შაქრო კალაშოვი - კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი

0
ზაქრო კალაშოვი თბილისში, 1953 წლის 20 მარტს დაიბადა. (ზოგიერთი ცნობით ის არა თბილისში, არამედ ბაქოშია დაბადებული). იგი წარმოშობით იეზიდია. საბჭოთაკავშირმა იგი სხვადასხვა დანაშაულის გამო სამჯერ გაასამართლა. 1971 წელს კი კრიმინალი "ქურდად მონათლეს". 1990 წელს მან გაიცნო ასლან უსოიანი (დედ ხასანი) და ვიაჩესლავ ივანკოვი (იაპონჩიკა). მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, ქართული და რუსული. 2005 წელს საქართველოში ჩატარდა სპეცოპერაცია (ფუტკარი), რის შედეგადაც რამოდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს.
2006 წელს კალაშოვი ესპანელმა პოლიციელებმა დააკავეს. 2010 წლის 1 ივნისს მადრიდის სასამართლომ შვიდი წლით აღუკვეთა თავისუფლება და 20 მილიონი ევრო დააწესა, არალეგალურად ფულის მოპოვე/გათეთრების გამო. 2011 წელს, ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ კიდევ უფრო გაუგრძელა თავისუფლების აღკვეთა, ნაცვლად შვიდისა 9 წლით, ხოლო შტრაფი 22.5 მილიონამდე გაიზარდა. 2019 წლის 29 ოქტომბერს, კალაშოვის გათავისუფლების შემდეგ, იგი რუსეთში გადასახლდა. ესპანეთის ხელისუფლებამ მას 10 წლით აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. ასევე საქართველოში, 2006 წელს გაიხსნა კალაშოვის კიდევ ერთი საქმე. იგი იტაცებდა ადამიანებს და ჩადიოდა ორგანიზებულ დანაშაულს, აშინებდა ბიზნესის წარმომადგენლებს და ჩვეულებრივ მოსახლეობას თანხას სძალავდა, რის გამოც, სასამართლომ მას დაუსწრებლად ჩამოართვა ქონება. 2016 წელს კალაშოვი მოსკოვში დააკავეს, იგი ამჯერად ქალაქში არსებულ რესტორნებს ატერორდებდა. 2015 წელს მან 2 ადამიანი იმსხვერპლა. ამის გამო ნიკულინის სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შემდეგ მისი ექსტრადირება მოხდა. აქვე წარმოგიდგენთ ვიდეოს, სადაც ნათლად ჩანს "შაქრო მალადოის" მთელი არსი ქურდულ სამყაროში.
0