9 votes
0 comments
3 shares
Save
25 views
George Gegetchkori
Anaklia · 11 months ago

ოკაცეს ჩანჩქერი.. 👌🏻


George Gegetchkori
Anaklia · 11 months ago
Similar Posts
Zugdidi Daily
Anaklia, Georgia · 4 weeks ago
ნოდარ დუმბაძის მიძღვნილი ლექსი ზუგდიდელ ნუცა გერგედავას და მის მეგობარს.
თბილისში სტუდენტობისას ნუცა გერგედავა ნაქირავებ ბინაში მეგობარ ნუცა ხობელიასთან ერთად იმყოფებოდა. ზუსტად ამ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ ნოდარ დუმბაძე და მისი და ლეილა. მათ ერთმანეთთან საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. სტუდენტი ნოდარ დუმბაძე ნაკლებად იყო დაინტერესებული ეკონომიკის ფაკულტეტით. მისი მოუსვენრობა საშუალებას არ აძლევდა დღეში ორი ლექსი არ დაეწერა ნუცასთვის და მათი კარის ქვეშ არ შეეცურებინა. გოგონები იცინოდნენ თურმე იუმორით დაწერილი ლექსებზე, ნოდარი კი, თვითდაჯერებულ სახეს მიიღებდა და გოგოებს ეუბნებოდა: “-იცინეთ, იცინეთ, სულ მალე ნოდარ დუმბაძე ცნობილი პიროვნება გახდება”. მას შემდეგ რაც ნუცა გერგედავა მარის ქუჩიდან მის ძმასთან ერთად სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, ძალიან მოიწყინა მისმა მეგობარმა ნუცა ხობელიამ. ნოდარ დუმბაძემ კი მათ ლექსი მიუძღვნა : "ვუძღვნი ნუცას და ნუცას." 1947 წელი. #ზუგდიდი #თბილისი #ნოდარდუმბაძე #ლექსები #მწერალი #zugdididaily
Zugdidi Daily
Anaklia, Georgia · 1 month ago
სამკურნალო საპონი მაკა ახალაიასგან.
მაკა ახალაია ნატურალური მცენარეული ნაყენებისაგან და ეთერზეთებისგან სამკურნალო თვისებების მქონე საპონებს ამზადებს. მან სცადა თავისი ფარმაცევტული მეთოდებით სხვადასხვა სახის კანისთვის საპონების დამზადება. მისი ეს საპონები ნამდვილდ შედეგიანი აღმოჩნდა მისი ახლობლებისთვის და ამის შემდეგ მან გადაწყვიტა ამ საპონების გაყიდვა, საპონები ულამაზესი შეფუთვებით იყიდება. მაკა ახალიას საპნის ეს რეცეპტი დედამ დაუტოვა. მისმა შვილმა მაკა ჩიქოვანმა ფეისბუქ გვერდი გახსნა, სადაც საპონები სურათებითა და ანოტაციებით განათავსა. მათი თქმით, უამრავი მსურველი გამოჩნდა, მომხმარებელი კი კმაყოფილია შედეგით. #სამკურნალოსაპონი #გაყიდვა #მარკეტინკი #რეცეპტი #zugdididaily
Zugdidi Daily
Anaklia, Georgia · 1 month ago
დევნილების ნაწილს ბინები 3 წლით ადრე გადაეცემათ.
