რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

ByFormaGeorgia
0
ფიზიოლოგიური მომენტების გარდა, ძირითადი მიზეზი, რატომაც ვერ ვიკლებთ წონას, ჩვენს ფსიქოლოგიაში მდგომარეობს? ? არსებობს რამდენიმე მიზეზი, ე.წ. "მითი", რომლებსაც ვაწერთ კლების სირთულეებს : 1. მემკვიდრეობა, გენეტიკა ?‍?‍?? მაგალითად, : "ჩემი ოჯახის თითქმის ყველა წევრი ჭარბწონიანია, მეც ზუსტად ამ მიზეზით მაქვს ზედმეტი კილოგრამები" ან " დედაჩემი მთელი ცხოვრებაა ცდილობს წონის დაკლებას და არაფერი გამოსდის, მეც არ გამომივა". თუმცა, მეცნიერული კვლევების საფუძველზე დამტკიცდა, რომ მემკვიდრეობითი საფუძველი გარდაუვალი მოვლენას კი არ წარმოადგენს, არამედ მხოლოდ მიდრეკილებით შეიძლება გამოიხატებოდეს ☝️ ასეთ დროს, წონის მატების ძირითადი მიზეზი გახლავთ არა გენეტიკა, არამედ არასწორი კვებითი ჩვევები, რომლებიც სათავეს ოჯახიდან იღებენ ?თუნდაც მზრუნველობით გამოწვეული საკვების დაძალება - "ბოლომდე მიირთვი, თორემ ძლიერი არ გაიზრდები", ""თეფში უნდა მოასუფთავო, თუ გინდა, რომ ლამაზი "ცოლი/ქმარი " გყავდეს და ა.შ. ?‍♂️?‍♀️ ბავშვობისას დანერგილი, გათავისებული ეს ჩვევები შეიძლება ზრდასრულობის დროსაც ჰქონდეს ადამიანს - იცოდეს, რომ დანაყრებულია და აღარ უნდა საკვების მიღება, თუმცა მაინც მიირთვას ბოლომდე, სანამ მოსუფთავებულ თეფშს ვერ დაინახავს.შესაბამისად, ხდება საკვების სახით იმაზე მეტი ენერგიის მიღება, ვიდრე ორგანიზმს ესაჭიროება, რაც თავისთავად, წონის მატებას იწვევს. მეტი ინფორმაციისთვის გადმოწერეთ აპლიკაცია. Forma
#ჯანსაღიცხოვრება
#ჯანმრთელობისთვის
#ჯანსაღიკვება
#ჯანმრთელობა
#ჯანსაღიცხოვრება
ByFormaGeorgia
0