საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვებს დაწესება შესაძლოა 2021 წლამდე გახდეს შესაძლებელი

0
პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა კანონპროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში 2021 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება იმ საკანონმდებლო ცვლილების მოქმედების ვადა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობას შესაძლებლობებს აძლევს, საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდვები. საქართველოს პარლამენტმა 22 მაისს, საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვის დღეს, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა და მთავრობას უფლებამოსილება მისცა, რიგი საკონსტიტუციო უფლებები 15 ივლისამდე შეეზღუდა. ამ რეგულაციით მთავრობას უფლება აქვს, შეზღუდოს საკუთრებისა და გადაადგილების უფლება. როგორ დაიტოვებს ხელისუფლება ადამიანების შეზღუდვის უფლებას პარლამენტის გვერდის ავლით ამჟამად ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ცვლილების მიზანია, „2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის აუცილებელი საშუალებაა".   https://www.radiotavisupleba.ge/a/30710345.html
#ახალი_ამბები
#twitter
0