ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა.
დაკავებულია 21 წლის თეთრკანიანი. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაკავებულის გვარ-სახელი პატრიკ კრუსიუსია.
ელ-პასოს სავაჭრო ცენტრის მომხმარებელთა დიდ ნაწილს მექსიკელები შეადგენენ.