0
პაშა ბანკი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 7 აგვისტოს სასტუმრო მოქსიში საერთო საპრეზენტაციო ღონისძიებას გამართავენ. კონფერენციაზე განიხილება სექტორში არსებული ახალი გამოწვევები და საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის განახლების საკითხი. ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი, ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, გიორგი ბრეგაძე და პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი MSME მიმართულებით, ვაჟა მენაბდე ღონისძიებაზე თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ.
0