1800 დევნილი ბინებს სამი წლით ადრე მიიღებს. ამისთვის სახელმწიფო 150 მილიონ ლარს გამოყოფოს. გიორგი გახარია ამასთან დაკავშირებით მშენებლებთან და დეველოპერებთან შეხვედრაზე ისაუბრა : „საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს, ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე 5 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე, ეს ერთი და რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებითი, 1 800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დევნილები, 1 800 ოჯახი, დაახლოებით 6 000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას“ #დევნილები #დევნილებისბინები #სამშენებლობაზარი #zugdididaily
Zugdidi Daily
Zugdidi, Georgia · 1 month ago
საპროტესტო აქცია რუხში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ენგურის ხეობაში, მიწა, ქვის გადამამუშავებელმა საწარმომ მიითვისა, რის შედეგადაც სოფლის მოსახლეობამ საძოვრების უმეტესი ნაწილი დაკარგა. ეს იყო ადგილობრივების მიერ საპროტესტო აქციის მიზეზი. მოსახლეობა არ აპირებს საწარმოს მისცეს მუშაობის უფლება, ისინი აგროვებენ ხელმოწერებს, განცხადებაში კი წერენ, რომ დარჩენილი სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს სოფელს, იმ მიზეზით, რომ მესაქონელობა მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ამ დროისთვის საწარმოს შეჩერებული აქვს მუშაობის უფლება. #ზუგდიდი #რუხი #საპროტესტოაქცია #საწარმო #სამუშაოებისშეზღუდვა #მესაქონლეობა #zugdididaily
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 1 month ago
გალში გამძაფრებული პრობლემები დღეს - ფოტოკოლაჟი
გალი ქალაქად გამოცხადდა 1932 წელს. ქალაქი მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ერისწყლის ორივე ნაპირზე. გალში არის რკინიგზის სადგური, ჩაის და ეთერზეთების ქარხნები, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 1991 წლიდან გალი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი აფხაზეთის ერთ-ერთ რაიონულ ცენტრად დარჩა. გალის რაიონის ტერიტორიაზე უამრავი ისტორიული ძეგლია მიმოფანტული: ზიგანეოსი-რომის, ბიზანტიის საეპისკოპოსო კათედრის ნანგრევები-სოფელი გუდავა (III-IXს.). საეკლესიო კომპლექსი (ფშაური) - მეორე ბედია (XIV). დედოფლის ეკლესია (მაფაში ოხვამე) - სოფელი წარჩე (XVს.). წკელკარის ეკლესია-სოფ. რეჩხი (Xს.). სათანჯოს კოშკი (სანტა ანჯელო). იქვე კარსტული მიწისქვეშა გასასვლელი მდ.ენგურზე - სოფ. დიხაზურგა (აფხაზეთში ყველაზე მაღალი კოშკი - (XII-XVს.). სოფ.დიხაზურგას ეკლესია (ადრეული საუკუნეები). არ არის მარტივი, ილაპარაკო პრობლემებზე ორმხრივად ჩაკეტილი გალიდან: 14 მარტის მერე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩაკეტილია ენგურის ხიდი. ოფიციალურმა პირებმა თქვეს, აფთიაქები არ უნდა დაიკეტოსო. ენგური რომ ჩაიკეტა, ფასები წამლებზე მაშინვე ავარდა. და მაღაზიებშიც იგრძნობოდა პროდუქტების ნაკლებობა - გალში ხომ ბევრი რამ ზუგდიდის ბაზრიდან შედიოდა და ამას თვითონ გამყიდველებიც აღნიშნავენ. პენსიების ამბავი როგორ იქნება? სხვა სოციალური შემწეობების, ე.წ. დევნილთა დახმარებების, რომელსაც გალელები ზუგდიდში იღებდნენ? ეს სადარდებელი აქვთ - ჯერ კი ცოტა დროა გასული, მაგრამ ასე რომ გაგრძელდეს? ზოგს ზუგდიდამდე ჩასვლაც არ უწევდა. ლიბერთი ბანკის „მანქანა-ბანკი“ ენგურის ხიდთან ჩერდებოდა და იქ დგებოდნენ რიგში. ახლა ენგურიც ჩაკეტილია. ხან ენგურჰესის თანამშრომლები იღებდნენ ამ ფულს და მოჰქონდათ გალში მცხოვრებთათვის, მაგრამ ახლა მათაც შეეზღუდათ გადაადგილება. ეს პრობლემა იქნება. ამაზე ღელავენ. ზოგი წამალი გალის აფთიაქებში არ იყიდება. აქაც ზუგდიდი იყო საშველი. სოხუმიდან ჩამოტანილი გაცილებით ძვირია. ვის აქვს აქ ამდენი ფული. საზღვრის გაღებაზე ოცნებობს ხალხი, ამაზე კი არავინ არაფერს იძახის. თუ მალე არ გაიხსნა საზღვარი, ხალხი ცოდოა, ხალხზე არავინ ფიქრობს. გალის ადმინისტრაციის შენობა ე.წ “პასპორტის მაგიდა” და ადმინისტრაციული შენობა კულტურის სახლი გალის სკვერი "ამობაილის" ოფისი ერთ-ერთი კაფე ქალაქის ცენტრი#გალი #პოლიტიკა #ფოტოკოლაჟი #sokhumidaily
+7
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 1 month ago
ღალატის დაუწერელი ანთოლოგია - ვის სდებს ბრალს როინ ჯანაშია ?
