ბულინგი- მეტი, ვიდრე უბრალოდ ჩაგვრა

0
ბულინგი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ რელევატურ გამოწვევად და აქტუალურ პრობლემად გვევლინება, რომლის შედეგიც, ადამიანის გაცნობიერებული, მიზანმიმართული იზოლაციაა. გარდა იმისა, რომ მსხვერპლს უვითარდება დაბალი თვითშეფასება, ვერ ახერხებს თვითრეალიზაციასა და სოციალიზაციას, რაც მისი მომავალი ცხოვრების განმსაზღვრელი ხდება. საქართველოში ბულინგის ოფიციალური სტატსისტიკა არ გაგვაჩნია, რაც დაკავშირებულია ცნების არ და ვერ გაგებასთან. თუ გადავხედავთ მსოფლიო სტატისტიკას, ყველაზე გავრცელებულ ფორმებად გვევლინება შეურაცხყოფა, გარიყვა, იძულება იმოქმედოს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. ყველაზე ხშირია დამცინავი სახელების შერქმევა, არასასურველი და დამამცირებელი ფოტოების ან ვიდეოების ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნება. „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლის „იმედი ხვალის“ სტუდენტები ბულინგის გამომწვევ მიზეზებსა და მისი დაძლევის გზებზე მსჯელობენ. მაგდა მესხი აღნიშნავს:, , დღეს აქტუალურია ბულინგი, მაგრამ მის წინააღმდეგ მტკიცე ბრძოლა არავის გამოუცხადებია. საქართველოში კანონმდებლობა ბულინგის დასაძლევად არაქმედითია“. ნათია ბურჯანაძის აზრით, ბულინგის მსხვერპლნი უფრო მეტად ხდებიან რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანები, იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა. ფაქტია, როგორც მოსწავლეებში, ასევე სტუდენტებში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ბულინგი. ეს იქნება ჩაცმულობის, ჰომოფობიური, თუ კიბერბულინგი. ერთ-ერთმა სტუდენტმა გ.-მ ინტერვიუში საუბრისას აღნიშნა: , , ბიჭი ვარ და ბიჭები მომწონს. თავისუფლად მინდა რომ ვიყო, თუმცა მეშინია საზოგადოების აზრის“. რას გულისხმობს საზოგადოების აზრის მიმართ შიში? რესპოდენტმა ლელა დ.-მ, რომელიც ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელია, თავისი პოზიცია ჰომოსექსუალების მიმართ შემდეგნაირად დააფიქსირა: , , სამარცხვინო ხალხი, ავადმყოფები! მიძახეთ ახლა ჰომოფობი, ეგეთები წაიყვანეთ და უმკურნალეთ ეგრე თუ გეცოდებათ, ერის გამათახსირებელი.“ ეკატერინე თაბუკაშვილი თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია, რომელიც დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას კიბერბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდა. როგორც სხვები, ისიც აქტიურად ესწრებოდა zoom პლატფორმაში ლექციებს: , , ლექტორი მთელი სემინარის განმავლობაში სტუდენტებს გვეუბნებოდა ნუ კითხულობთ, კამერა ჩართეთო!“, - იხსენებს ეკატერინე. ფაქტით შეწუხებულმა, სტუდენტების ჯგუფში თავისი პოზიცია პოსტის დაწერით გამოხატა, სადაც მხარი დაუჭირა ლექტორის მოთხოვნას. ეკატერინემ ინტერვიუში განაცხადა: -ვერასდროს ვერაფერს შექმნის ის საზოგადოება, რომელიც სხვის აზრს არ სცემს პატივს. ზოგი არც კითხულობდა პოსტს, ისე მაყენებდა შეურაცხყოფას, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლანძღვაში. ახლა მეღიმება ამ ყველაფერზე, მაგრამ მაშინ მთელი კვირა ჩაკეტილი ვიყავი და არავის ვიკარებდი. ფსიქოლოგი მარიამ გიორგაძე ფიქრობს , რომ კიბერბულინგს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: , , დღესდღეობით ყველას აქვს წვდომა ინტერნეტთან.საზოგადებისთვის ეს ქმედება უკონტროლო გართობად გადაიქცა, სოციალურ ქსელებში მოწონებისა და ემოციების დასაგროვებლად ხშირად წერენ დამცინავ კომენტარებს. გარდა ამისა, აგრესორისთვის ანონიმურობა უპირატესია, ის აკეთებს იმას , რაც შესაძლოა პირისპირ ვერ და არ ეთქვა“. სტუდენტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ლექტორები სექსისტური დამოკიდებულებით გამოირჩევიან სტუდენტების მიმართ. მესამე კურსელი ელენე მ. გვიყვება იმ შემთხვევების შესახებ, რომლის თვითმხილველი თავად აღმოჩნდა: , , ძალიან რთულია, როცა სექსისტურ დამოკიდებულებას ქალი ლექტორისგან ამჩნევ. ბიჭების მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ავლენს, მეტად კეთილგანწყობილია, ვიდრე გოგონებთან“. ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდა თსუ-ის ბიზნესისა და ეკონომიკის ლექტორი, რომელიც სტუდენტების მიერ შეურაცხყოფისა და დაცინვის საგნად იქცა. ბულერები მხოლოდ ამ შემთხვევით არ დაკმაყოფილებულან და თავისივე ტელეფონით გადაღებული ვიდეო ინტერნეტში განათავსეს: , , სწრაფად მოხდა რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე, თუმცა არცერთ სტუდენტს ამოგვიღია ხმა იმ კონკრეტულ მომენტში. უბრალო ხუმრობად აღვიქვამდით“, - გვიამბობს ერთერთი სტუდენტი, ნოდარი ც. რომელიც აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი აღმოჩნდა. ვინ უნდა დაეხმაროს მსხვერპლს და ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი უხილავი ძალადობის დროს? ხშირ შემთხვევაში დაზარალებული ფაქტებს არ ახმაურებს, რადგან დახმარების მიღების იმედია არ აქვს. მათ არ იციან ვის მიმართონ და როგორ დაიცვან თავი, ამიტომ პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით ცდილობენ. უხილავი ძალადობა ქართული რეალობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ნებსით თუ უნებლიეთ, ადამიანი ხდება ბულერი ან ბულინგის მსხვერპლი, რომელიც, პირველ ყოვლისა, ბავშვის აღზრდისა და ჩამოყალიბების პროცესში იწყებს გამოვლენას. სკოლის პერიოდში გაღვივებას, სტუდენტურ ასაკში კი პოტენციური მოძალადისა თუ მსხვერპლის სახედ გვევლინება. პრობლემის გადაჭრა როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მთავარი ამოცანაა.
#ბულინგი
#სტატიები
#საინტერესოამბები
#საინტერესოფაქტები
#არაძალადობას
#bullying
0