0
ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდა QR კოდით იქნება შესაძლებელი. ეს არის „საქართველოს ბანკის“ პროექტი, რომლით სარგებლობაც A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ. კალაძის განცხადებით, QR კოდით გადახდისას, მგზავრს თანხა ჩამოეჭრება საბანკო ანგარიშიდან და აისახება მძღოლის ანგარიშზე. „საქართველოს ბანკის“ აპლიკაციის გადმოწერა ნებისმიერ სმარტფონშია შესაძლებელი. ერთი ღილაკის დაჭერით ირთვება კამერა, რომელსაც დაადებთ ამ QR კოდს და თქვენთვითონვე მიუთითებთ ტაქსის მგზავრობისთვის რა საფასურია გადასახდელი. ეს თანხა, რომელიც მგზავრს ჩამოეჭრება საბანკო ანგარიშიდან, აისახება მძღოლის საბანკო ანგარიშზე. ეს QR კოდები უფასოდ გადაეცემათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს. მათ აღარ დასჭირდებათ ტერმინალები ბარათებისთვის. ეს არის საკმაოდ მარტივი, მოსახერხებელი და კომფორტული საშუალება.
0