გადაწყვეტილია! „მილანი“ თბილისში საფეხბურთო აკადემიას გახსნის!
საქართველოში მსოფლიო გრანდის, „მილანის“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნება. ინფორმაცია „მარკეტერს“ Milan-ის წარმომადგენელმა, ანა წერეთელმა დაუდასტურა. მისი თქმით, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.
საფეხბურთო აკადემიაში 5-დან 17 წლამდე ასაკობრივი ჯგუფები იქნება. რაც შეეხება მწვრთნელს, რომელსაც საქართველოში იტალიური კლუბი მოავლენს, მისი ვინაობა ივნისში გახდება ცნობილი. აკადემია, საქართველოში, 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.