსტრასენსები იდუმალი ოკულტური შესაძლებლობებით. მათ შუძლიათ ჩავარდნენ მედიტაციაში და გაიშალონ დროში. ამას გარდა ისინი ხდებიან საუკეთესო ფსიქოლოგები, მათ შეუძლიათ ჩაწვდნენ და შეიცნონ ადამიანის სულის ნებისმიერი წვრილმანი. ყოფიერებაში ისინი შიძლება გახდნენ ნიჭიერი მსახიობები ან მოდის დამფუძნებლები, რადგან მათ გააჩნიათ კარგი პლასტიკა და სილამაზის გრძნობა. მაგრამ ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ არადამოუკიდებელნი და უჭირდეთ გონების მოკრება. სერიოზულ საქმეებში ისინი იჩენენ თავქარიანობას. მათ აგრეთვე შეუძლიათ ახლობელ ადამიანს “სულში ჩააფურთხონ”. ისინი ხშირად იხლართებიან თავიანთ გრძნობებსა და მსოფლმხედველობაში. ასტროლოგია
astrology
0