14 votes
comments
shares
Save
5 reads
Our World
Tbilisi · 1 year ago

საბანკო სესხები პროცენტის გარეშე - დანიური ბანკის უპრეცენდენტო შეთავაზება.

დანიაში მოქალაქეებს ბანკიდან 20 წლიანი სესხის აღება უპროცენტოდ შეუძლიათ. საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ფინურმა Nordea Bank-მა, რომელიც დანიის მასშტაბით ოპერირებს, უპროცენტო სესხების გაცემა უკვე დაიწყო.

საუბარია, 20 წლის ვადაზე გათვლილ საბანკო სესხებზე, რომლისთვისაც არანაირი სახის დანამატის გადახდა საჭირო არ არის. ხოლო იპოთეკარები, რომლებიც 30-წლიან სესხს გამოიტანენ, 0,5 პროცენტის გადახდა მოუწევთ. 

როგორც დანიურ სამაკლერო ბიუროებში აცხადებენ, ეს ბანკის მხრიდან საოცარი შეთავაზებაა.

ბანკის შეთავაზებით უცხოელები ვერ ისარგებლებენ, საბანკო სესხის აღებისთვის დანიის მოქალაქეობა და იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვაა საჭირო, რომელიც უცხოელს დანიის მასშტაბით უძრავი ქონების შეძენის საშუალებას მისცემს.


Our World
Tbilisi · 1 year ago
14
Write a comment