0
ბათუმში სრულად ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა! ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლში სრულად ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა. „ბათუმის ბულვარში“ ამბობენ, რომ სოციალური  პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია და საქართველოში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ემსახურება. სანაპირო ზოლზე, ასევე, მოეწყო  ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე- გამოსაცვლელი  და საზოგადოებრივი   საპირფარეშო.
0