0
გლდანში განახლებული პარკი გაიხსნა! პარკის გახსნას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ. პარკი გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარეობს და მისი რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები, განახლდა შადრევნები და საპარკე ავეჯი; მოეწყო ველობილიკი, კალათბურთის მოედნის საფარი და ტრიბუნა; აღდგა და მოიხატა ექსტრემალური სპორტის მოედნის – სკეიტ პარკისა და ე.წ ლოკოკინას კედლები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებს; განახლდა ძაღლების სასეირნო სივრცე; ასევე დამონტაჟდა გარეგანათების ბოძები; პარკს დაემატა ახალი მწვანე ნარგავები. სკვერში ახალდარგულ 356 ხეს და 60 ძირ ბუჩქს, (ირმის რქა, იტალიური ფიჭვი, უნგრული ცაცხვი, ბაბილონის ტირიფი, ამბრის ხე, ნეკერჩხალი, მელია, მუხა, ჰიმალაის კედარი და ძირი ფოტინიისა და წყავის ბუჩქები) დაემატა სხვა მწვანე ნარგავებიც, მათ შორის თუთა, წყავის ბუჩქები და წითელი ნეკერჩხლები. 6570 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჰიდროთესვის მეთოდით დაითესა ბალახი, დაიგო 500კვ.მ რულონური ბალახი და ჩატარდა მულჩირების სამუშაოები. სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ბორდიურები, რომლებიც კირქვით მოპირკეთდა.
0