ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

0
ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში 10 მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი, 2 გასაბერი ნავი და სპეცტექნიკაა ჩართული. ასევე, სამუშაოებში სპეციალისტები იყენებენ დრონს და ექო ლოტს, რომლითაც ხდება ფსკერის სკანირება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება მამაკაცის დაკარგვის შესახებ დღეს დილით შევიდა.
news
kutaisidaily
0