16 votes
0 comments
0 shares
Save
6 views
Tech Cloud
Tbilisi · 11 months ago

‼️Leaked‼️

Galaxy Note 10-ის დიზაინი უკვე ცნობილია


Tech Cloud
Tbilisi · 11 months ago
Similar Posts
Engadget
New York · 1 week ago
New Galaxy Note 20 photos match up with Samsung's previous leak - Engadget
It's sketchy, but it certainly looks like it could be the new Galaxy Note.
Deep In Tech
Tbilisi · 1 week ago
Galaxy Note 20 Ultra-ს სურათები ქსელში პრეზენტაციამდე ერთი თვით ადრე გავრცელდა
კომპანია სამსუნგმა საკუთარი ოფიციალური საიტის რამდენიმე გვერდზე შემთხვევით Galaxy Note 20-ის რენდერები გამოაქვეყნა. ახალი სმარტფონის სურათები Galaxy Note 8-ის გვერდზე მოხვდა, სადაც ახალი ღილაკი შემდეგი თაობის Note-ზე მოგვითხრობდა. როგორც ირკვევა, ახალ სმარტფონს კამერის მეოთხე მოდული დაემატა, ხოლო ხმის კონტროლის ღილაკები მარცხენა მხრიდან მარჯვნივ გადმოვიდა. ახალი სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Galaxy Note 20-ის საბაზისო მოდელი მიიღებს 16.3-სანტიმეტრიან ეკრანს, 3245x1084 გაფართოებით, ხოლო Galaxy Note 20 Ultra-ს ეკრანის ზომა 17.4 სანტიმეტრს შეადგენს და მისი გაფართოება 3096x1444-ზე იქნება. შესაძლოა, ორივე სმარტფონმა გამოსახულების 120 ჰც-იანი განახლების სიხშირის მხარდაჭერა მიიღოს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სმარტფონის ყველაზე დიდი ვერსია 17.5-სანტიმეტრიან დისპლეის მიიღებს. თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, მაშინ Galaxy Note 20 იქნება პირველი სმარტფონი, რომელსაც ყველაზე დიდი OLED ეკრანი ექნება. წყარო: Mashable#samsung #galaxynote20 #technology #tech #ახალიამბები
Tech Cloud
Tbilisi · 1 year ago
🔴 Samsung Galaxy s7-ის მფლობელებმა შესაძლოა მიიღონ Android 9.0 #TechCloud #TechCloudNews #Samsung #Androidმრავალი წლის განმავლობაში კომპანია Samsung-ი იყენებდა 2 წლიან განახლების ციკლს თავისი ფლაგმანური მოწყობილობებისთვის,რომლის ფარგლებში მომხმარებლები იღებდნენ Android-ის მხოლოდ ორ მსხვილ განახლებას. ახალი მონაცემების თანახმად, სამხრეთ კორეულმა მწარმოებელმა შესაძლოა გააფართოვოს მოწყობილობების მხარდაჭერის ხანგრძლივობა. კომპანია Samsung-მა მოულოდნელად დაარეგისტრირა Wi-Fi Alliance-ის მონაცემთა ბაზაში 2016 წელს გამოსული სმარტფონი Galaxy s7 (მოდელი SM-G930F). შეგახსენებთ, რომ ამ მოწყობილობისთვის ბოლო განახლება Android 8.0 Oreo იყო. როგორც ჩანს, Samsung-მა გადაწყვიტა რომ მიბაძოს Google და OnePlus-ს, რომლებიც უშვებენ სამ მსხვილ განახლებას თავისი მოწყობილობებისთვის.
