დონალდ ტრამპი: აშშ-ში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების 99% აბსოლუტურად უვნებელია

0
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების 99% აბსოლუტურად უვნებელია. „ჩვენ დარტყმა მივიღეთ ვირუსისგან, რომელიც ჩინეთიდან მოვიდა. ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს ვირუსთან ბრძოლის კუთხით. ჩვენი სტრატეგია კარგად მუშაობს. სადღაც ვირუსი ქრება, სადღაც კი თავის მახინჯ სახეს აჩვენებს. თუმცა, ჩვენ ბევრი ვისწავლეთ. ჩვენ ვისწავლეთ, თუ როგორ ჩავაქროთ ამ ვირუსის ალი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა კვლავ აღნიშნა, რომ კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი აშშ-ში ტესტირების დიდი რაოდენობით ჩატარებით არის განპირობებული. „ამ ეტაპზე ჩვენ ტესტირება თითქმის 40 მილიონ ადამიანს ჩავუტარეთ. გამოვლენილი შემთხვევების 99% აბსოლუტურად უვნებელია. არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჩაუტარებია ამდენი ტესტირება არც ხარისხის და არც რაოდენობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ამერიკის ლიდერმა. კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 2 888 635 შემთხვევა დადასტურდა, 129 947 ადამიანი კი გარდაიცვალა. ______ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
0