3D პრინტერით შექმნილი ქვევრი საერთაშორისო კონკურსის Future Agro Challenge-ის ფინალშია!
საქართველოს გუნდს დავით მიზანდარი წარადგენს. ის 60 საუკეთესო კონკურსანტთან ერთად FAC Global Championship-ზე გამოვა.
FAC Global Championship მთავარი გლობალური აგროპრენერული სამიტია, რომელიც საბერძნეთში, თესალონიკში, 2019 წლის 7-11 სექტემბერს ჩატარდება. ჩემპიონატი გამარჯვებულ გუნდებს მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან აკავშირებს.
ჩემპიონატზე მოწინავე ადგილის დასაკავებლად საჭიროა ონლაინ ხმის მიცემა, რისთვისაც აუდიტორიის აქტიურობა მნიშვნელოვანია.
ხმის მიცემა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე, ღილაკით VOTE.
https://facagro.com/agripreneurs-voting/?event_id=41380&event_type=global&grid_type=vote&fbclid=IwAR1t3AUCISs9Acv4CgEBYiEvEpUq4EPdYAUPshsrzEd7RUeErB_J33UKAfA