გორის და ჩაქვის გვირაბებში დროებით მოძრაობა იზღუდება

0
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაგეგმილია პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება, რის გამოც, 7 ივლისის 08:00 სთ-დან 8 ივლისის 14:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 8 ივლისის 14:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2020 წლის 7 ივლისის 08:00 საათიდან 9 ივლისის 20:00 საათამდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 14 ივლისის 08:00 საათიდან 16 ივლისის 20:00 საათამდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, ხოლო ბათუმი ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში – გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
Gori
Chakvi
0