ბელარუსის დედაქალაქ მინსკში „ქართული სახლი“ იხსნება. მთავარი მიზანი ქართული ნატურალური პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა.
პროექტს კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ახორციელებს, რომლის დამფუძნებელიც "საპარტნიორო ფონდია“. „ქართული სახლი“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: საგამოფენო სივრცე, ქართული რესტორანი, მარანი, თონე, VIP ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის. თითოეული მათგანის მიზანი, როგორც ფონდში ამბობენ, ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის წარმოჩენაა.
„ქართული სახლი“, ოფიციალურად, 2019 წლის აგვისტოს ბოლოს გაიხსნება. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, „ქართული ნატურალური პროდუქტების“ დახმარებით, ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, 6-დან 15 აგვისტოს ჩათვლით, წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, რომელიც მინსკში, გახსნის ცერემონიალის ფარგლებში, „ქართული სახლში“ განთავსდება.