Fashion Folk Tales
Tbilisi · 2 months ago
ჟან კოკტოს წერილი კოკო შანელს
ჩემო ძვირფასო კოკო, შენმა წარმატებამ, როგორც მოდაში, ისე ხელოვნებაში, მიიქცია ჩემი ყურადღება. ის, რასაც შენ აკეთებ, ერთგვარი სასწაულია. შენ მუშაობ მოდაში იმ წესების მიხედვით, რომლებიც ერთი შეხედვით მხოლოდ მხატვრებისთვის, პოეტებისთვის და მუსიკოსებისთვისაა. შენი უბრალო, სუფთა და ელეგანტური სტილი იდეალურად ერგება ჩემს ნამდვილი ფრანგული სტილის იდეას. შენ დიდი გავლენა გაქვს მუსიკალურ სამყაროზეც, იგორ სტრავინსკის შემოქმედების მეშვეობით. ფრანგული კულტურის იდეალებია უბრალოება და ელეგანტურობა. ჩემს წიგნში Le Coq et l’Arlequin: Notes autour de la musique, მე აღვნიშნე, რომ ერიკ სატიე, რომელიც სამაგალითო ფრანგია, ასუფთავებს, აუბრალოვებს და ათავისუფლებს რიტმს. სატიე ტოვებს მხოლოდ ცარიელ გზას, რომელზეც აბსოლუტურად ყველა არის თავისუფალი. მე მჯერა, რომ არსებითი ფრანგული სტილი, რომელსაც მე ყველგან ვეძებ შენს ნამუშევრებში ყოველთვის არსებობს, ჩემო ძვირფასო კოკო. ვოგი,1923 წლის 15 თებერვალს გმოცემაში აბსოლუტურად მართალი იყო, როდესაც დაბეჭდა, რომ შენი შემოქმედების საკვანძო მომენტები შენი ახალგაზრდულობა, უბრალოება და სწორი ხაზებია. სწორედ ეს სწორი ხაზები და მარტივი დიზაინი არის იმის დასტური, რომ შენ, კოკო, ხარ ფრანგულობის იდეალური მაგალითი. სტრავინსკის მუსიკალურ გადაწყვეტილებებსა და შენი მოდის ფილოსოფიას შორის არსებობს პარალელები. მის კომპოზიციებზე დიდ გავლენას ახდენენ ჩვეულებრივი ადამიანები და სტილი, რომელიც მათში პოპულარულია. შანელის ფილოსოფიამ, რომ მოდა უნდა მოდიოდეს ქუჩიდან, შემოიტანა სამუშაო კოსტიუმი მაღალი მოდის სამყაროში. შანელმა შექმნა სწორხაზოვანი კაბები, რომლებიც მრავალფუნქციური და ელეგანტურია: იდეალური მაგალითი ფრანგული ნაციონალური სტილის. სტრავინსკიმ კი, შანელის მეთოდებით შთაგონებულმა, შემოიტანა მუსიკალური ხელოვნების სამყაროში მუსიკა ქუჩიდან და ჯაზ-კლუბებიდან. შენმა ელეგანტურმა ატმოსფერომ შთააგონა იგორი და ამან იმოქმედა მის პროდუქტიულობაზე, რადგან მან დაასრულა ბევრი მისი ნაწარმოები, მათ შორის ცნობილი “ოქტეტი” შენს ელეგანტურ გარშეს სახლში. შენმა ფრანგულმა უბრალო და მარტივმა ფილოსოფიამ პირდაპირ იმოქმედა სტრავინსკიზე და მის შემოქმედებაზე. სტრავინსკის სუფთა სტილი განაპირობა გენიალურმა კომპოზიტორმა, ნადია ბულაჟემ, ის სტრავინსკის კომპოზიციებს აღწერდა როგორც ზუსტს. ნეოკლასიციზმი იგორის ნამუშევრებში ისევე შეიძლება აღიწეროს, როგორც შენი ნამუშევრები, ისინი იმავე პარიზული სტილისაა, რომელიც შენ შექმენი. „მარტივი, სწორი ხაზებით“ შეიძლება აღწერო როგორც შენი სახასიათო ნიშნები, ასევე სტრავინსკის ნეოკლასიკური ნამუშევრები, მაგალითად „პულჩინელა“. შენ ნამდვილად დიდი გავლენა გაქვს თანამედროვე მუსიკაზე, განსაკუთრებით კი იგორზე. შენ ასევე ფინანსურადაც უჭერ მხარს ფრანგ მოდერნისტებს, დიაგილევთან მეგობრობის მეშვეობი. მე ვიცი, რომ სასტუმრო კონტინენტალში შენ ანონიმურად გადაეცი სერგეის 300.000 ფრანკი რომ მას გადაეწერა ომის შემდგომ პერიოდზე დაყრდნობილი ნამუშევარი „გაზაფხულის რიტუალი“. ამის შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ პოლ მორანდისთან ინტერვიუში შენ თქვი, „მე არ დამიცავს დიაგილევის ბალეტი განადგურებისგან“. რუსული ბალეტი დიდ კრიზისში იყო ფინანსურად და ესთეტიურად, ომის და ომის შემდგომ პერიოდში უაქტიურობის გამო. შენ მათ დახმარება გაუწიე როგორც ფინანსურად, ასევე შემოქმედებითად, როცა შთააგონე სტრავინსკი და გაუკეთე საჩუქარი სერგეის. მე ვიცი, რომ შენ არ ნანობ ამ საჩუქარს, მაგრამ არ მესმის, რატომ არ გინდა აღიარო, რომ შენ მიგიწევს წვლილი რუსული ბალეტის რეინკარნაციაში ფრანგულ მოდერნიზმში? შენი პირდაპირი და აქტიური ჩარევა ხელოვნებაში მაშინ დაიწყო, როცა დიაგილევმა ნიუ-იორკში მისი დადგმისთვის „ანტიგონი“ კოსტიუმების დიზაინერად მიგიწვია 1924 წელს. წარმოუდგენელია! ვოგის სათაური იყო „შანელი გახდა ბერძნული, მაგრამ ის კვლავ შანელად რჩება“. “ანტიგონი” შენი პირდაპირი ბილეთი იყო ავან-გარდულ ხელოვნებაში. აქ გამოჩნდა, რომ შენმა მოდამ გადალახა ბარიერები და შეაღწია ხელოვნებასა და ფილოსოფიაში. დაწყებული შენი პირადი ურთიერთობებით, შენი თანადგომით, მხარდაჭერით და გავლენით, დამთავრებული შენი შეტანილი წვლილით ბოლო ათწლეულის პარიზულ ხელოვნებაში, შენ ხარ ძალა, რომელმაც განსაზღვრა თანამედროვეობის ხმა, რომელსაც მე ასე აღვწერდი – „მუსიკა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი წინ მიდის“. ლამაზ დღეს გისურვებ, ჩემო ძვირფასო კოკო. ჟან კოკტო.#ჟანკოკტო #კოკოშანელი #მოდა #დიზაინი Tbilisi
Tech Cloud
Tbilisi · 5 months ago
⭕️ Electronic Arts-ი მუშაობს The Sims-ის ონლაინ ვერსიაზე #TechCloud #TechCloudNews #Technology #TechnologyFeed #TechFeedc #Games #GameFeed Electronic Arts-მა გამოაქვეყნა კვარტალური ანგარიში,რომლიდანაც ცნობილი ხდება არა მხოლოდ კომპანიის კარგი მდგომარეობა ბაზარზე (რომელიც განპირობებულია Star Wars Jedi: Fallen Order გაყიდვებით), არამედ ირკვევა კორპორაციის სამომავლო გეგმებიც. უფრო კონკრეტულად კი საუბარია The Sims-ზე,რომელის შესახებაც უკვე დიდი ხანია არანაირი ცნობა არ იყო ამ მომენტამდე. როგორც აღმოჩნდა,მომავალში სუპერპოპულარული ფრანშიზა კვლავ მიიღებს Multiplayer რეჟიმს. ანგარიშში ნათქვამია,რომ თამაშის მეოთხე ნაწილმა(Sims4) მოიცვა ძალიან დიდი აუდიტორია. EA Games-ის მონაცემებით ის 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა ითამაშა, რაც აქტუალურ კითხვას აჩენს ამ ფრანშიზის გაგრძელებაზე. Electronic Arts-ის გენერალურმა დირექტორმა ენდიუ ვილსონმა განაცხადა,რომ კომპანია განიხილავს შესაძლებლობას ფრანშიზის გადატანის ონლაინ-ფორმატში. შეგახსენებთ რომ The Sims Online ჩაშვებულ იქნა 2002 წელს, თუმცა თამაშმა მაგ პერიოდისთვის ვერ მოიპოვა სათანადო პოპულარულობა და 2008 წელს შეწყდა Multiplayer რეჟიმის მხარდაჭერა. 📣მეტი პოსტის სანახავად ესტუმრე ჩვენ გვერდს
