5 აგვისტოს 14:00 საათიდან 6 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს; ბარნოვის, აბაშიძის, კეკელიძის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩების ნაწილს; არაყიშვილის, შატბერაშვილის და მიმდებარე ქუჩებს;
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.