გაზეთ ,,ქრონიკა+“ გამოქვეყნდა სოხუმის 23-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილის როინ ჯანაშიას ინტერვიუ, სადაც ის ბრალს სდებს კოდორის ხეობის ყოფილ რწმუნებულს და ამჟამად ,,პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანებულ ემზარ კვიციანს 1993 წლის სექტემბერში სოხუმზე დაწყებული შეტევის დროს მისთვის მიბარებული დიდძალი ტყვია-წამლის დაუბრუნებლობაში. ორივეს კარგად ვიცნობ, პირადად და საქმეებითაც. პირველის მჯერა, მეორის-არა. ბ-ნ როინის ბრალდებები საკმარისად დამაჯერებელი და დასაბუთებულია არა მარტო ინტერვიუს ტექსტით, არამედ ავტორის რეპუტაციითა და ავტორიტეტით, რასაც ვერ ვიტყვი მის ოპონენტზე. მეტად არასერიოზულია კვიციანის მტკიცება, რომ მისი დეზერტირობა ომის დროს იარაღის უქონლობით იყო განპირობებული, ან კიდევ რვა მანქანის ეპიზოდი, რომელიც თითქოს დატვირთული გამოაგზავნა სოხუმში და ერთი მძღოლის ვინაობასაც ხეირიანად ვერ იხსენებს. თუმცა, ასეთ ტრანსპორტირებას არათუ მძღოლი, როგორც წესი, გამყოლი შეიარაღებული რაზმიც სჭირდება, რომელიც მას, როგორც თვითონ ამბობს, არ ჰყავდა. თანაც, თუ მან ეს ტყვია-წამალი დააბრუნა, კარგად უნდა ახსოვდეს, ვინ მოიკითხა ტვირთი, ვის გაატანა და ვისთან. სამწუხაროდ, მისი პასუხი ასეთ ინფორმაციას არ შეიცავს. ამას აუცილებლად იტყოდა, მისხალი სიმართლე რომ იყოს მის ნაამბობში. ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს კაცი დაიჯეროს, რომ კვიციანმა ეს მხოლოდ საკუთარი ინიციატივით გააკეთა. ამდენს ვერ გაბედავდა. ვფიქრობ, მან ბრძანება მიიღო, რუსების, შევარდნაძის ან ორივესგან ერთად. მან იცოდა ის, რაც სხვამ არ იცოდა, სოხუმი განწირული იყო ჩასაბარებლად. მან იცოდა როგორ უნდა ემოქმედა მაშინ და რა ექნა შემდეგ. დუმილისა და დავალების შესრულებისათვის ის ხეობის გუბერნატორი გახადეს და დიდხანს არხეინად გრძნობდა მანდ თავს. ხოლო ვინც რაიმე იცოდა და გაეწინააღმდეგა, სიცოცხლეს გამოასალმეს, მათ შორის 23-ე ბრიგადის მეთაური გენო ადამია. ვვარაუდობ, ჟიული შარტავაცა და გურამ გაბისკირიაც. მე და ჩემი მეგობრები იმ დროიდან დღემდე სულ ამას გავიძახით: შევარდნაძემ ჩააბარა სოხუმი და აფხაზეთი, რაზეც ფაქტების ლოგიკა უტყუარად მეტყველებს: 27 ივლისის ხელშეკრულებით საკუთარი ჯარის განიარაღება: საბრძოლო ტექნიკისა და არტილერიის ფოთში გატანა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე არ განიარაღებულა, მოსახლეობის სოხუმში ჩამოყვანა და 1 სექტემბერს სწავლის დაწყება, თუმცა სხვაგან ის გაცილებით გვიან დაიწყო, და ბევრი სხვა რამ. ამას წინათ სოხუმელმა ექიმმა გიგა თოლორდავამ მემუარები გამოაქვეყნა. ბ-ნი გიგა ჩინებული ექიმი და მოქალაქეა. დღეს ის ლატვიაში მოღვაწეობს. რამდენიმე დღის წინ ჩვენთან იყო სტუმრად და თავისი წიგნი ,,აფხაზეთიდან დევნილი ექიმის მოგონებები“ მისახსოვრა. ერთი ადგილი მინდა მოვიყვანო მისი მოგონებებიდან, რომელიც დღეს სამწუხაროდ მხოლოდ წყაროა ისტორიკოსებისათვის. 