პანდემიის მიმდინარეობის ნახევარი წლის თავზე...

0
? ☣️☣️ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 6 თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში 11 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან მეოთხედი ამერიკელია. სიკვდილიანობის მაჩვენებელმა კი 538 ათასს გადააჭარბა. ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყანა პანდემიასთან კვლავ აქტიურ ბრძოლაშია ჩართული. ამჟამად, არსებობს მოლოდინი, რომ წლის ბოლოს მეცნიერები კლინიკური კვლევის ფარგლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო 30 ვაქცინით ადამიანების აცრას დაიწყებენ. მოცემულ მომენტში ვაქცინის შესაქმნელად გაჩაღებულ რბოლას სათავეში 16 კანდიდატი უდგას, რომელთაც ტესტირების ფარგლებში ადამიანების იმუნიზაცია უკვე დაწყებული აქვთ. ერთ-ერთი იმედისმომცემი კანდიდატი ბიო-ტექ კომპანია Moderna გახლავთ. იგი პირველი კომპანია იყო, რომლემაც იმედისმომცემი შედეგები გამოაქვეყნა. 16 მარტს მათ კვლევაში ადამიანების ჩართვა დაიწყეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ივლისის ბოლოს კვლევის მონაწილეთა რაოდენობა 30 ათასამდე გაიზრდება. აშშ-ს მთავრობას იმედი აქვს, რომ 2021 წლის იანვრისთვის მარაგში ასობით მილიონი ეფექტიანი ვაქცინა ექნება. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეს ვაქცინების ისტორიაში რეკორდულად სწრაფი შედეგი იქნება. 23 ივნისს კონგრესის წინაშე ამერიკის მთავარი ეპიდემიოლოგი, ექიმი ენტონი ფაუჩი წარსდგა. მან განაცხადა, რომ ნავარაუდები დროისთვის ვაქცინის შექმნას იგი "ფრთხილი ოპტიმიზმით" უყურებს. დიდი ალბათობით ვაქცინის პირველი დოზები მაღალ რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანებისა თუ სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და არა აშშ-ის სრული მოსახლეობისათვის... გარდა ვაქცინაციისა, აშშ-სა და სხვა ქვეყნებს წლის ბოლოსთვის კორონავირუსის ტესტირების მრავალფეროვანი საშუალებები ექნებათ.. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ინფიცირების რეალური მაჩვენებელი, ოფიციალურ ციფრებთან შედარებით, გაცილებით მაღალია. ფართომასშტაბიანი ტესტირება მეცნიერებს სრული ზიანის ადეკვატურად შეფასების საშუალებას მისცემს. ადამიანებს საშუალება ექნებათ, კორონავირუსზე ტესტირება სახლის პირობებში ჩაიტარონ. თუმცა როდის იქნება ამის შესაძლებლობა ამას ვერავინ ამბობს... ამ ეტაპზე კორონავირუსისა და მისი სიმპტომების სამკურნალო მძლავრი, ეფექტიანი საშუალება არ გვაქვს. ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტი ანტივირუსული რემდესივირია. კლინიკური კვლევებით ჩანს, რომ აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა გამოჯანმრთელების პროცესს ასწრაფებს... კლინიკურმა კვლევებმა დექსამეტანოზნის ეფექტიანობაც გამოკვეთა. ეს უკანასკნელი აპრობირებული, გამოცდილი და იაფი სტეროიდული მედიკამენტია. როგორც ირკვევა, იგი ვირუსის მძიმე ფორმების მიმდინარეობისას სიკვდილიანობას საგრძნობლად ამცირებს... მეცნიერები იმედს გამოთქვავენ, რომ დეკემბრისთვის ამ მედიკამენტებს მკურნალობის სქემაში სულ უფრო მეტი ექიმი დაამკვიდრებს. ეს გაამარტივებს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გაურკვევლობას, რაც საბოლოოდ უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია, პრეპარატები ვირუსით სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამ ეტაპზე პანდემიის პირველ დღეებთან შედარებით, კორონავირუსთან ბრძოლის უფრო მეტი საშუალება აქვს მსოფლიოს... და მთავარი, კარანტინი წარსულს ჩაბარდება ? ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, აშშ-ს ბევრ შტატში გახსნილი ბარები კვლავ დაიკეტა, ხოლო სრული გახსნის პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. თუმცა ამის მიუხედავად მასიური ცხოვრების საკარანტინო რეჟიმი უკვე წარსულში დარჩა, კარანტინის გამოცხადების სურვილი არც მოსახლეობას და არც პოლიტიკურ მმართველებს აღარ აქვთ... და ბოლოს, კორონავირუსის გამოწვევები 2021 წელსაც შენარჩუნდება... პანდემიის გაგრძელების პარალელურად, მოსახლეობის მიერ ინფიცირების რისკებთან გამკლავება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, ვირუსი რასაც უნდა აკეთებდეს, ერთი რამ ფაქტია, შემდეგი 6 თვის განმავლობაში მის მიმართ რაიმე ინტერესის შენარჩუნებას თუ მოვახერხებთ. ამჟამად გამოყენებული საპრევენციო ღონისძიებების (სოციალური დისტანცირება, პირბადეები, ხელების ჰიგიენა) შენარჩუნება ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად ამცირებს. თუმცა, დროთა განმავლობაში ჩვენ წინდაუხედავები ვხდებით... შემდგომი წლის გამოწვევა, ეფექტიანი ვაქცინის შექმნის შემთხვევაში, მოსახლეობის სრულფასოვანი იმუნიზაციაა. თუ 2021 წლისთვის ვაქცინა გვექნება, მისი წარმოება და მოსახლების უმრავლესობის აცრა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება... მეორე მხრივ კი, ანტივაქსერული მოძრაობა უკვე აქედანვე აქტიურად არის ჩართული იმუნიზაციის საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელებაში....☣️☣️☣️
#კორონავირუსი
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0