აფროდიტე - ზვირთთა შვილი

0
აფროდიტე ბერძნული ოლიმპიური რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, სიყვარულისა და მშვენიერების ქალღმერთი. რომაულ მითოლოგიაში მას აიგივებენ ვენუსთან. აფროდიტე ერთობ პოპულარული მითოლოგიური პერსონაჟია ანტიკურ მწერლობაში. მის სახელს მრავალი ამბავი უკავშირდება. აფროდიტეს დაბადების ორი ვერსია არსებობს. ჰომეროსის გადმოცემის თანახმად, ზევსისა და ოკეანიდ დიონეს ასულია. სხვა , უფრო გავრცელებული ვერსიით, მისი წარმოშობა უკავშირდება ურანოსს.როდესაც კრონოსმა ბასრი ადამანტით ურანოსს მოჰკვეთა გასამრავლებელი ასო, იგი ზღვაში მოისროლა. ამ ასოს გარშემო ზვირთი აქაფდა, ხოლო ქაფიდან ამოიმართა ულამაზესი შიშველი ქალიშვილი, რომელმაც ნიჟარაზე მჯდომმა მიაღწია კუნძულ კითარას. არ მოეწონა სიმცირის გამო და დასავანებლად შეარჩია კუნძული კვიპროსი. იქ სიხარულით შეეგებნენ მას დროთა ღვთაება ჰორები და დიდებული ოქსიონით შემოსეს. თმები შეუმკეს ოქროს გვირგვინით, მორთეს უძვირფასესი სამკაულებით და აღამაღლეს ოლიმპოსის მაღალ ღმერთებთან. მისი მშვენიერებით მოხიბლულ ღმერთებს აღფრთოვანებული შეძახილები აღმოხდათ.
მას შემდეგ მარად ახალგაზრდა, ღვთაებათაგან სილამაზით გამორჩეული აფროდიტე ოლიმპოსის ბინადარია. როდესაც იგი ცისარტყელასავით ფერად ბიალონს მოისხამს და სადმე მიდის, მზეს ემატება ნათელი, ყვავილები უფრო ლამაზად იფურჩქნებიან. უსიერ ტყეთა სიღრმეებიდან გამორბიან ცხოველები და გარს ეხვევიან. ტკბილი გალობით თავს დასტრიალებენ ფრთოსანთა გუნდები.
აფროდიტეს თან მიჰყვებიან წელიწადის დროთა ცვლის მეუფე ჰორები, მომხიბლავი ქარიტები. დარწმუნების ღვთაება პეითო, ცელქი ბიჭუნა ეროსი, ქორწინების მფარველი ჰიმენეოსი და სხვა მარადიული ძალები
#საინტერესო
#ბერძნულიმითოლოგია
#მითოლოგია
#elysiumfields
0