0
მოსკოვში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართულ მორიგ აქციაზე რუსეთის პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. რუსული გამოცემის TVrain-ის ცნობით, აქციის დაწყებიდან ორ საათში 89 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან გამოცემა ვედომოსტის კორესპონდენტი, ელენა ვავინუ და დოჟძის ჟურნალისტი, ბობუ რომენსკოვა. მოსკოვში ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი დააპატიმრეს. სობოლი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ის კანდიდატია, რომელიც არჩევნებში არ დაარეგისტრირეს.
0