სეპუკუ და ჰარაკირი - იაპონური ტრადიცია!

0
სეპუკუ - იაპონური თვითმკვლელობის რიტუალი, რომელსაც მიმართავდნენ ცოდვებისგან განწმენდის მიზნით და არა სამყაროსგან თავის დასაღწევად. სეპუკუ ცნობილია როგორც ჰარაკირი მაგრამ იაპონურში უფრო ვულგარულ ფორმად ითვლება. არსებობს მოსაზრება რომ სეპუკუს რიტუალამდე თვითმკვლელი ჰაიკუსაც წერდა. (ჰაიკუ იაპონური პოეზიისთვის დამახასიათებელი ლექსია რომელშიც, ნახსეენები უნდა ყოფილიყო ბუნება, წელიწადის დროები და ა.შ ამასთანავე ძლიერი სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონიოდა.) სეპუკუ პრივილეგიაც კი იყო სამურაებისთვის, რადგან შეეძლოთ სულის სიძლიერე გამოეჩინათ, დაემტკიცებინათ ერთგულება და პროტესტიც კი გამოეცხადებინათ სიკვდილისთვის. ამის გარდაც მუცლის ღრუში არსებული სასიცოცხლო ძალები არის შუალედური მთელი სხეულისთვის. გამაწონასწორებელი და ჰარმონიული არსის მატარებელი. ამიტომ სამურაი ამას ასრულებდა რაც შეიძლება სასტიკად, ცივსისხლიანად და ნებისყოფიანად. ხარაკირის შესრულების მეთოდი სამურაის ამტანობაზე იყო დამოკიდებული. მათ ისე ღრმად უნდა გამოეფატრათ მუცელი, რომ მისი მთელი შიგნეულობა გამოჩენილიყო. ამისათვის იჭრებოდა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ჭრილი X-ის ფორმაზე. სეპუკუ სრულდებოდა წელსზემოთშიშველ, მჯდომარე მდგომარეობაში. წაქცევა სამურაისთვის დიდ სირცხვის წარმოადგენდა, ამიტომ ხშირად თავის ახლობელ ადამიანს დამხმარეთ იყვანდნენ, რომელსაც სიკვდილისწინა აღსარებასაც აბარებდნენ ხოლმე. ამ რიტუალის ჩატარება სპეციალური ხანჯლით ხდებოდა, რომელსაც კუსუნგობუ ერქვა და ოჯახის რელიქვია წარმოადგენდა. სეპუკუს ტრადიცია არამარტო კაცებში, არამედ ქალებშც გვხვდება. მას - ჯიგარი ერქვა. ჯიგაკი სრულდებოდა არა მუცლის არის გამოფატვრით, არამედ ყელთან საძილე არტერიის გადაჭრით და ქალები იმ შემთხვევაში მიმართავდნენ მას თუ ოჯახის უფროსი ჰარაკირით იღუპებოდა და მათ გაუპატიურების ან შეურაცხყოფის საფრთხე ემუქრებოდათ. უკანასკნელი სეპუკუ ოფიციალური მონაცემებით განხორციელდა 1970 წელს, მწერალი, პოეტი და დრამატურგი იუკიო მიშიმას მიერ.
0