ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 18-წლიან მინიმუმზე ჩამოვიდა!
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა მოსახლეობაში იკლებს. გამოკითხულებიდან, არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემასამომრჩეველთა მხოლოდ 43% აპირებს. ეს მონაცემები ფონდის „საზოგადოებრივი აზრი“ კვლევის შედეგად გამოქვეყნდა.
ბოლო 18 წლის განმავლობაში ასეთი დაბალი შედეგი არ დაფიქსირებულა. მხოლოდ 2001 წლის აპრილში იყო 42%.
ექსპერტების აზრით, პუტინის რეიტინგის კლების მიზეზები შეიძლება იყოს ტყის ხანძრებიც, მოსკოვის არჩევნებში ოპოზიციონერებისთვის უარის თქმა და ბუნებრივად თაობათა ცვლაც.