ქალები პანდემიის პირისპირ- აისელ ნაბიევას ბლოგი

0
ბოლო ორ თვეში ბევრი რამ გავიარეთ. ბევრი რამის მნიშვნელობა უკეთ გავიგეთ. სტატისტიკების თანახმად, პანდემიის პერიოდში განქორწინებისთვის მიმართვიანობის რაოდენობა გაიზარდა. დიახ ჩვენი თემა პანდემიის გავლენაა ქალების ცხოვრებაზე. ზოგადად, პანდემია მთლიანად კაცობრიობის ცხოვრებას შეეხო, მაგრამ უფრო მეტად ქალების მან ცხოვრება გაართულა. მთელი ოჯახის ტვირთმა მათ მხრებზე გადაიარა. მინდა, ვისაუბრო როგორც სოფელში მცხოვრებ ქალებზე, ასევე კარიერის მქონე ქალებზე, რადგან პანდემიამ ორივე ჯგუფზე დიდი გავლენა მოახდინა. ქალები, რომლებიც მუშაობდნენ და ნაკლებ დროს უთმობდნენ სახლის საქმეებს, უცებ, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, აღმოჩნდნენ სახლში, სადაც მთელი დღე შრომა უწევდათ. იყო მეორე ჯგუფი, რომელიც სახლში იმყოფებოდა ისედაც, მაგრამ უფრო კომფორტულად ცხოვრებდა. დილაობით ოჯახის დანარჩენ წევრები სკოლაში ან სამსახურში მიდიოდნენ, ქალები კი სახლის საქმეებს აკეთებდნენ. საკუთარი თავის მოვლის დროც ჰქონდათ. შემდეგ ქმრის და ბავშებისთვის ამზადებდნენ რაღაცებს. მაგრამ, როცა კარანტინი დაიწყო, ოჯახის ყველა წევრი სახლში რჩებოდა. ქალმა არ იცოდა, სახლი დაელაგებინა, საკუთარ თავზე ეზრუნა თუ ქმრის და ბავშვებისთვის დაეთმო დრო ან საჭმელი მოემზადებინა. ამ შემთხვევაში, ოჯახში დაძაბული სიტუაცია იქმნებოდა. დიახ, სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრებაში კარანტინს დიდად არაფერი შეუცვლია, რადგან მათი ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. დილაუთენია დგებიან, ქათმებს, ძროხებს აჭმევენ. მერე სახლის საქმეს აკეთებენ: საჭმელს ამზადებენ, ბავშვებს აჭმევენ, სახლს ალაგებენ, ტანსაცმელს რეცხავენ. მერე ისევ ქათმები, ძროხები და ეს ბრუნვა გრძელდება. იცით, ერთადერთი რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში? - მათთან უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების იძულებითი ცხოვრება. საზღვრები ჩაიკეტა და ისინი უკან ვერ დაბრუნდნენ. ქალებს, ოჯახის წევრების გარდა, კიდევ მათი მოვლა დაევალათ. საკუთარი თავები კი სულ დაავიწყდათ. თუ ყურადღება მიაქციეთ, ქალები სულ ბრძოლაში არიან. თან მენტალიტეტთან, თან ოჯახთან, თან მამასთან, თან საკუთარ თავთან, თან კი მეზობელთან. ახლა უკვე უფრო მნიშვნელოვანად ჟღერს ფრაზა „ქალი ცხოვრებაა“. რა კარგია, რომ ძლიერი ქალები გვყავს!
#პანდემია
#მარნეული
#MarneuliDaily
წყარო; ფანჯარა
#ახალიამბები
0