პრემიერის განცხადებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენა ქვეყნის მასშტაბით 118 აფთიაქშია შესაძლებელი.
ბახტაძის თქმით, აღარ მოხდება დიფერენცირება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები და სხვა ჯგუფები შეძლებენ ისარგებლონ პროგრამით, რომელიც ერთ ლარად გარკვეული მედიკამენტების შეძენას გულისხმობს.