0
TV პირველის მფლობელი და დირექტორი, ვატო წერეთელი პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარა. ამ ინფორმაციას თავად წერეთელი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ის სასამართლოში დღეს, 8 აგვისტოს, 15 საათზე უნდა მივიდეს. მან საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გასცემს პასუხს გამომძიებელს. ვატო წერეთელი, მის მიმართ გამოძიების გააქტიურებას, TV პირველის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს, პროკურატურა კი განმარტავს, რომ ის თიბისის საქმეზეა დაბარებული.
0