Tech Cloud
Tbilisi · 1 year ago
🔴Tizen OS – ოპერაციული სისტემა #TechCloud #TechCloudNews #Tizen #Samsung მოგესალმებით .დღეს მინდა მოგიყვეთ ერთ-ერთ შედარებით ახალ ოპერაციულ სისტემაზე,რომელიც შექმნილია Samsung-ის, Intel-ისა და რამოდენიმე მსხვილი კომპანიის მიერ.ამ სისტემის სახელია TIZEN(თაიზენ-ი).მისი დამფუძნებლები მოიაზრებენ მას,როგორც Android-ის და სხვა ოპერაციული სისტემების ჩამნაცვლებლად. რა არის TIZEN ? Tizen - არის ღია ოპერაციული სისტემა*(„ღია ოპერაციულ სისტემა“-ში იგულისხმება სისტემა ღია საწყისი კოდით.ეს კოდი ღიაა რედაქტირებისთვის და მისი შეცვლა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს,რა თქმა უნდა ლიცენზიის და კანონის ფარგლებში) რომელიც დაფუძნებულია Linux-ის ბირთვზე და განკუთვნილია მოწყობილობების ფართო წრისთვის,ისეთი როგორიცაა : · სმარტფონები · პლანშეტები · Smart საათები · კომპიუტერები · ავტომობილების სისტემა · ტელევიზორები · საყოფაცხოვრებო ტექნიკა · Smart Home · და სხვა Tizen-ის დამფუძნებლებმა სისტემის დასახელებაში მოუყარეს 3 ფუნდამენტურ ტერმინს: 1. Tie - დაკავშირება 2. Rise - ზრდა 3. Zen - მედიტაციური თვისებები ამ ოპერაციული სისტემის ისტორია ძალიან გრძელია,მაგრამ შევეცდები გაგაცნოთ მნიშვნელოვანი ფაქტები. 2011 წელს,ორმა კომპანიამ LiMo და Linux-მა აცნობეს საზოგადოებას სასიამოვნო ამბავი,ისინი გეგმავდნენ ახლაი OC(ოპერაციული სისტემის) გაშვებას,რომელიც განკუთვნილი იქნებოდა მოწყობილობების ფართო წრეზე.ამ კომპანიებთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს Intel და Samsung-მა,რომლებიც ადრე იყვნენ LiMo-ს სპონსორები.მოგვიანებით კომპანია LiMo-ს გადაერქვა სახელი და ის გახდა Tizen Asociation.რის შედეგადაც მას შემოურთდა კომპანიები Huawei, Fujitsu, Panasonic, KT, Sprint, SK Telecom, Orange, NTT Docomo, Vodafone და LG U+. ოპერაციული სისტემის წარდგენის შემდეგ, კომპანიამ დაიწყო ბეტა ვერსიების გამოშვება.ხოლო 2012 წელს სინათლე იხილა Tizen 1.0-მა, მისი კოდური სახელი იყო Larkspur.ამჟამად სმარტფონები Tizen-ის სისტემაზე იყიდება მხოლოდ განვითარებად ქვეყვნებში და აზიაში,მაგრამ ახლო მომავალში გეგმებშია მათი გატანა უფრო ფართო ბაზრებზე. დღესდღეობით ძირითად სამუშაოებს Tizen-ში ატარებს კომპანია Samsung-ი. იგი აქტიურად აკეთებს ინვესტიციებს ამ სისტემაში და სურს,რომ ახლო მომავალში ამ პლატფორმის განვითარებასთან ერთად ძირითადი აქცენტი Android-იდან გადაიტანოს Tizen-ისკენ.ერთ-ერთ ფაქტად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის,რომ სამსუნგი თავის საათებს უშვებს მხლოდო TizenOS-ზე და არა Android Wear(დღეს უკვე WearOS)-ზე,როგორც აკეთებენ ამას მისი კონკურენტები.აგრეთვე სამსუნგი აქტიურად ახერხებს Tizen-ის ინტეგრირებას ტელევიზორებში,საყოფაცხოვრებო ტექნიკაში და კიდე სხვა მრავალ მოწყობილობებში.
Tech Cloud
Tbilisi · 5 months ago
Hummer-ის ელექტრონული ვერსიის გამოშვება უკვე ოფიციალურად დადასტურებულია.იხილეთ პირველი ვიდეო თიზერი #TechCloud #TechCloudNews #Technology #TechnologyFeed #TechFeedc მოგეწონა პოსტი? მაშინ აუცილებლად ⬆️დააUpVote-ე 📣მეტი პოსტის სანახავად ესტუმრე TechCloud☁️-ის Feed🌐-ს
Tech Cloud
Tbilisi · 5 months ago
⭕️ ცნობილი ვიდეოსერვისი Vine ახალი იერსახით ბრუნდება #TechCloud #TechCloudNews #Technology #TechnologyFeed #TechFeedc #Vine #byte2013 წელს გამოსული აპლიკაცია — Vine გახდა ნამდვილი ჰიტი და შექმნა მოკლე ვიდეოების ჟანრი,რომელმაც სამყაროს აჩუქა უამრავი ბლოგერი. თუმცა სამი წლის შემდეგ მან განიცადა ფიასკო და ვერ გაუძლო კონკურენციას Youtube, Instagram, Snapchat და სხვა სოციალური გიგანტების მხრიდან. ახლა კი Vine-ის თანადამფუძნებელმა წარადგინა ამ სოციალური ქსელის მემკვიდრე — byte. “ ძვირფასო მეგობრებო,დღეს ჩვენ ვაბრუნებთ 6-წამიან loop ვიდეოებს და ახალ პლატფორმას საზოგადოებისთვის.აპლიკაციას რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ ქვია byte.” — ნათქვამია დეველოპერების განცხადებაში. პერსპექტივაში დეველოპერები პირდებიან ჩაუშვან საპარტნიორო პროგრამა,რომლის ფარგლებშიც კონტენტის შემქმნელებს ექნებათ ანაზღაურება. ახალი აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Google Play და App Store-ში. დარეგისტრირება კი შესაძლებელია Google account და Apple iD-ს მეშვეობით. 📣მეტი პოსტის სანახავად ესტუმრე ჩვენ გვერდს
+2
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
2020 წლის Galaxy A სერია სამსუნგისგან
Galaxy A სერია Samsung-ისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი სმარტფონების ხაზი იყო, ვინაიდან ის სრულიად მორგებულია საშუალო კლასის მომხმარებელზე და მათ სთავაზობს ფლაგმანური ტიპის დიზაინსა და შესანიშნავ მახასიათებლებს მისაღებ ფასებში. ამიტომაც A სერია ბიუჯეტურ სმარტფონებში უკვე წლებია ნამდვილი ლიდერის სტატუსით სარგებლობს. 2020 წელს Samsung-მა A სერიის უკვე განახლებული ხაზი წარმოუდგინა თავის მომხმარებელს. სერიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი Galaxy A41-ია. ის წარმოდგენილია 6.1’’-იანი Super AMOLED (რეზოლუცია:1080x2400) უსაზღვრო U-ტიპის ეკრანით, ხოლო პიქსელების სიმჭიდროვე 431 ppi-ია. ეკრანს შესანიშნავი დეტალიზაციით და Samsung-ისთვის დამახასიათებელი მკვეთრი ფერებით შეუძლია თქვენთვის სასურველი ფილმის ან ვიდეოს გამოსახულების გადმოცემა. ეკრანი Corning Gorilla Glass 3-ით არის დაცული. მიუხედავად მისი ზომისა, ის იდეალურად ერგება ხელს და კომფორტული გამოსაყენებელია. Galaxy A41-ში წარმოდგენილია 3 მთავარი კამერა: პირველ კამერას აქვს 48 MP-იანი სენსორი, რომელიც კარგი განათების პირობებში შესანიშნავ ფერებს, დეტალიზაციას და კარგ დინამიკურ დიაპაზონს გვაძლევს. მეორე კამერას აქვს 5 MP-იანი სიღრმის სენსორი რომელიც ეხმარება მთავარ 48MP-იან კამერას ცოცხალი ფოკუსით პორტრეტების გადაღებაში, ხოლო მე-3 კამერა უკვე ულტრა განიერი ლინზით (8 MP) იღებს, რაც იდეალურია შენობების, პეიზაჟების ან ჯგუფური ფოტოების გადასაღებად. სმარტფონი შესანიშნავად არის ოპტიმიზირებული და ინტერფესიში ხარვეზებს ვერ შეხვდებით. Galaxy A41-ს აქვს 4 GB-იანი ოპერატიული და 64 GB შიდა მეხსიერება, რომლის გაზრდაც 512 GB-მდე მიკრო ბარათით არის შესაძლებელი. წინა მოდელთან შედარებით გაუმჯობესებულია ბატარეა, რომელიც 3500 mAh-ს შეადგენს და 1 დღეს საშუალო მოხმარების შემთხვევაში თავისუფლად გაძლებს, აღსანიშნავია, რომ მისი დამუხტვისას ის სისწრაფე 0-იდან 60%-ამდე მხოლოდ 30 წუთს შეადგენს. Galaxy A31 კიდევ ერთი საინტერესო მოდელია ჩვენთვის ნაცნობი ხაზიდან. მას 6.4’’-იანი უზარმაზარი Super AMOLED ეკრანი (რეზოლუცია:1080x2400) აქვს 411-ppi-ით. ეკრანი საკმაოდ ნათელია და მზის შუქზეც კარგი ფერთა აღქმა აქვს, გვთავაზობს შესანიშნავ ფერებს. აქვე აღსანიშნავია, რომ როდესაც გაქვს დიდი ეკრანი, ნამდვილად გჭირდება დიდი ზომის ელემენტი. Samsung Galaxy A31 წარმოდგენილია გიგანტური, 5000 mAh ელემენტით და სწრაფი დამუხტვის ფუნქციით. Galaxy A41-ისგან განსხვავებით, აქ გვხვდება 4 მთავარი კამერა. ორივე სმარტფონის კამერები იდენტურია გარდა 5 მეგაპიქსელიანი მაკრო-კამერისა, რომელიც კარგია ობიექტების ძალიან ახლოდან გადაღებისათვის (მაგალითად ყვავილები). სმარტფონს აქვს 4 GB ოპერატიული მეხსიერება და 64 ან 128 GB შიდა მეხსიერება, რომლის გაზრდაც 512 GB-მდე შეგიძლიათ. ძალიან საინტერესო მოდელია Samsung Galaxy A21s. იგი წარმოდგენილია 6.5’’-იანი LCD უსაზღვრო O ტიპის ეკრანით (რეზოლუცია: HD ). მისი ეკრანის ფერები მაღალი სიმკვეთრით არ გამოირჩევა, მაგრამ ის გვთავაზობს უფრო გამჯდარ თხევადკრისტალური ეკრანისთვის დამახასიათებელ ფერებს, რაც ზოგი მომხმარებლისთვის უფრო მისაღებიც არის. სმარტფონის შეძენა შესაძლებელია ორ ვარიანტში: 3 GB ოპერატიული და 32 GB შიდა მეხსიერებით და რეგულარული 4/64-ზე. სმარტფონი წარმოდგენილია 4 მთავარი კამერით. Galaxy A41-სგან განსხვავებით, აქაც დამატებულია 2 MP მაკროკამერა, რომელიც, როგორც აღვნიშნე ძალიან ახლო ობიექტების გადასაღებად გამოდგება. Galaxy A31-ის მსგავსად A21-საც აქვს გიგანტური 5000mAh აკუმულატორი და რა თქმა უნდა, სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. როგორც ხედავთ, ჩვენ გვაქვს ბიუჯეტური კლასის 3 სმარტფონი, სამივე მოდელი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია, რაც მომხმარებლის სურვილების მრავალფეროვნებით არის გამოწვეული. ახალი A სერიის ხაზი მომხარებელს დიდ არჩევანს აძლევს. რაც მთავარია ფლაგმანური ტიპის დიზაინით და დაბალი ფასით, რომლის დაწუნება ძალიან რთულია.