1993 წლის 26 აგვისტოს, სოხუმის დაცემადე ერთი თვით ადრე, ბ-ნ გიგასთვის უთხოვიათ გენო ადამიასთან მისვლა, რომელსაც წინა ღამეს გულის შეტევა მოსვლია. სხვადასხვა თემაზე უსაუბრიათ ექიმსა და საწვეთურის ქვეშ მყოფ ბრიგადის მეთაურს. ისინი ნათესავებიც იყვნენ. საუბრისას ბ-ნ გენოს უთქვამს ისეთი რამ, რისგანაც თმები ყალყზე დაგიდგებათ, რასაც ჩვენ მხოლოდ ვვარაუდობდით, მაგრამ რაიმე პირდაპირი მტკიცებულება აქამდე არ გვქონია. აი რას წერს გიგა თოლორდავა: ,,...შევეხეთ ჰოსპიტალში მუშაობას, დაჭრილების მდგომარეობას და მათი კვების და ასევე სხვადასხვა საკითხებს. მერე კი მითხრა:,,გუშინ დიდი ნერვიულობა გადავიტანე, მქონდა საუბარი ედუარდ შევარდნაძესთან, რომელმაც მითხრა: ,,გენო, სოხუმი დასატოვებელია, აფხაზეთი ჩასაბარებელია! მე წინააღმდეგობა გავუწიე და ამის ნიადაგზე გვქონდა კამათი, რამაც ჩემს ჯანმრთელობაზე იმოქმედა. ახლა თუ გულის შეტევით არ მოვკვდი. . .სოხუმიდან გაქცეულს ვერავინ მნახავს.. ეს მეომარი ბიჭები, რომლებიც იბრძვიან, მე გამომყვნენ, გენო ბიძიას, საქართველოს ერთიანობის დასაცავად და მე მათ ვერ ვუღალატებ“. მე ვუსმენდი და ვიყავი ჩაფიქრებული ამ სიტუაციით. მერე კი გენოს ვუთხარი, ეს თქვენი კამათი არ მომეწონა და თავს გაუფრთხილდი“. ეს ამბავი და კვიციანის ისტორია ალბათ ურთიერთკავშირშია. სოხუმიდან ჩვენს ამოსაძირკვად, აფხაზეთში ქართველების სისხლის კალოს გასალეწად, როგორც ჩანს, მხოლოდ მძიმე ტექნიკის და არტილერიის ჩვენთვის წართმევა არ იყო საკმარისი. ქალაქი 14 დღე იცავდა თავს და მიუხედავად ყველაფრისა, მტერს ძალიან გაუჭირდებოდა მისი აღება, რომ არა დაზავების დროს ჩამოყვანილი ქალების, ბავშვების და მოხუცების გახიზვნაზე ზრუნვით გამოწვეული ქაოსი; რომ არა ტყვია-წამლის უქონლობა; რომ არა შენაერთებისათვის გაცემული ბრძანება სოხუმის დატოვების შესახებ; რომ არა შევარდნაძის იქ ყოფნა საერთოდ. ბრძანებამ გამახსენა შევარდნაძისა და გენო ადამიას მოკლე საუბარი, რომელსაც 26 სექტემბერს პირადად შევესწარი სინოპის შტაბთან. შევარდნაძე შტაბში შედიოდა, მას გაცეცხლებული ეწეოდა მეთაური და ყვიროდა: ,,ბატონო ედუარდ, ბატონო ედუარდ, я это так не оставлю, на меня хотят все сплавить“ (მე ამას ასე არ დავტოვებ, ჩემზე სურთ ყველაფერი ჩამოწერონ). ,,შენ რა შუაში ხარ გენო, ვეკუაზე ამბობენ“, - აწყნარებდა შევარდნაძე, როდესაც ადამია მას წამოეწია. ისინი შტაბში ერთად შევიდნენ. როგორც მითხრეს, ბ-ნი გენო არ დამშვიდებულა, მოურიდებლად დედის გინებით მთავარსარდლისთვის პირში მიუხლია: შენი ბრალია ეს ყველაფერიო. ამ დიალოგის შინაარსს გენო ადამიას სიკვდილის შეტყობისა და სოხუმის დაცემისთანავე მივხვდი. ქალაქის დატოვების ბრძანებაზე იყო საუბარი. მასში ნახსენები პირი კი მე-3 ბატალიონის მეთაური გია ვეკუა იყო. მისი ბატალიონი სოხუმის ანძას იცავდა. არავითარი კავშირი მას ამ ბრძანებასთან არ ჰქონდა და არც შეიძლება ჰქონოდა. უბრალოდ, შევარდნაძე გამძვინვარებული გენო ადამიას დასამშვიდებლად თავს ისულელებდა. ბრძანება სწორედ მან გასცა, ბ-ნმა გენომ ესეც იცოდა და მისი ბედი, ალბათ, ზემოთ ნახსენებმა ორმა ფაქტმა გადაწყვიტა. არ ვიცი ემზარ კვიციანს სრულად გაცნობიერებული აქვს თუ არა მისი საქციელი დღემდე, მაგრამ მაშინაც ძნელად მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო თუნდაც მისთვის, რომ ალმოდებული ქალაქის დამცველებისათვის ტყვია-წამლის მიუწოდებლობა მეომრების გაწირვა და სამშობლოს ღალატია ისევე, როგორც მათი ფიზიკური დაუხმარებლობა. აქ ბავშვური თავისმართლება არაფრის მომცემია, სჯობდა საერთოდ არ ამოეღო ხმა. ჩემდაუნებურად, იმ ავადმოსაგონარ 27 სექტემბერს, დილით კიდევ ერთ საბედისწერო საუბარს შევესწარი ე.წ. სტალინის აგარაკზე, მინისტრთა საბჭოს შენობიდან უკვე სამშვიდობოს გამოსულ ჟიული შარტავასა და შევარდნაძეს შორის. ამ უკანასკნელმა შარტავას უკან დაბრუნება უბრძანა და, როგორც აღმოჩნდა, ხაფანგში შეიტყუა . . . მაგრამ ამ ამბის შესახებ - შემდგომ, ღალატის დაუწერელი ანთოლოგიისათვის, რომელშიც კვიციანი თარხან-მოურავთან, ინაშვილთან, კუკავასთან, აფხაზეთის დამოუკიდებლობის მოტრფიალე ცნობილ კრემლოიდ არეშიძესა და ,,პატრიოტ-შულავერელების“ სხვა შავრაზმელებთან ერთად ახალ ფურცლებს ავსებს. მალხაზ პატარაია მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე. წყარო: NEWPOSTS.GE#სოხუმი #აფხაზეთი #ომი #პოლიტიკა #SOKHUMIDAILY
George Gegetchkori
Anaklia, Georgia · 1 year ago
ანაკლია ✌🏻
ხატია ლობჟანიძე
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ქუთაისი
15 აუცილებლად სანახავი ადგილი ქუთაისში 1. ბაგრატის ტაძარი 2. პრომეთეს მღვიმე 3. ქუთაისის ბოტანიკური ბაღი 4. გელათის მონასტერი 5. სათაფლია 6. მოწამეთას ხუროთმოძღვრული კომპლექსი 7. ნავენახევის მღვიმე 8. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში 9. ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის 10. ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი 11. გეგუთის სასახლე 12. წყალტუბო 13. გაბზარულ ტბასთან 14. მუხურას სამსაფეხურიანი ჩანჩქერი 15. თეთრი ხიდი #goodplaces #politics #news #opinion #events #art #photo #sport #funny #crypto #business #design #food #religion #gaming #travel Kutaisi
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 1 month ago
