გორში, სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ბორდერიზაციის პროცესი განახლდა!
საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა, - ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი კომენტარს აკეთებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.