17 view10
Current News
Tbilisi · 1 year ago

რე|ბანკი - ახალი საცალო საბანკო მომსახურება საქართველოში.

2019 წლის 9 აგვისტოს შედგა რე|ბანკის, ახალი საცალო საბანკო მომსახურების, პრეზენტაცია.

რე|ბანკი პაშა ბანკის ქვე-ბრენდია, რომლის მიზანია გაამარტივოს და ახლებურად წარმოადგინოს საბანკო მომსახურება საცალო სექტორში.

რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად პროდუქტს შესთავაზებს: ტოპ|ქარდს, მაქსი|ანაბარს და ბლიც|სესხს.

ტოპ|ქარდი 0%-იანი (ეფექტ. 0%-დან) განვადების ბარათია, რომლის მთავარი უპირატესობაა, მომხმარებელს ხარჯების დანაწევრების გზით ყოველთვიურად გამოუთავისუფლოს თანხა სხვა მიზნებისთვის. აღნიშნული ბარათით ამა თუ იმ ნივთის ან მომსახურების შეძენისას მომხმარებელი გადაიხდის ზუსტად იმ საფასურს, რასაც გადაიხდიდა ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში. ამასთანავე, ბარათზე გავრცელდება ქეშბექის ფუნქცია და ბევრი სხვა საინტერესო მახასიათებელი.

მაქსი|ანაბარი და ბლიც|სესხი სტანდარტული საბანკო პროდუქტებია, კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით და მომსახურების გამარტივებული პირობებით.

რე|ბანკის ფილიალები ეტაპობრივად გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში და ზუგდიდში. ბანკის პირველი ფილიალი უკვე ოპერირებს თბილისში, ომარ ხიზანიშვილის ქ. 15-ში, დანარჩენი ფილიალების გახსნა კი უახლოეს მომავალში იგეგმება.

რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ასევე, განაცხადის დატოვება შესაძლებელი იქნება ბანკის ვებ-გვერდზე და სატელეფონო მომსახურების ცენტრში:

rebank.ge

Current News
Tbilisi · 1 year ago
12
Write a comment