„მოსახლეობაში იარაღის რაოდენობა - კატასტროფა აფხაზეთისთვის“ - შსს-ს ხელმძღვანელი
აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დმიტრი დბარმა მოსახლეობის მფლობელობაში არსებული იარაღის რაოდენობასთან დაკავშირებით შექმნილ საგანგაშო ვითარებაზე ისაუბრა. შსს ყველა კონკრეტული შემთხვევის მასშტაბურ შემოწმებას იწყებს და კანონმდებლობის გადახედვის ინიციატივით გამოდის. 5 წლის განმავლობაში, იარაღის ტარების 2 267 ნებართვა გაიცა. აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულთა უდიდესი ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხდება. ამავდროულად, ერთადერთი რეგულაცია – ეს არის დადგენილება მისი ბრუნვის შესახებ, რომელიც 1994 წლის 4 მაისს, კონფლიქტის შეიარაღებული ფაზის დასრულებიდან მალევე მიიღეს. ეს კატასტროფაა და ახლა, როდესაც გვხვდებიან ადამიანები იარაღის ტარების ნებართვით, დროებით ვართმევთ მათ და ვამოწმებთ. თუკი იარაღის მფლობელი არ არის ნასამართლევი, არ აქვს კრიმინალური წარსული, მაშინ ვუბრუნებთ იარაღს, მაგრამ მხოლოდ შენახვის უფლებით. მომავალში, უბნის მილიციონერები შეამოწმებენ, როგორ ინახავენ ისინი იარაღს”, – განაცხადა დმიტრი დბარმა. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ 451 ერთეული იარაღი გასცა საჩუქრის სახით. 220-ზე მეტი გადასცეს აფხაზეთის მოქალაქეებს, მათ შორის ისეთებს, რომელთაც კრიმინალური წარსული აქვთ. იარაღის ნაწილს ჩუქნიდნენ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის სახელით, მათ შორის, უცხოელებს. სწორედ აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ნაჩუქარი პისტოლეტით მოიკლა თავი 2020 წლის 6 მაისს, რუსმა ოლიგარქმა დმიტრი ბოსოვმა. წყარო: jam news#politic #აფხაზეთი #სოხუმი #sokhumidaily
George Toreli
Tbilisi, Georgia · 8 months ago
📣 26 ოქტომბერი 👌გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას იმერეთში 🚩➡ შეკრების ადგილი და დრო: ⏰ შეკრების დრო: 06:00 სთ 🚥 გასვლა: 06:30 სთ. Ⓜ დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის) 📷 მოსანახულებელი ადგილები: 1. ოკაცეს კანიონი 2. კინჩხას ჩანჩქერი 3. ლომინას ტბა 👣ფეხით გასავლელი მანძილი : 9 კმ ☝ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა ტურის ღირებულება 25 ლარი 💳 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ. ⚠ თანხა არ ბრუნდება: 📣ფასში შედის: 🚌 ტრანსპორტირება 👤 გამყოლი 📹 ვიდეო გადაღება 🚫 ფასში არ შედის: 🍔 საკვები ოკაცეს კანიონზე შესვლის ღირებულება: საქართველოს მოქალაქე და რეზიდენტი - 8 ლარი; სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 5 ლარი; სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 15 ლარი. 📣 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ: ☎️ 568 72 96 70