1 votes
5 comments
30 shares
Save
რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები 6 ივლისს
1182 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს და საკმაოდ დაძაბულად ჩაივლის. მოსალოდნელია უსიამოვნო შემთხვევები, ავადმყოფობა, კატასტროფა. ერიდეთ სპირტიან სასმელებს და ავტომობილის სწრაფად ტარებას. მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან ან ნათესავთან დაკავშირებული პრობლემა. ბავშვებთან ურთიერთობის დროს ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლე ძალით დაამტკიცოთ.

კურო

ენერგიის, შინაგანი თავისუფლებისა და ცოდნის მოპოვების დღეა. შესაფერისი დროა გართობისა და მხიარულებისთვის. ამ დღეს მხოლოდ იმ საქმით უნდა დაკავდეთ, რომელიც კარგად იცით. ერიდეთ დაპირებების გაცემას და ნურავის მოთხოვთ პირობის შესრულებას.

ტყუპები

ამ დღეს ზედმეტი ამბიციურობა, აგრესიულობა ან სიტუაციის არასწორი შეფასება შეიძლება სამსახურსა და პირად ცხოვრებაში პრობლემების მიზეზი გახდეს. ნუ მოდუნდებით და წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. სასურველია საღამო სტუმრად გაატაროთ. სადაც ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით.

კირჩხიბი

ეცადეთ, შექმნილ პრობლემებს ფილოსოფიურად შეხედოთ. ერიდეთ ექსპერიმენტებს და კარგად ნაცნობი საქმით დაკავდით. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. მოთმინება და თავშეკავება გმართებთ.

ლომი

თუ მანქანის მართვას ან მგზავრობას გეგმავთ, ეცადეთ გზაზე სიფრთხილე გამოიჩინოთ. მოსალოდნელია ტრავმები, კატასტროფები, ახლობელ ადამიანთან ან ნათესავთან დაკავშირებული უსიამოვნო ამბავი. ერიდეთ სპირტიან სასმელებს.

ქალწული

დღის პირველ ნახევარში პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია წარმატება. კომერციულ საქმიანობაში ერიდეთ აქტიურ მოქმედებებს და გაუმართლებელ რისკს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ჰარმონიული ცოლ-ქმრული ურთიერთობისთვის.

სასწორი

კრიტიკული დღეა. ენერგიის ნაკლებობა დამანგრეველია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ერიდეთ მკვეთრ და უხეშ გამოთქმებს, რასაც შეიძლება კონფლიქტი მოჰყვეს. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელ ადამიანთა ჯანმრთეწლობის მდგომარეობას. მთლიანად გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა და სარისკო საქმიანობა – დიდია ტრამვის რისკი.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. მოსალოდნელია სასიამოვნო ინფორმაცია. ქალებს საყვარელი ადამიანისგან საჩუქარი ელით. ამ დღეს შესაძლოა, მოხდეს რაღაც, რაც სასიკეთოდ აისახება თქვენს საქმეებზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მშვილდოსანი

ნუ მოდუნდებით და დროს მეორეხარისხოვან საქმეებზე ნუ დაკარგავთ. ხელსაყრელი დღეა ქორწინებისა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. მარტოხელა მშვილდოსნებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

თხის რქა

შესაძლოა, ძველმა საქმეებმა და გადაუჭრელმა პრობლემებმა თავი შეგახსენოთ. არახელსაყრელი დღეა ცოლ-ქმრული ურთიერთობებისთვის. სტაბილურ წყვილებშიც კი მოსალოდნელია კონფლიქტი და გაუგებრობები. ერიდეთ კამათს და ურთიერთობების გარკვევას. ნუ მოდუნდებით და მეორეხარისხოვან საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ.

მერწყული

კარგი დღეა შედეგების შეჯამებისთვის. გირჩევთ დღის პირველი ნახევარი საბუთების მოწესრიგებას დაუთმოთ, რადგან უახლოეს ხანებში ვიღაც ამით დაინტერესდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ადამიანებთან შეხვედრები, რომლებიც უახლოეს ხანებში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.

თევზები

ამ დღეს ზედმეტი ამბიციურობა, აგრესიულობა ან სიტუაციის არასწორი შეფასება შეიძლება სამსახურსა და პირად ცხოვრებაში პრობლემების მიზეზი გახდეს. ნუ მოდუნდებით და წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. თუ სტუმრად დაგპატიჟებენ, დათანხმდით – იქ ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით.

ზოდიაქო ჰოროსკოპი

tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
1
Write a comment
30