Fashion Folk Tales
Tbilisi · 3 weeks ago
ახალ ფილმში პრინცესა დაიანას როლს კრისტენ სტიუარტი შეასრულებს – სიახლეები
ჩილელი კინორეჟისორი Pablo Larraín პრინცესა დაიანაზე ფილმს გადაიღებს, რომელშიც მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი, კრისტენ სტიუარტი შეასრულებს. სიახლე გუშინ გავრცელდა და უკვე მოიცვა წამყვანი მედია გამოცემები. ფილმს სპენსერი ერქმევა, პრინცესა დაიანას ქალიშვილობის გვარი. გადაღებები 2021 წელს დაიწყება და დაიანას წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებიდან იმ პერიოდს წარმოაჩენს, როდესაც მან პრინც ჩარლზთან განქორწინება გადაწყიტა. ლედი დი პირველი სახელგანთქმული ქალი არ გახლავთ, ვისზეც Pablo Larraín ფილმს გადაიღებს. მისი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია “Jackie”, 2016 წელს გამოსული ბიოგრაფიული დრამა ჯეკი კენედიზე, სადაც მთავარ როლს ნატალი პორტმანი ასრულებს. ინგლისელი მსახიობი და ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტი, ემა უოთსონი ქერინგის გუნდს შეუერთდა. მოდის ცნობილმა კონგლომერატმა, რომელიც წამყვან ბრენდებს ფლობს, ემა მდგრადი განვითარების მმართველობის საბჭოს ერთ-ერთ დირექტორად აირჩია. უოთსონის და ქერინგს შორის ურთიერთობის გაღრმავება ბოლო რამდენიმე თვეა შეიმჩნევა. ინგლისელი მსახიობი,რომელმაც პოპულარობა ჰარი პოტერის სერიებში შესრულებული როლისთვის დაიმსახურა, ხშირად ჩნდება ქერინგის ბრენდების სამოსში. დეკემბერში, “Little Women” – ის პრემიერაზე, ემა ბალენსიაგას 2020 წლის გაზაფზული/ზაფხულის ლუქით გამოჩნდა. პრემიერის შემდეგ, მსახიობმა ბრენდს და მის შემოქმედებით დირექტორს, დემნა გვასალიას მადლობა საჯაროდ გადაუხადა. კანიე უესტი სილამაზის ბიზნესში ერთვება. სელებრითების მიერ სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების შექმნის ტენდენციას არც კანიე ჩამორჩა. მუსიკოსი, ბიზნესმენი, ინფლუენსერი, კანიე თავისი ბრენდის, Yeezy -ს იმპერიის გაფართოებას „ბიუთი“ სეგმენტით გეგმავს. პროდუქტების ჩამონათვალში დამატენიანებლებთან, ტანის ლოსიონებთან და სახის ნიღბებთან ერთად, ჰიგიენიურ საშუალებებსაც იხილავთ. აღსანიშნავია, რომ ეს უესტის მხრიდან სილამაზის ბიზნესში ჩართვის პირველი მცდელობა არ არის. ჯერ კიდევ 2017 წელს, რეპერმა სუნამოების და კოსმეტიკური საშუალებების ხაზი დაარეგისტრირა, რომელსაც დედამისის სახელი, “Donda” უწოდა. “Donda” – ს სახელის ქვეშ კანიეს პროდუქცია დღემდე არ გამოუშვია. #მოდისსიახლეები #პრინცესადაიანა #კრისტენსტუარტი #ემაუოთ#ემა #კანი#კანიე #მოდა #დიზაინი Tbilisi #მოდა
+2