0
თბილისის "დინამო" შემდეგ ეტაპზეა! შემდეგი მეტოქე როტერდამის "ფეინოორდია"! ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "დინამო თბილისმა" აზერბაიჯანული "გაბალა" 3:0 დაამარცხა. "დინამოს" და "გაბალას" ორმატჩიანი დუელი ორი შეხვედრის ჯამში ქართველთა გამარჯვებით 5:0 დასრულდა. ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე "დინამო" "ფეინოორდს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 8 აგვისტოს, როტერდამში შედგება.
0