0
მერია თბილისის თითოეულ რაიონში წარმოებულ და მიტოვებულ სამშენებლო სამუშაოებზე მონიტორინგს იწყებს. აღნიშნული პროცესი უკვე დღეიდან იწყება და მონიტორინგში ჩართული იქნება თითოეული გამგეობაც. ინსპექციის თანამშრომლები გამგეობებთან ერთად მოივლიან იმ რაიონის ტერიტორიებს - თუ არის სადმე დაწყებული და მიტოვებული სამუშაოები, რომელიც არ არის დასრულებული. ასევე მოხდება შემოწმება რამდენად არის უსაფრთხოების ნორმები დაცული ამა თუ იმ პროექტის განხორციელებისას. დღეიდან უკვე დაიწყო შეხვედრები გამგეობის წარმომადგენლებთან, პროვაიდერ კომპანიებთან. რაც შეეხება სანქციას, ჯარიმის ოდენობა განსაზღვრულია და 1000 ლარიდან 6000 ლარამდე მერყეობს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაავალა მუნიციპალურ ინსპექციას, რომ „უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული და ვინც ამ მოთხოვნებს დაარღვევს, ინსპექციას მყისიერი რეაგირება უნდა ჰქონდეს და არავინ უნდა დაინდოს“.
0